მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
დაკავებათა ახალი სერია გალის რაიონში
20 სექტემბერი, 2006
როგორც მოსალოდნელი იყო, თხილის სეზონის დაწყებასთან ერთად, გალის რაიონში გახშირდა ყაჩაღური თავდასხმები, მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის აწიოკება. მარტო მიმდინარე კვირას, ზედიზედ რამდენჯერმე შევიდა ე.წ. აფხაზური მილიციის ქვედანაყოფები დაბალი ზონის სხვადასხვა სოფელში.
პატიმრები მოქალაქეებს ციხიდან აყაჩაღებენ
19 სექტემბერი, 2006
პატიმრებმა მოქალაქეების დაყაჩაღების ახალ საშუალებას მიაგნეს: ისინი საკნიდან დანაშაულის ჩადენას მობილური ტელეფონის საშუალებით ახერხებენ და თაღლითობით მოქალაქეებს საკუთარ მობილურ ტელეფონებზე ანგარიშს ავსებინებენ. აღნიშნული პროცედურა კი შემდეგნაირად მიმდინარეობს:
პოლკოვნიკს ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდეს
13 სექტემბერი, 2006
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნანა ჩალათაშვილმა, საზღვრის დაცვის #6 რეგიონული სამმართველოს ყოფილ უფროსს, ბესიკ ზურაბიშვილს ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. დაპატიმრებულის ადვოკატი ნინო აგაბეკოვა რაიონული სასამართლოს განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს, კახეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები კი ზურაბიშვილის დაპატიმრებას ახირებას უწოდებენ.
ფინანსურმა პოლიციამ მოქალაქე ჩხრეკის ოქმის გარეშე დააკავა
8 სექტემბერი, 2006
„მაჩვენეთ ჩხრეკის ოქმი, მეტს არაფერის ვითხოვ”, – ეუბნებოდა ფინანსური პოლიციის მუშაკებს 53 წლის დაკავებული თამაზ ელბაქიძე, რომელსაც შიდა ქართლის ფინანსური პოლიცია კონტრაბანდული სიგარეტის გადაზიდვაში ედავება. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ზაზა რამიშვილმა არ გაითვალისწინა დაკავებულისა და მისი ადვოკატის თამარ თედლიაშვილი მოთხოვნა და დაკავებულს ისე შეუფარდა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა, რომ მოსამართლესაც თვალით არ უნახავს ჩხრეკისა და დაკავების ოქმი.
კვიციანის დასაჭერად ჩატარებულ სპეცოპერაციისას ოჯახი დაზარალდა
6 სექტემბერი, 2006
3 აგვისტოს ღამის 4 საათზე, ხულოს რაიონის სოფელ უჩხოში, გივრაძეების ოჯახში, სამართალდამცავები ემზარ კვიციანს, ცეცხლსასროლ იარაღსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს ეძებდნენ. ჩხრეკისას სპეცრაზმელებმა ოჯახს გარკვეული ზიანიც მიაყენეს. სპეცოპერაციით შეშინებული ოჯახის წევრები ოპერაციის დეტალებს იხსენებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოსამართლეებს იუსტიციის საბჭოში უჩივის
17 აგვისტო, 2006
ა/ო “ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი”, რომელიც ადამიანურ განზომილებათა ოფისი - ეუთოს მისია საქართველოს მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში, კახეთში, სასამართლო მონიტორინგს ახორციელებს, თელავის, ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონული სასამართლოების მოსამართლეებს, იუსტიციის საბჭოში უჩივის და საჯარო ინფორმაციის გაუცემლობისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დამცირებისათვის რეაგირებას ითხოვს.
თბილისში ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების ფონდი გაიხსნა
11 აგვისტო, 2006
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო „სენი“ - ტრეფიკინგი კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს, საქართველოში დღემდე არ არსებობდა პროგრამა შესახებ კანონი მხოლოდ 2006 წლის 1 ივნისს მიიღო. მის მიხედვით, წელს საქართველოში პირველად გაიხსნა „ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელწიფო ფონდი“.
კონფლიქტურ ტერიტორიაზე კრიმინალთა თარეში გრძელდება
10 აგვისტო, 2006
7 ივლისს გალის რაიონის სოფ. რეფში ტყის მასივში საკმაოდ დიდხანს ისმოდა სროლის ხმა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მოკლულია ქართველი ეროვნების მანუჩარ ფანცულაია, მცხოვრები გალის რაიონ სოფ. ბარღებში, დაბადებული 1981 წელს.
წელიწადნახევარში გარდაცვლილია 80 პატიმარი
8 აგვისტო, 2006
სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა გარდაცვალების შემთხვევები თითქმის ყოველ კვირა ხდება. წელიწადნახევარში 80 პატიმრის გარდაცვალება, არცთუ ისე სახარბიელო სტატისტიკაა. ამის გამო საერთაშორისო ორგანიზაციები იუსტიციის სამინისტროს ხშირად აკრიტიკებენ.
საკადრო ცვლილებები, დიქტატურა და დაჭერების სერია გურჯაანში
4 აგვისტო, 2006
გურჯაანში აქტიურად მიმდინარეობს საკადრო ცვლილებები, რომელსაც თან საჯარო მოხელეების მასობრივი დაკავება დაპატიმრებაც ახლავს. რეგიონში მოქმედი უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებაში თანამშრომლებისადმი ხელმძღვანელების დიქტატორულ დამოკიდებულებას აპროტესტებენ.
შემოდგომაზე პარლამენტი ექსტრემიზმის კანონპროექტის მიღებას გეგმავს
3 აგვისტო, 2006
პარლამენტის იურიდიული კომიტეტი სექტემბრისთვის პოლიტიკურ ექსტრემიზმთან დაკავშირებით სს კოდექსში ცვლიებების შეტანას აპირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ტელეფონზე თუ ღიად ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს გააკეთებს, შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდეს.
ოს ტერორისტებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
31 ივლისი, 2006
გორის რაიონულ სასამართლოში 2005 წლის 1 თებერვლის გორის ტერაქტის ორგანიზატორთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დასრულდა. ზარ-ზეიმით გახსნილი საქმის დასრულებას ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილთა უვადო პატიმრობის მისჯა მოჰყვა.
რა კავშირია გიორგი სანაიასა და ვეფხია მარგოშვილის მკვლელობებს შორის
26 ივლისი, 2006
ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობას თავიდანვე პანკისის ხეობაში არსებულ მძიმე კრიმინალურ ვითარებას და იმ ვიდეოკასეტას უკავშირებდნენ, რაზედაც შს და უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსნები ნარკობარონებთან ერთად იყვნენ აღბეჭდილნი. ამ ვერსიას ვეფხია მარგოშვილის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ და მოსალოდნელ საფრთხეზეც საუბრობენ.
შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია დაარბიეს
25 ივლისი, 2006
ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გურჯაანის სერვის ცენტრის შენობის წინ შეკრებილი მოქალაქეები ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებმა დაარბიეს. გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილემ მალხაზ ღუბეჯაშვილმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე სოსო ზარდიაშვილი კიბეებზე დააგორა. შეხლა-შემოხლის დროს დაზარალდა რეგიონული გაზეთის კორესპონდენტი მაია მამულაშვილიც.
"პრეზიდენტი ბრძოლის ველიდან გაქცეული სარდალია"
21 ივლისი, 2006
3 წელია, მარიამ საყვარელიძე რევოლუციის ღამეს მომხდარი უბედური შემთხვევის გამოძიებას და მისი შვილის მკვლელის დასჯას ითხოვს. შსს-მ აღნიშნული საქმე გაუხსნელად 2-ჯერ დახურა. გარდაცვლილის დედა პრეზიდენტთან 3-ჯერ შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ის ბრძოლის ველიდან გაქცეული სარდალია.
იურისტები არასრულწლოვანის 10 წლიან პატიმრობას აპროტესტებენ
17 ივლისი, 2006
სასამართლომ 14 წლის არასრულწლოვან გიორგი ზერეკიძეს ამა წლის 30 ივნისს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საქმის გამოძიება არასრულფასოვნად ჩატარდა და სასამართლომ მას არასწორი კვალიფიკაცია მისცა.
ფინანსურ პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ
14 ივლისი, 2006
ფინანსური პოლიციის მიერ დაკავებული სოსო მურადაშვილის ნათესავები ფინანსური პოლიციას კანონის დარღვევაში ადანშაულებენ და ამბობენ, რომ პოლიციელებმა 22 წლის მურადაშვილს 9 ყუთი სიგარეტი ავტომანქანაში ჩაუდეს.
მოკლულის მამას დანაშაულის ჩადენას აიძულებენ?
14 ივლისი, 2006
კახეთის საოლქო პროკურატურისა და სიღნაღის პოლიციის გამომძიებელთა შეთანხმებულმა მუშაობამ, სასურველი შედეგი გამოიღო. 19 წლის ზვიად ბაღაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნოდარ აბულაშვილი მალე შესაძლოა პოლიციის უფროსი გახდეს.
სამართლიანობის მოთხოვნისათვის ადვოკატებს აპატიმრებენ
13 ივლისი, 2006
ადვოკატები და ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ადვოკატთა შევიწროებასა და დევნაზე ალაპარაკდნენ და არაკონსტიტუციური კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვენ.
საქართველოდან მოპარულ ავტომანქანებს სომხეთში აკანონებენ
6 ივლისი, 2006
5 წელია საქართველოს მოქალაქე ალბერტ კაკაბლიშვილი სომხეთის ძალოვან უწყებებს საკუთარი ავტომანქანის დაბრუნებას სთხოვს, თუმცა უშედეგოდ. მოპარული მანქანის პატრონოსთვის გადაცემის მოთხოვნით, სომხეთის პროკურატურასა და შსს-ს ქართველმა კოლეგებმაც მიმართეს, მაგრამ ისინი საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე უარს აცხადებენ.