კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტური მოკვლევა

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

ქართული მართლმსაჯულება პოლიტიკური ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ?!

6 მარტი, 2009
მერაბ რატიშვილი - საქართველოს საზოგადოება მას პოლიტიკური პატიმრის სტატუსით იცნობს, თუმცა სასამართლოს ორმა ინსტანციამ დამნაშავედ ცნო ნარკოტიკების მოხმარებასა და შენახვაში. ადვოკატების მეშვეობით ციხიდან ხშირად მიმართავს საზოგადოებას და სთხოვს, ხმა აიმაღლოს სასტიკი მართლმსაჯულების წინააღმდეგ. მიაჩნია, რომ 2008 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა პოლიტიკური შეხედულებისა და პოლიტიკური საქმიანობისთვის მიუსაჯა. განსაკუთრებული იმედით არ ელის ქართული მართლმსაჯულების უკანასკნელი ინსტანციის, უზენაესის, განაჩენს. იცის, რომ განაჩენი არ შეიცვლება. კიდევ ერთი საქმე გაუყვება სტრასბურგის გზას - ისევ საქართველოში სამართლიანი სასამართლოს არარსებობის მოტივით.