09:17, Sunday, 15.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჟურნალისტური მოკვლევა

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2009-01-23
სასამართლო - ჯარისკაცული პატივისა და ღირსების წინააღმდეგ

2008 წლის 6 ნოემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ საპროცესო გარიგება დადო აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დეზერტირობაში ბრალდებულ ორ ჯარისკაცთან. გარიგების თანახმად, ჯარისკაცებს თავდაპირველად წაყენებული ბრალდება - დეზერტირობა ბრძანების შეუსრულებლობის მუხლით შეეცვალათ.  მათ თავისუფლების სანაცვლოდ, უარი თქვეს საქმის არსებით განხილვაზე და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს.  საპროცესო გარიგება ბრალდებულთა ადვოკატებმა ითხოვეს. მათ ეს ჩათვალეს ჯარისკაცებისთვის თავისუფლების მოპოვების უმოკლეს გზად - პრეზიდენტის ამნისტიის მოლოდინში. 17 დეკემბერს, ბარბარობას, ჯარისკაცები, მართლაც, შეიწყალეს და თავისუფლება აჩუქეს. თითქოს ყველა კმაყოფილი უნდა ყოფილიყო. მაგრამ...

2009-01-14
მსოფლიოში ფეხმძიმობის გართულებებით წუთში ერთი ქალი იღუპება
“დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი ოჯახური ძალადობაა”

ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში 15 დედა და 2325 ჩვილი გარდაიცვალა, თუმცა აღნიშნული მონაცემები ზუსტი არ არის და გარდაცვალების შემთხვევები გაცილებით მეტია. გარდა ამისა, დაფიქსირდა მკვდრადშობადობის 1371 შემთხვევა. დედეთა სიკვდილიანობის 99% სწორედ განვითარებად ქვეყნებზე მოდის. რაც შეეხება მიზეზებს, ძირითადია ოჯახური ძალადობა, სოციალური მდგომარეობა, განათლება, მშობიარობის შემდგომი გართულებები და რისკიანი (სარდაფებში, დამალული) აბორტები.

2009-01-08
უჩინარი მოწმეები და თვალდათხრილი თემიდა
გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა. მან ადვოკატების საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ეს მოხდა 2008 წლის 14 ნოემბერს. სასამართლოს თავმჯდომარე მაია ოშხარელმა, მოსამართლეებმა: დავით სულაქველიძემ და იური ტყეშელაშვილმა დაადგინეს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე „არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის“ (მკითხველს ვერ ვთავაზობთ დადგენილების პოპულარულ ენაზე განმარტებას). გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატები საქმეს სტრასბურგისთვის ამზადებენ. უზენაეს სასამართლომდე კი სიმართლეს რაიონული და სააპელაციო სასამართლოები ადგენდნენ.

2009-01-06
ვაგზალი პოლიციელებისა და ქურდებისთვის
100 ათას ლარიანი გირაო მოპარული მობილურის ყიდვის სანაცვლოდ

სამასლარიანი მობილურის შეძენისთვის განსასჯელს სასამართლომ გირაოდ 100 ათასი ლარი შეუფარდა. განაჩენი  თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა. ის თავისი არსით კურიოზულია, მაგრამ არა - უპრეცედენტო. სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება რამდენიმე სხვა საქმესთან დაკავშირებითაც მიიღო. ზემოთ ხსენებული განაჩენი სტუდენტ გიორგი ჯიქურს 2007 წლის მაისში შეუფარდეს. ეს მოხდა თბილისში, რეფორმირებული სასამართლოს კედლებში. მალევე გაირკვა, რომ იმ ხანებში  პოლიციამ იმავე  მიზეზით კიდევ  რვა ადამიანი დაიჭირა, რომელთაგან თითოეულს ასევე 100 ათასლარინი გირაო შეეფარდა.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC