22:35, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2009-09-30
პატიმარი სიკვდილს ევროსასამართლოს ჩარევით გადაურჩა
რუსთავის მე-6 საპყრობილიდან პატიმარი მამუკა ნინუა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, უმძიმესი მდგომარეობით, რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. მას ქრონიკული კოლიტი, ფსიქოპატია და C ჰეპატიტი დაუდგინდა. პატიმარი სიკვდილს ადვოკატის  ძალისხმევითა და ევროსასამართლოს ჩარევით გადაურჩა. ამ უკანასკნელმა საქართველოს მთავრობას მოთხოვნა დაუყენა - საფუძვლიანად შეისწავლოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა  და მას სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს.

2009-09-29
ქართული მართლმსაჯულების ლაბირინთები
2009 წლის 18 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქე ორესტ ბოხონკოს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბოხონკო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გასული წლის 27 სექტემბერს აიყვანეს. მისი დაკავებისა და ნივთმტკიცების მოპოვების დროს სამართალდამცავებმა უხეშად დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული ადამიანის უფლებები.

2009-09-28
„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ (FIDH) საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტზე ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტი, რასაც აქამდე მხოლოდ ადგილობრივი უფლებადამცავი ორგანიზაციები აღიარებდნენ, უკვე საერთაშორისო ორგანიზაციამაც აღიარა. „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ (FIDH) აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც ცალსახადაა აღნიშნული: - საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ.

2009-09-25
მოსამართლე - კეთილი ღიმილითა და მრუდე ხელებით
ქართულ სასამართლოში ყველაფერი ხდება. უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი  ხელისუფლების ამ შტოში შესაძლოა, ყველაზე დიდ უსამართლობას წააწყდეს.

2009-09-24
კლინტონმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონებთან დაკავშირებით მოთმინებისკენ მოუწოდა
ვაშინგტონი - სახელმწიფო მდივანმა ჰილარი როდამ კლინტონმა საქართველოს მოუწოდა, გამოიჩინოს სტრატეგიული მოთმინება თავისი ორი სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემებისა და რუსეთის მიერ ამ ორი რეგიონის ოკუპაციის საკითხის გადაწყვეტისას.
2009-09-16
მიწა და სამართალი
გოდერძი გორდეზიანს საკუთარი მიწის ნაკვეთი ისე ჩამოართვეს, რომ მან ამის შესახებ ყველაზე ბოლოს შეიტყო, ისიც მაშინ, როცა საჯარო რეესტრიდან ამის მაუწყებელი ცნობა მიიღო. მას შემდეგ უშედეგოდ ცდილობს, წართმეული ქონება სასამართლოს დახმარებით დაიბრუნოს. გორდეზიანისთვის ჩამორთმეული და სახელმწიფო მფლობელობაში გადასული მიწა კი ბოდბის დედათა მონასტერს გადაეცა. და მიწის ერთსა და იმავე ფართობთან მიმართებაში დღეს არსებობს ორი სიმართლე: გორდეზიანის, რომელიც მიიჩნევს, რომ მას მიწის ნაკვეთი კანონდარღვევით ჩამოართვეს, და მონასტრის, რომელსაც უკვე სახელმწიფო მფლობელობაში გადასული მიწა გადასცეს .

2009-09-15
ვახტანგ მაისაიას საქმე და ჯაშუშების სია [ვიდეო]
ერთ-ერთი უკანასკნელი ინფორმაცია, რომელიც თბილისის მე-8 საპყრობილეში მყოფი ვახტანგ მაისაიასგან ადამიანის უფლებების დამცველებმა და ადვოკატებმა გამოიტანეს, მეტად სკანდალური გახლავთ. მაისაიამ მათთან საუბარში თქვა, რომ სამართალდამცავები არაოფიციალურ დაკითხვებზე ცნობილი პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებენ. პატიმრობაში მყოფმა პოლიტოლოგმა ჩვენს საგამოძიებო ჯგუფს გამოუგზავნა რვეული, რომელშიც გვაუწყებს ამ ადამიანების სახელებს. იმ 20 პირიდან, რომელთა სამშობლოს ღალატში დადანაშაულებას მოითხოვენ მისგან, ბევრი მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელია, ზოგი კი - საზოგადოებისთვის ცნობილი პოლიტოლოგი თუ სამხედრო ექსპერტი.

2009-09-08
ვის ეკუთვნის სამართალი?
„სამართალი ხალხს ეკუთვნის!“ - ეს განცხადება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ამ რამდენიმე დღის წინ, ზუსტად იმ დროს გააკეთა, როცა მსჯავრდებული ლაშა იმედაძის ოჯახის წევრები ქუთაისის №2 საპყრობილის თანამშრომლებთან სამართალს უშედეგოდ არკვევდნენ. იმ დღეს პატიმრის ახლობლებმა ციხის უფროსის სახელზე დაწერილი განცხადების ადმინისტრაციაში დატოვება არაერთი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, მოახერხეს.

2009-09-03
ლევან გოგიჩაიშვილი-შურისძიების მსხვერპლი
ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტის ლევან გოგიჩაიშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება. სასამართლო დღეს ბრალდების მტკიცებულებებს განიხილავს... გოგიჩაიშვილის ადვოკატი და მეგობრები სასამართლოს მიკერძოებულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მისი ობიექტურობის იმედი არა აქვთ.

2009-09-02
პარლამენტმა ქონების წართმევის წესები დააკანონა
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის კუთვნილი კომპანიების „ინტერნეიშნლ ბილდინგ ქომფანისა“ და „პრიზას“ ქონებას დღეს აუქციონზე კიდევ ერთხელ გაიტანენ. ფინანსთა სამინისტრო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის აგარაკის გაყიდვასაც აუქციონის წესით გეგმავს. იმ შემთხვევაში თუ ქონება აუქციონზე გატანის შემთხვევაში ორჯერ არ გაიყიდება, ახალი კანონმდებლობით, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ქონებაზე ყადაღა მოხსნას და აღნიშნული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში მიაქციოს.

2009-09-01
„სასამართლო პროკურატურის ზეწოლის ქვეშ იმყოფება“
მოქმედი კანონმდებლობით, ბრალდებულის სასარგებლოდ, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გირაო  მხოლოდ მას შემდეგ გადაიხდება, რაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანებას გამოიტანს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოსამართლე უფლებამოსილია ნაწილობრივ ან მთლიანად დააკმაყოფილოს გამომძიებლის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ, ან საერთოდ უარი თქვას მის გამოყენებაზე და ბრალდებული გაათავისუფლოს. დადგენილი წესების მიუხედავად პროკურორმა ბრალდებულს გირაო მოსამართლის მიერ შუამდგომლობის განხილვამდე გადაახდევინა.


 

 

2009-09-01
გამოძალვის ბრალდებით დაპატიმრებული ქართველი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ოთხ-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს
არსებობს ვარაუდი რომ მისი დაპატიმრობა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიაზე ზეწოლის ნაწილი იყო.

სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC