09:33, Sunday, 31.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჟურნალისტური მოკვლევა

აირჩიეთ წელი: 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-05-16
ყოველი მეხუთე ქალი ძალადობის მსხვერპლია (II ნაწილი)
გენდერულ ბალანსთან დაკავშირებით დედაქალაქთან შედარებით რეგიონებში რომ უარესი მდგომარეობაა, ამას არასამთავრობო ორგანიზაციათა კვლევაც (რომელზეც საუბარი პირველ ნაწილში იყო) ადასტურებს და თავად რეგიონის მოსახლეობაც. დუშეთის რაიონული საკრებულოს წევრი თამარ გოგინაშვილი ამბობს, რომ ქალთა გააქტიურების პროცესი საქართველოში ძალიან მდორედ მიდის.
2007-03-29
ვისია წყალი? (დასასრული)
რეალობის გასარკვევად „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს მცხეთა-მთიანეთის მხარეში ვასილ მაღლაფერიძეს დაუკაშირდა.
2007-03-15
მოტყუებული მუშები სამართალს ითხოვენ (დასასრული)
ის, რომ აღნიშნული 135 ადამიანი „ვირაჟ“-ში ნამდვილად მუშაობდა, საქალაქო სასამართლომ 2006 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით დაადასტურა. სააპელაციო სასამართლო კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. დაზარალებულებს ვერ გაუგიათ, რომელი სასამართლო ცდება და რომლის გადაწყვეტილებას უნდა დაეყრდნონ.
2007-03-13
მოტყუებული მუშები სამართალს ითხოვენ (ნაწილი II)
მუშები ამბობენ, რომ კომპანიამ მათ მხოლოდ ერთი წლის სახელფასო დავალიანების დაფარვა შესთავაზა და ისიც განახევრებული ოდენობით. დაზარალებულები აღნიშნულ წინადადებას არ დათანხმდნენ.
2007-03-12
135 მუშა 2 წლის სახელფასო დავალიანებას ითხოვს(ნაწილი I)
შპს „საქართველოს გზების სამშენებლო კომპანიის” 135 მუშა-მოსამსახურე კომპანიას 2 წლის სახელფასო დავალიანებას ედავება და სასამართლოში ჩივის. მართალია, მათ არაერთი სასამართლო ინსტანცია მოიარეს, თუმცა, სამართალს ვერ პოულობენ. ამჯერად მათი ბედი უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
2007-03-02
რევოლუციურ საქართველოში მოქალაქეებს საკუთრებას ართმევენ (ნაწილი III)
2005 წლის დეკემბერში იგივე წესით დაინგრა ვაჟა ფშაველას გამზირზე, მე-7 კვარტალში ბ. 36. სავაჭრო-საყოფაცხოვრებო ობიექტი. ამ შემთხვევაშიც ყველა დოკუმენტი წესრიგშია. არსებობს როგორც მშენებლობის ნებართვა ასევე სხვა საჭირო დასკვნა. ამავე პერიოში დაინგრა მოქალაქე ირინა ნერგაძის კუთვნილი „შუშის სახლი“ ვაკეში.
2007-03-01
რევოლუციურ საქართველოში მოქალაქეებს საკუთრებას ართმევენ (ნაწილი II)
კიდევ ერთი გახმაურებული ნგრევის ისტორია მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ მოხდა. იქ ორი ობიექტი დაინგრა. ერთი მეტროსადგურის მარჯვენა ამოსასვლელთან - კაფე-ბარი შპს „ორქიდეა“ და მეორე მარცხენა ამოსასვლელთან, ორსართულიანი სავაჭრო ობიექტი - შპს „მერითაიმი“. კაფე-ბარი 27 იანვარს დაინგრა, „მერითაიმი“ კი 30 იანვარს.
2007-02-28
რევოლუციურ საქართველოში მოქალაქეებს საკუთრებას ართმევენ (ნაწილი I)
ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში კერძო საკუთრების დაცვა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ამ პერიოდის განმავლობაში დანგრეული და გაჩუქებულია ასამდე კერძო საკუთრება. დანგრეული ობიექტების მეპატრონეები საქართველოში სამართალს ვერ პოულობენ და საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი აქვთ.
2007-02-23
მიწისძვრით დაზარალებულები უბინაოდ ხელმეორედ რჩებიან ( ნაწილი III)
ჟურნალისტური გამოძიების პირველ და მეორე ნაწილში საუბარი იყო როგორ შეასახლეს მიწისძვრით დაზარალებულები სხვადასხვა ბინებში და როგორ ასახლებენ მათ იქიდან. მესამე ნაწილი კი იმ დოკუმენტაციას ეხება, რომელიც დაზარალებულთა საქმეში არსებობს.
2007-02-21
მიწისძვრით დაზარალებულები უბინაოდ ხელმეორედ რჩებიან (ნაწილი II)
მას შემდეგ, რაც მიწისძვრით დაზარალებულებმა შემთხვევით შეიტყვეს, რომ მათ კანონიერად მიღებული ბინებიდან ასახლებდნენ, იფიქრეს, რომ რეალობას სასამართლო გაარკვევდა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდნენ. თუმცა, მანამდე დახმარება პარლამენტს სთხოვეს.
2007-02-20
მიწისძვრით დაზარალებულები უბინაოდ ხელმეორედ რჩებიან (ნაწილი I)
2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა რამდენიმე დღეში ისევ ბინის გარეშე დარჩება. გადაწყვეტილება მათი ამჟამინდელი ბინიდან გამოსახლების შესახებ სასამართლომ გამოიტანა. მათ ბინის დასაცლელად 15 დღიანი ვადა მისცეს.
2007-02-16
როგორ აღმოჩნდა ბეტონის ლურსმანი „პეჩენიაში“(დასასრული)
ეს შემთხვევა სპეციალურად უნდა მოვიკვლიოთ, რა „პეჩენია“ იყო, საიდან იყო? დავავალებ იმ უწყებას, რომელსაც ეს ეხება, რომ ყურადღება მიაქციოს. არსებობს კანონი „სურსათის უვნებლობის შესახებ“, რომელიც ძალაში 2008 წლიდან შევა. იმ კანონში არის ყველაფერი, როგორ უნდა აკონტროლო და ვის რა ევალება.
2007-02-15
როგორ აღმოჩნდა ბეტონის ლურსმანი „პეჩენიაში“(ნაწილი III)
გამყიდველმა ორი ადამიანის სახელი დაასახელა. ამჯერად ისევ საავადმყოფოსკენ მივდივარ, იქნებ სახელებით მაინც მივაგნო იმ საწყობს თუ საბითუმო მაღაზიას. როგორც გამყიდველმა ამიხსნა, დიდ ჭიშკარს მივადექი. შენობას აწერია: თბილისის საბავშო პოლიკლინიკა. პოლიკლინიკაში შედიხარ და ხვდები „ოპტავოი ბაზარში“, სადაც არაერთი საწყობია. კითხვა-კითხვით იმ საწყობსაც მივადექი, რომელსაც ვეძებ.
2007-02-14
როგორ აღმოჩნდა ბეტონის ლურსმანი „პეჩენიაში“(ნაწილი II)
მითითებული მიმართულებით წავედი, საავადმყოფოს გვერდით პატარა ფიცრული დგას, რომელიც საყარაულო მეგონა. რამდენიმე საფეხური ავიარე და კარს მივადექი, ესეც თუ კარია, ხის ჩარჩოში ნახევრად ცელოფანია გაკრული და ნახევრად მინაა ჩასმული. კიბეები ყანყალებს, თავს ძლივს ვიკავებ. შიგნით სიბნელეა, თუმცა ტკბილეულობის სუნი გამოდის.
2007-02-13
როგორ აღმოჩნდა ბეტონის ლურსმანი „პეჩენიაში“(ნაწილი I)
პურ-პროდუქტებში აღმოჩენილ სხვადასხვა ნარჩენებს ქართველი მომხმარებელი უკვე შეეჩვია. მაგალითად, ძაფი, თოკი, თაგვის ცურცლი, ცელოფნის ნაგლეჯი, თმა, თუ სხვა მსგავსი საგანი, მომხმარებელს (და მათ შორის მეც) საკვებში არაერთხელ უნახავს. თუმცა, „პეჩენიაში“ 4 სანტიმერტიანი ბეტონის ლურსმნის აღმოჩენა დაუჯერებელი აღმოჩნდა.
2007-02-09
მონების ყიდვა-გაყიდვა საუკუნის პრობლემად რჩება(ნაწილი II)
„2006 წელი ტრეფიკინგის თვალსაზრისით სამთავრობო ღონისძიებებისთვის მნიშვნელოვანი წელი იყო. მიღებულია კანონი, რომელიც საკმაოდ ნორმალური კანონია იმის საფუძველზე, რაც ამ პრობლემის მიმართ ხდება. ამ კანონით ბევრი სიკეთის მიღება შეიძლება. მაგალითად, ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია და მათ მსხვერპლის სტატუსი ენიჭებათ.(მარკ ჰულსტი)
2007-02-08
მონების ყიდვა-გაყიდვა საუკუნის პრობლემად რჩება(ნაწილი I)
აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეიტინგით ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მხრივ საქართველო ისევ მეორე კალათაში რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ისევ ხდებიან მონობის მსხვერპლნი, ქვეყანა კი მათ დასახმარებლად ბევრს არაფერს აკეთებს. მართალია, ადამიანების ყიდვა-გაყიდვა არა მარტო კავკასიის, არამედ მსოფლიოს პრობლემაა, თუმცა ტრეფიკერები მაინც სოკოებივით მრავლდებიან და შესაბამისად მათ ხელში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ვარდება.
2007-01-31
ან გადავრჩებით ან - არა (ნაწილი II)
კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ მომხმარებელს თავის დაცვა არანაირად არ შეუძლია. როგორც „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი მაღრაძე ამბობს, კვების პროდუქტების სფეროში აბსოლუტური უკონტროლობაა და ყველა თავისთვის ჭრის და კერავს: „სიტუაცია მართლაც სავალალოა. ახალი სამსახურის შექმნის იმედი გვქონდა, თუმცა მისი ამოქმელების ვადებმა გადაიწია. ის ძირითადი პროდუქცია, რასაც მოვიხმართ სარისკო და საეჭვოა.
2007-01-30
ან გადავრჩებით, ან - არა (ნაწილი I)
„აკრძალული“, „სიმსივნის წარმომქმნელი“, „საშიში“, „წნევის ამწევი“, „საეჭვო“, „მომწამვლელი“- ეს ის შედეგია, რაც ქართულ ბაზარზე გაჯერებული კვების პროდუქტების კვლევამ გამოავლინა. მიზეზი მარტივია - არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო და შესაბამისად, ვინ რას აწარმოებს და ასაღებს, მხოლოდ მწარმოებლის სინდისზეა დამოკიდებული.
1 [2]
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC