00:16, Monday, 14.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2013-09-30
დაკავებულები არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ
2013 წლის 13 სექტემბერს, მოქალაქე იუსუფ ლაკაევი და მისი თანმხლები 
პირები _ ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნტარაძე დააკავეს. ლაკაევს ბრალი საქართველოს სსკ-ის 3531 და მე-2 ნაწილებით ედება, რაც პოლიციაზე ან ხელისუფლებაზე თავდასხმასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. წულუკიძესა და ბახუნტარაძეს კი - საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვთ ბრალი წაყენებული, რაც პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. 
2013-09-26
საქველმოქმედო ორგანიზაცია ორი ათასი ლარით დაჯარიმდა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცესკოს განცხადებით მიმართა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) მოთხოვნათა დარღვევის შესახებ. განცხადების ავტორის აზრით, 2013 წლის 4 აგვისტოს გურიის რეგიონში გამართულ საქველმოქმედო აქციაზე ადგილი ჰქონდა საქველმოქმედო ორგანიზაციის მხრიდან პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ აგიტაციის გაწევას, რაც პარტიასთან ერთად საქველმოქმედო აქციის ორგანიზებაში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან პარტიის ოფისში მისი მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებაში გამოიხატა.
2013-09-25
თბილისის საქალაქო სასამართლოში ადეიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელისა და ამავე საქმეში ბრალდებული კიდევ 12 პირის  სასამართლო პროცესის არსებითი განხილვა დაიწყო. 
2013-09-23
ბაჩო ახალაიას საქმეს ახალი პროკურორი განიხილავს
საქალაქო სასამართლოში  ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის მესამე  საქმის  განხილვა   გრძელდება. 19  სექტემბერს  გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურორი რევაზ ნადოი კვლავ არ გამოცხადებულა, რის მიზეზადაც  მისი ავადმყოფობა დასახელდა.  რევაზ ნადოის ნაცვლად   საქმე პროკურორმა ია  დარჯანიამ გადაიბარა. 
2013-09-17
ბათუმში სროლის ინციდენტის დროს დაკავებულ სამ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამ პირს ფირუზ წულუკიძეს, თემურ ბახუნტარაძეს და რუსეთის მოქალაქეს იუსუფ ლაკაევს, რომლებიც ბათუმში მომხდარი სროლის ინციდენტის შემდეგ დააკავეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 
2013-09-13
ციხის ბუნტის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ბაჩო ახალაია დაიკითხა
საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მესამე სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. 10 სექტემბერს  ბრალდებული ახალაია 2006 წელს მომხდარი ციხის ბუნტის საქმეზე დაიკითხა. იგი ამ პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.
2013-09-13
ცესკოში ექვსი საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე დარეგისტრირებულია
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის  ექვსი საპრეზიდენტო  კანდიდატია რეგისტრირებული. პრეზიდენტობის  მსურველი  სხვა  კანდიდატების რეგისტრაციის  საკითხი  ამჟამად  განხილივის  პროცესშია. გადაწყვეტილების მიღების  კანონით  გათვალიწინებული  ვადა  27 სექტემბერს იწურება.
2013-09-11
ქარელის გამგებლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი, სამსახურიდან გათავისუფლების გამო, სასამართლოს მიმართავს
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი სასამართლოს მიმართავს. აღნიშნულის შესახებ ემიკო ფეიქრიშვილმა 9 სეტემბერს გორში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გამართულ  პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
2013-09-10
"კანონი უნდა გახდეს ჰუმანური" - საპროტესტო აქცია პარლამენტთან
გასულ კვირას, საქართველოს პარლამენტის წინ საპროტსტო აქცია გაიმართა. მონაწილეები ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლების გადახედვას მოითხოვდნენ. 
2013-09-02
დეპუტატის თანაშემწის თქმით, დეპუტატმა მოქალაქეს სცემა
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის ყოფილი თანაშემწე სოფო კობალაძე ამბობს, რომ ვასაძემ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კობალაძე ამბობს, რომ ის თავად გახდა ინციდენტის თვითმხილველი. 
2013-09-02
ქუთაისის მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლება საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო
ქუთაისის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედაგად დაწყებული დავა მერიის ახალ ადმინისტრაციასა და თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირთა  შორის სასამართლოში გრძელდება. მიმდინარე წლის 22 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერიიდან გათავისუფლებული  თანამშრომლების, მათ შორის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კონტროლის განყოფილების ყოფილი უფროსის კობა გაბიანის სარჩელი დააკმაყოფილა და მათი თანამდებობაზე დანიშვნა მოითხოვა. 
2013-09-02
,,სამართლიანობის აღდგენის იმედს არ ვკარგავ” - თეიმურაზ მექვაბიძე
თეიმურაზ მექვაბიძე, რომელსაც საგადასახადო უწყებაში 13 წლიანი მუშაობის სტაჟი აქვს სამსახურიდან 2009 წელს მოულოდნელად გაათავისუფლეს. გათავისუფლებამდე  ერთი კვირით ადრე მას თათბირზე გორის საგადასახადო ინპექციის უფროსმა მადლობა გამოუცხადა და პრემიაც გადასცა სანიმუშო მუშაობისთვის. თუმცა რამდენიმე კვირაში იგებს, რომ გასათავისუფლებელ თანამშრომელთა სიაშია, რომელიც ლევან წითელაშვილმა ზემდგომებს წარუდგინა. 
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC