მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ამერიკელობა - დაუსჯელობის გარანტი
24 მაისი, 2007
2007 წლის 7 დეკემბერს გორი - თბილისის მაგისტრალზე, სოფელ აღაიანთან ამერიკელი ინჟინერი ჩარლზ თრიუსელდი საკუთარი ავტომობილით მოქალაქე მამუკა გობეჯიშვილს დაეჯახა. ავტოავარიის შედეგად, გობეჯიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ამერიკის მოქალაქე, ქართველ სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ. ის ამჟამად საკუთარ ქვეყანაში იმყოფება. საქმე ბრალის არარსებობის მოტივით შეწყდა, თუმცა, ამერიკელმა საქართველო მანამდე დატოვა, ვიდრე საქმის შეწყვეტის შესახებ პროკურატურა დადგენილებას გამოიტანდა. გარდაცვლილის ახლობლები დღემდე ჩივიან და დამნაშავის დასჯას ითხოვენ.
სტუდენტები საკრედიტო კავშირს უფლებების შელახვაში ადანაშაულებენ
17 მაისი, 2007
გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემიის სტუდენტები საკრედიტო კავშირის წინააღმდეგ გამოდიან. მცირე აკადემიის თვითმმართველობის წევრები იმ სტუდენტთა უფლებების დაცვას ითხოვენ, რომლებიც საკრედიტო კავშირში გაწევრიანდნენ. გაწევრიანების მიზეზი სახარბიელო ჩანდა, საკრედიტო კავშირი წევრებს სწავლის საფასურის დასაფარად ერთ პროცენტიან სესხს სთავაზობდა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელს 7 წელი მიუსაჯეს
11 მაისი, 2007
თელავის რაიონულმა სასამართლომ, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ბესიკ მრელაშვილი, რომელსაც პროკურატურა ავტოავარიის შედეგად 20 წლის გიგა ჩარბაძის მკვლელობაში ადანაშაულებდა, დამნაშავედ სცნო. მოსამართლე მარიკა ცერცვაძემ მრელაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და დარბაზშივე დააპატიმრა. განსასჯელის ადვოკატი, რომელსაც მრელაშვილის დაცვის საშუალება წაართვეს, სასამართლოს არაობიექტურობაში ადანაშაულებს.
გორელი სამართალდამცავების წყალობით გონებაშეზღუდული ახალგაზრდები ციხეში სხედან
10 მაისი, 2007
არჩილ სურამელი და მისი ახლო ნათესავი ზურაბ ჯანეზაშვილი გორელმა სამართალდამცავებმა 3 მარტს ქურდობის ბრალდებით დააკავეს. არჩილ სურამელი „გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობით, მსუბუქი დებილობის დონეზე ქცევის პათოლოგიით“ არის დაავადებული, ხოლო ზურაბ ჯანეზაშვილს „ტვინის დაზიანებით და დისფუზიით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა ორგანული ჰალუცინოზით“ აღენიშნება.
საქართველოს მოქალაქე ამერიკის მთავრობას უჩივის
10 მაისი, 2007
ახმეტაში მცხოვრებ 69 წლის ომარ ბაჩიაშვილსა და ამერიკის მთავრობას შორის დავა 8 წელია გრძელდება. ბაჩიაშვილი ამერიკის მთავრობისგან 9 000 დოლარს ითხოვდა, რომელიც მისი მტკიცებით მამამისს პენსიის სახით ეკუთვნოდა. მართალია მან ამ თანხის ნაწილი მიიღო, თუმცა მიღებული თანხის ნაწილს უკან სთხოვენ. საქართველოს მოქალაქე დავის გაგრძელებას აშშ-ში აპირებს.
შვილმკვდარ დედას მკვლელის ახლობლები ავიწროვებენ
7 მაისი, 2007
2002 წელს ბაღდათის რაიონში მოკლული, 23 წლის რეზიკო კახიანის დედა შვილის მკვლელობის შემდეგ მუდმივ დევნასა და შევიწროებას განიცდის. ამის მიზეზი კი, როგორც ირკვევა, მხოლოდ ისაა, რომ უკვე ხუთი წელია იგი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დავით მიქაბერიძის (მეტსახელად „ძროხას“) საკადრის დასჯას ითხოვს.
საწოლის ქურდობაში ეჭვმიტანილი გასამართლებას ითხოვს
3 მაისი, 2007
წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში ქურასპედიანების ოჯახს ყველა იცნობს. მათ პატიოსნებასა და ხელმოკლე ცხოვრების პირობებზე იქ დღეს ყველა დაუზარებლად საუბრობს. აფხაზეთიდან დევნილები მიმდინარე წლის 12 თებერვალს მოულოდნელ გაუგებრობაში აღმოჩნდნენ. შინ პოლიციელების ათკაციანი ჯგუფი ესტუმრა, მათი ვიზიტი ოჯახის დიასახლისის დაპატიმრებით დასრულდა.
ტურისტული ცენტრის დირექტორზე შანტაჟი ხორციელდება
1 მაისი, 2007
გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის ტურიზმის რეგიონული ცენტრის „ტონთიოს“ დირექტორი მიხეილ ცერცვაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ განცხადებას აკეთებს. ცერცვაძის თქმით, მას გორის მუნიციპალიტეტის იურისტი და სხვადასხვა თანამშრომლები უკავშირდებიან და ტურისტული ცენტრის „ტონთიოს“ შენობის დატოვებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით ემუქრებიან.