მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
პატიმარი დევნილები დახმარებას ვერ იღებენ
24 ოქტომბერი, 2008
დაახლოებით ოთხი თვის წინ ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარ დევნილებს ერთი მარტივი შეკითხვა დაუსვეს. შეკითხვა 14 ლარიან სახელმწიფო დახმარებას ეხებოდა, რომელსაც საქართველოში დარეგისტრირებული ყველა დევნილი (პატიმარიც და არაპატიმარიც) ერთნაირად იღებს. თანხა პატიმართა ანგარიშზე, ამ შეკითხვის დასმის შემდეგ აღარ დარიცხულა.
ციხეში გაუსაძლისი პირობების გამო ტუბერკულოზით დაავადებული პატიმარი გარდაიცვალა
24 ოქტომბერი, 2008
პატიმარი ილია თარაშვილი ციხის საავადმყოფოში შესაბამისი დახმარების გარეშე გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ილია თარაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის გამო ოჯახის წევრები და ადვოკატები საქმის გადავადებას ითხოვდნენ, სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და მას 8 წელი და 7 თვე მიუსაჯა.
პროკურატურის „მე ასე მინდა“
20 ოქტომბერი, 2008
„სამართლადმაცავი სისტემა დამყარებულია პრინციპზე „მე ასე მგონია“, „მე ასე მინდა“. პროკურატურას პოზიციების დათმობა არ სურს. ეს არის ქვეყანაში ზოგადად არსებული ტენდენცია“ - ამბობს ადვოკატი რაულ გამისონია. როგორც თავად აღნიშნავს, ამის ფიქრის საფუძველს ის საქმე აძლევს, რომელშიც ის ბრალდებულის მხარეს წარმოადგენს. პროკურატურას ადვოკატის დაცვის ქვეშ მყოფი ნიკა კანთელაძის წინააღმდეგ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება გააჩნია და ისიც საეჭვო, რაც ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ყველა დანარჩენი მტკიცებულება მის უდანაშაულობაზე მეტყველებს.
პარლამენტარი აბულაშვილი "ახლების" წარმომადგენლის დაკავებასთან კავშირს უარყოფს
16 ოქტომბერი, 2008
რუსმა სამხედროებმა გალის დაბალი ზონის მილიციის უფროსი დაჭრეს
16 ოქტომბერი, 2008
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
16 ოქტომბერი, 2008
სოფელ ბოლოკიანის მოსახლეობა საქონლის ქურდების ლინჩის წესით გასამართლებით იმუქრება
15 ოქტომბერი, 2008
კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები დეპუტატ აბულაშვილის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას მოითხოვენ
15 ოქტომბერი, 2008
უკრაინის მოქალაქე ქართველ პოლიციელებს წამებაში ადანაშაულებს
13 ოქტომბერი, 2008
კიეველი ორესტ ბოხონკო სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. უკრაინის მოქალაქე ქართველმა პოლიციელებმა 27 აგვისტოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. იგი დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაშია ბრალდებული. სამხარეო პოლიციის თანამშრომლების მტკიცებით ნარკოტიკი „მეტადონი“ ბოხონკოს ანალური ხვრელიდან ამოიღეს. უკრაინის მოქალაქე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მისი ადვოკატი, შორენა კალანდია კი იმ კანონდარღვევებზე საუბრობს, რომელიც ბრალდებულის დაკავებას ახლდა.
გორის რაიონის დეოკუპირებულ სოფლებში გამნაღმველთა ჯგუფი მუშაობს
9 ოქტომბერი, 2008
მარტოხელა დედა ჯარისკაცს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს
9 ოქტომბერი, 2008
ახალციხეში მცხოვრებ მარტოხელა, ორი მცირეწლოვანი შვილის დედის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. მოძალადე ჯარისკაცია. 23 სექტემბერს, გაუპატიურების მცდელობაზე 28 წლის ქალბატონმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონულ სამმართველოს განცხადება თავად მიუტანა.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილებას 15 ოქტომბერს გამოაცხადებს
8 ოქტომბერი, 2008
საპატრულო პოლიციამ გურჯაანის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე დააკავა
6 ოქტომბერი, 2008
მოკლული ჯარისკაცის ოჯახი დაზარალებულად არ ცნეს
6 ოქტომბერი, 2008
ადვოკატს კი საქმეში არ რთავენ სპეცრაზმის მიერ მოკლული 23-ე ბატალიონის ჯარისკაცის, როინ შავაძის ოჯახი დაზარალებულად არ ცნეს. ხოლო გარდაცვლილის ადვოკატს გამოძიებაში არ რთავენ.
ბუნტი თუ პანიკა - რისთვის სჯიან ზუგდიდის ციხის პატიმრებს?!
6 ოქტომბერი, 2008
ზუგდიდის #4 საპყრობილის 8 პატიმარს ციხის ადმინისტრაციაზე თავდასხმისა და დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო ტუსაღობის გახანგრძლივება ელოდება. რამდენიმე პატიმარს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა, ნაწილს კი 30 სექტემბერს ბრალი საპყრობილეშივე წაუყენეს. საქმე 2008 წლის 11 აგვისტოს ინციდენტს ეხება, რომლის დროსაც პატიმრებთან ერთად ბადრაგიც დაშავდა. ერთიც და მეორეც, შესაძლოა, რუსული აგრესიის მსხვერპლი გამხდარიყო. ციხეში პანიკა სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. ხელისუფლებას მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ პატიმრების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია არც კი უცდია...
წართმეული საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით, პარლამენტის შენობის შესასვლელთან საპროტესტო აქციებს იწყებენ
29 სექტემბერი, 2008
არაშენდის მოსახლეობა მკვლელის სახლის გადაწვით იმუქრება
29 სექტემბერი, 2008
რას ეძებს სამეგრელოს პოლიცია და რატომ ჩხრეკენ დევნილთა ოჯახებს?!
26 სექტემბერი, 2008
8 სექტემბერს სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა "დოსააფის" შენობებში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ოჯახები გაჩხრიკეს. დაკავებულია აფხაზეთის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი მაველი საჯაია, რომლის ბინაშიც ჩხრეკის შედეგად ნაპოვნია ავტომატური იარაღის 2 მჭიდი. დევნილების განმარტებით, პოლიცია ახლომდებარე შსს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოდან გატაცებულ საბრძოლო მასალას ეძებს. შსს ეს მნიშვნელოვანი ობიექტი ცნობილი მოვლენების დროს რუს სამხედროებს ჰქონდათ დაკავებული. მოსახლეობისთვის გაუგებარია რატომ ეძებს პოლიცია დამნაშავეებს დევნილებში და არა სამმართველოს მეთაურებში, რომლებმაც ბაზა რუსების ოკუპაციამდე უმეთვალყურეოდ დატოვეს და დიდი ხნით მიიმალნენ.
ცოტნე გამსახურდია: “მოლამ რომ თავისი ტყუილი დაიჯერა - ასე მოუვიდა ამ მთავრობას”
26 სექტემბერი, 2008
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შუათანა ვაჟი, ცოტნე გამსახურდია 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდგომ პერიოდში ერთ-ერთი მათგანი იყო, ვისაც ხელისუფლება ჯაშუშობასა და შეთქმულებაში ადანაშაულებდა. ამავე ბრალდებით ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოსული ცოტნე გამსახურდია სამართალდამცავებმა ჯერ დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს.
ხონის ციხეში ადვოკატებს არ უშვებენ
23 სექტემბერი, 2008
ხონის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შექმნილ მძიმე პირობებზე პატიმრის ახლობლები და ადვოკატები უკვე მერამდენედ ალაპარაკდნენ. როგორც ირკვევა, რუსული აგრესიის პერიოდში ხონის ციხიდან პატიმრების გაქცევის ფაქტის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ციხეში ადვოკატებს აღარ უშვებენ. მიზეზი გაურკვეველია.