კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტური მოკვლევა

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

სასამართლო - ჯარისკაცული პატივისა და ღირსების წინააღმდეგ

23 იანვარი, 2009
2008 წლის 6 ნოემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ საპროცესო გარიგება დადო აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დეზერტირობაში ბრალდებულ ორ ჯარისკაცთან. გარიგების თანახმად, ჯარისკაცებს თავდაპირველად წაყენებული ბრალდება - დეზერტირობა ბრძანების შეუსრულებლობის მუხლით შეეცვალათ. მათ თავისუფლების სანაცვლოდ, უარი თქვეს საქმის არსებით განხილვაზე და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს. საპროცესო გარიგება ბრალდებულთა ადვოკატებმა ითხოვეს. მათ ეს ჩათვალეს ჯარისკაცებისთვის თავისუფლების მოპოვების უმოკლეს გზად - პრეზიდენტის ამნისტიის მოლოდინში. 17 დეკემბერს, ბარბარობას, ჯარისკაცები, მართლაც, შეიწყალეს და თავისუფლება აჩუქეს. თითქოს ყველა კმაყოფილი უნდა ყოფილიყო. მაგრამ...

მსოფლიოში ფეხმძიმობის გართულებებით წუთში ერთი ქალი იღუპება

14 იანვარი, 2009

უჩინარი მოწმეები და თვალდათხრილი თემიდა

8 იანვარი, 2009
გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა. მან ადვოკატების საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ეს მოხდა 2008 წლის 14 ნოემბერს. სასამართლოს თავმჯდომარე მაია ოშხარელმა, მოსამართლეებმა: დავით სულაქველიძემ და იური ტყეშელაშვილმა დაადგინეს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე „არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის“ (მკითხველს ვერ ვთავაზობთ დადგენილების პოპულარულ ენაზე განმარტებას). გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატები საქმეს სტრასბურგისთვის ამზადებენ. უზენაეს სასამართლომდე კი სიმართლეს რაიონული და სააპელაციო სასამართლოები ადგენდნენ.

ვაგზალი პოლიციელებისა და ქურდებისთვის

6 იანვარი, 2009
100 ათას ლარიანი გირაო მოპარული მობილურის ყიდვის სანაცვლოდ სამასლარიანი მობილურის შეძენისთვის განსასჯელს სასამართლომ გირაოდ 100 ათასი ლარი შეუფარდა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა. ის თავისი არსით კურიოზულია, მაგრამ არა - უპრეცედენტო. სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება რამდენიმე სხვა საქმესთან დაკავშირებითაც მიიღო. ზემოთ ხსენებული განაჩენი სტუდენტ გიორგი ჯიქურს 2007 წლის მაისში შეუფარდეს. ეს მოხდა თბილისში, რეფორმირებული სასამართლოს კედლებში. მალევე გაირკვა, რომ იმ ხანებში პოლიციამ იმავე მიზეზით კიდევ რვა ადამიანი დაიჭირა, რომელთაგან თითოეულს ასევე 100 ათასლარინი გირაო შეეფარდა.