Web Portal on Human Rights in Georgia

ადამიანის უფლებათა ცენტრის პრესკონფერენცია - შშმ მსჯავრდებული აცხადებს, რომ მოკვლით ემუქრებიან

03.08.2017
 
4 აგვისტოს, 11:00 საათზე, პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს. 

პრესკონფერენციის თემა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებული აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერი P.S.“-ში მომზადდა სიუჟეტი მისი, როგორც შშმ მსჯავრდებულის პრობლემების შესახებ, გავლენიანი პატიმრები მის მოკვლას შეეცადნენ, რაშიც მათ ხელს უწყობდნენ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები.    


მისამართი:  ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. 68, II კორპუსი, III სართული, „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

<< back