მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2010-11-30
სპეცოპერაცია „ენვერის“ შედეგად დაკავებულების საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნება
2010-11-29
გუბერნატორის მოთხოვნით საპროტესტო აქციის მონაწილეები დააპატიმრეს
27 ნოემბერს, საღამოს, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის მაცხოვრებლებმა, თელავი-თბილისის ავტომაგისტრალთან საპროტესტო აქცია გამართეს. ასამდე ადამიანი ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიერ ელექტროენერგიის შეწყვეტას აპროტესტებდა. მოგვიანებით, აქციის რამდენიმე მონაწილემ თელავი-თბილისის ავტომაგისტრალი გადაკეტა.
2010-11-22
ხელისუფლებამ აფთიაქები დააწიოკა
2010-11-17
სახალხო დამცველი თელავის ტელევიზიის დირექტორზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტის შესწავლას ითხოვს
2010-11-16
ზუგდიდის სასამართლომ „სვანურ საქმეზე“ განაჩენი გამოიტანა
ნელი
ნავერიანს და მზევინარ ჯაფარიძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ტარიელ,
დავით და ანზორ ჯაფარიძეებს - 4-4 წლით და 6 თვით, ძებნილ ჯამბულ
ჯაფარიძეს - 6 წლით - ასეთია განაჩენი, რომელიც მოსამართლე დავით
კეკენაძემ დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვაში მხილებულ
პირებს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ჩამოურიგა. გახმაურებული დაკავების
შესახებ „პრესა.გე“ ადრე წერდა ( http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=618 ).
2010-11-15
არასრულწლოვანს დანაშაულის გამოსყიდვის შესაძლებლობა ეძლევა
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც
არასრულწლოვნების სასჯელისაგან განრიდებას გულისხმობს ძალაში 15
ნოემბრიდან შევიდა.
2010-11-15
თელავის ტელევიზიის დირექტორს თავს დაესხნენ და დაჭრეს
გუშინ, ღამით, თელავის დამოუკიდებელი ტელეკომპანია
„თანამგზავრის“ დირექტორი ენრი კობახიძე დაჭრეს. კობახიძეს წელზე
დაზიანება აქვს მიღებული. ინციდენტი თელავის რაიონის სოფელ ფშაველში
მოხდა, სადაც ის ნათესავის ქორწილში იმყოფებოდა. ენრი კობახიძის
გადმოცემით, მას თავს სპეციალური დანიშნულების რაზმის ოფიცერი გელა
ჭვრიტიძე დაესხა. კობახიძე მომხდარს სამსახურებრივ საქმიანობას
უკავშირებს. მისი თქმით, ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე ჭვრიტიძემ მას
ტელევიზიის ერთობლივი მართვა შესთავაზა, რაზედაც უარი მიიღო.
2010-11-11
10 წელი და 8 თვე - სიგარეტის, არყისა და ლუდის ქურდობისთვის
თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა
წიკლაურმა 16 წლის მალხაზ მზექალიშვილს მაღაზიიდან სიგარეტის, ლუდისა და
არყის ქურდობისთვის 10 წლითა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტების განმარტებით, მალხაზ მზექალიშვილის
ფიზიკური და გონებრივი განვითარება 11 წლის ასაკშია შეწყვეტილი,
მოსამართლემ განსასჯელისთვის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე
ადვოკატის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
2010-11-09
ვარძელაშვილს მანქანა დანით დაუსერეს
ვინ არის ის ადამიანი, ვინც ვარძელაშვილის სარგებლობაში
მყოფ ქონებას 230 ლარის ზიანი მიაყენა და ამის გამო 4 თვე პატიმრობაში
ამყოფეს? „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისში არსებული ოფიციალურ
დოკუმენტებში მითითებულია, რომ ამ პიროვნებამ ქალაქის ცენტრში,
დღისით-მზისით, გუბერნატორის მანქანის „კაპოტი“ დანით დასერა.
გავრცელებული ცნობით, ეს პიროვნება ვარძელაშვილის მისამართით იწევდა და
თან იგინებოდა...
2010-11-08
,, უფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელის,, განცხადება ,,მსჯავრდებული დაზარალებულების,, შესახებ
სამხრეთ კავკასიური ქსელის უფლებადამცველი ორგანიზაციები
წუხილს გამოთქვამენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის 28
სექტემბერს გამოტანილ განაჩენზე, რომლის მიხედვითაც 4 ახალგაზრდას მიესაჯა 3
წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ქმედებისათვის, რაც არ დადგენილა
სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ამავე დროს, საქმეში არსებობდა
შემამსუბუქებელი გარემოებები. ეს სასჯელი განსაკუთრებით მკაცრია თუნდაც იმ
სასჯელებთან შედარებით, რაც წინა წლებში შეეფარდათ ძალოვანი სტრუქტურების
წარმომადგენლებს ქმედებებისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანების
სიცოცხლის ხელყოფა. მაგალითისათვის, 2006 წელს 19 წლის ბუტა რობაქიძის
მკვლელობის გამო, პოლიციელს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და
სანდრო გირგვლიანის მკვლელებს 4 წელიც კი არ გაუტარებიათ ციხეში. ისინი
პრეზიდენტმა 2009 წელს შეიწყალა.
2010-11-04
„საიდან აღმოჩნდა ჩემი შვილი ოჯახიდან მალაიზიაში ორი ჩანთა ნარკოტიკით?!“ - უკვირს ბაბუცა გორდაძის დედას
მალაიზიაში ნარკოტიკების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ ორ ქართველ ქალბატონს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ამ ნარკოდანაშაულის შესაძლო მთავარი გმირი კი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც სამართალდამცავებმა მასზე ეჭვი აიღეს. ადამიანს, რომელმაც ორი ქართველი ქალბატონი თურქეთში ჯინსების მაღაზიაში სამუშაოდ წაიყვანა, ამ დრომდე ვერ მიაგნეს.
2010-11-02
ხელისუფლება გალოგრეების გავლენიანი ბათუმური კლანის წინააღმდეგ ილაშქრებს
ბათუმელები რუსლან გალოგრეს დაკავებას ხელისუფლების მიერ გალოგრეების ოჯახისთვის იმ სასტუმროს ჩამორთმევის სურვილს უკავშირებენ, რომელიც ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში რუსლანის ძმამ - საქართველო-თურქეთის საბაჟოს ყოფილმა უფროსმა, რამდენიმე წლის წინ გარდაცვილმა ოლეგ გალოგრემ ააშენა.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას