11:27, Monday, 19.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ქალები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2015-12-01
ადრეული ქორწინების წინააღმდეგ აქცია გაიმართა
25 ნოემბერს, გორში ადრეული ქორწინების წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ადრეული ქორწინება ზრდის ოჯახური ძალადობის შემთხვევებს. ოჯახური ძალადობის შემთხვევების სტატისტიკის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში (2011-2013 წ.წ.) 7 367 გოგონამ (მე-7- მე- 9 კლასის მოსწავლეებმა) განათლების მიღება შეწყვიტა ადრეული ქორწინებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
2015-10-21
აზერბაიჯანი: ლეილა და არიფ იუნუსების საქმეში მართლმსაჯულების აღსრულების დროა
პრეს-რელიზი, The Observatory
ჟენევა-პარიზი, 16 ოქტომბერი, 2015 წელი. 12 ოქტომბერს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ლეილა და არიფ იუნუსების საქმის სააპელაციო განხილვა დაიწყო. 13 აგვისტოს ბაქოს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტების  უხეში დარღვევით მათ 8,5  და 7 წლით (შესაბამისად) პატიმრობა მიუსაჯა.  სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებასთან ერთად უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორია (OMCT და FIDH ერთობლივი პროგრამა) ამ აღმაშფოთებელი განაჩენების გაუქმებას ითხოვს. 
2015-09-14
„ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ - ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
ადამიანის უფლებათა ცენტრმა ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში პროექტის „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. 
2015-09-09
მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს
ადამიანის უფლებათა ცენტრსსოციალურად დაუცველმამარტოხელა დედამ სამართლებრივი დახმარების თხოვნით მომართა. რუსუდან ზაალიშვილი 6 წლის ვაჟს მარტო, უმძიმეს პირობებში, ზრდის. ზაალიშვილს არ აქვს არანაირი შემოსავალი და არ გააჩნია საცხოვრებელი ბინა.მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვს. რუსუდანმა ბინის ქირის კომპენსაციის თხოვნით ქალაქის მერიას მიმართა.
2015-09-02
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის დაცვის ქვეშ მყოფი სააპელაციო სასამართლომ გაამართლა
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეში   გაამართლა და საქმე შეწყვიტა. მსჯავრდებული გურჯაანელი 25 წლის ვაჟა უტიაშვილია. მას 30 აპრილს, სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ბრალდება მოეხსნა.
2015-08-19
მსჯავრდებულმა ნანა ფარჩუკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა
17 და 18 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის, ნესტან ვერულაშვილის ორი წერილი მიიღო. დაწესებულების დირექტორი ორგანიზაციას აწვდის ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულმა ნანა ფარჩუკაშვილმა შიმშილობა დაიწყო. 
2015-07-24
ადამიანის უფლებათა ცენტრი პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ქალ პატიმართა მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობენ. უფლებადამცველთა თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ახლებური რედაქციის ჩამოყალიბება ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისა და გადაზიდვის გამიჯვნას გასაღებისაგან, რაც მისასალმებელია, მაგრამ მსგავსი ცვლილებები არ შეეხო სსკ–ის 262–ე მუხლს, რამაც  ქალ მსჯავრდებულებში უსამართლობისა და პროტესტის განცდა გააჩინა.
2015-07-15
სასამართლომ სუროგატი დედების მიერ გაჩენილ ტყუპებთან დაკავშირებით პრეცენდენტული გადაწყვეტილება მიიღო
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, ბავშვთა საუკეთესო უფლებების დასაცავად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. მათივე განმარტებით, სუროგატი დედების მიერ სხვადასხვა დღეს გაჩენილი ტყუპების დაბადების თარიღად, სააქტო ჩანაწერში ერთი კალენდარული დღე დაფიქსირდება.
2015-07-08
მძიმედ დაავადებულ პატიმრებს კომისია არ ათავისუფლებს
მსჯავრდებული ინგა წულაძე მეხუთე წელია, სასჯელაღსრულების №5 დაწესებულებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ინგა წულაძის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, თამარ ავალიანი იცავს. 
2015-07-03
წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღე
26 ივნისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დისკუსია გამართა. შეხვედრაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა სხვადასხვა კუთხით განიხილეს და იმ გამოწვევებსა და წინ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომლებიც საპატიმროების პრობლემებსა და რეაბილიტაციის საკითხებს ასახავს.
2015-06-29
თაღლითობის მსხვერპლი პენსიონერი დახმარებას ითხოვს
„პენსიონერი და სოციალურად დაუცველი ვარ, ყოველდღე მეშინია, რომ გამოგვასახლებენ და ქუჩაში დავრჩებით. არ ვიცი სიბერე სად გავატარო. შვილითა და ორი მცირეწლოვანი შვილიშვილით გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობ“,- განაცხადა ჟუჟუნა ჯობაძემ.
2015-06-29
ცხოვრების წესად ქცეული ძალადობა
„ყოველ დილით ცოლი უნდა ცემო, თუ გინდა შენს ჭკუაზე გყავდეს - ეს ჩემი მეუღლის დევიზია, რომელსაც წლების განმავლობაში არაჩვეულებრივად ასრულებდა და ამის გამო ბედნიერი იყო“, - ამ განცხადებას humanrights.ge- სთან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალბატონი აკეთებს. 
2015-06-08
პატიმარი ქალების ჯანდაცვის პრობლემები
პატიმართა გეგმიური ოპერაციების ელექტრონული რიგი, სამედიცინო გამოკვლევები, პოსტოპერაციული მკურნალობა, არაეფექტური მედიკამენტების მიწოდება, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აფთიაქის არარსებობა - ეს იმ პრობლემათა მოკლე ჩამონათვალია, რაზეც ქალთა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრები საუბრობენ. 

2015-06-08
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, როგორც სასჯელი
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე არასაპატიმრო სასჯელის ფორმად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებამ იმატა. ოფიციალური მონაცემებით, 2012 წელს ამ ტიპის სასჯელი გამოიყენეს 72 შემთხვევაში, 2013 წელს - 260 შემთხვევაში, 2014 წელს - 272, ხოლო 2015 წელს უკვე 332 შემთხვევაა აღრიცხული.
2015-06-05
მერიამ სოციალურად დაუცველი ოჯახი 10 000 ლარით დააჯარიმა
3 ივნისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლებმა, თბილისის მერიის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახის 10 000 ლარით დაჯარიმების ფაქტზე, პრესკონფერენცია გამართეს. 

[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC