მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ვახანიას საქმემ მსოფლიოში ცნობილი უფლებადამცველი, სერგეი კოვალიოვი გააოგნა
30 დეკემბერი, 2009
ერთი წელი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლისათვის და სამი - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის - ასეთია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის II ნაწილითა და 236-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი, რომელიც აკადემიკოს ვლადიმერ ვახანიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე დავით კეკენაძე) მიმდინარე წლის 10 სექტემბერს მიუსაჯა. ვახანია სამართალდამცავებმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის 2009 წლის 17 მარტს დააკავეს. იგი ამჟამად ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით, ზუგდიდის მე-4 საპყრობილეში, უმძიმეს პირობებში იმყოფება.
შეზღუდული შესაძლებლობის მოზარდს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
30 დეკემბერი, 2009
14 წლის ირაკლი აბაშიძეს ბრალი ძარცვაში ედება. ბრალდების მიხედვით, დანაშაულით მიყენებული ზიანის ოდენობა 200 ლარს შეადგენს. თუმცა, დაცვის მხარის პოზიციით, საქმეში რაკლი აბაშიძის დანაშაულის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არის. სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, ირაკლი აბაშიძე შეზუდული შესაძლებლობის პირია. განსასჯელის ადვოკატები საქმის სტრასბურგში გაგზავნას აპირებენ.
ბესელიას ოჯახის წევრებს მოსამართლემ პროკურორების მიერ გამოწერილი სასჯელი მიუსაჯა
28 დეკემბერი, 2009
ბათუმის საქალაქო სასამართლომ „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას შვილსა და ძმას განაჩენი გამოუტანა. არასრულწლოვან რატი მილორავას და ვალერი კირვალიძის მიმართ სასჯელის სახედ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, ხოლო სერგო ბესელიასა და როინ ცაგარელის მიმართ – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 4000 ლარი. აღნიშნული სასჯელის სახის ოდენობა და ზომა სახელმწიფო ბრალდებამ მოითხოვა განსაჯელთა მიმართ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კიკნაძემ მოთხოვნა უცვლელად დააკმაყოფილა.
ბესელიას ოჯახის წევრებს პროკურატურამ ლმობიერი სასჯელი „უწყალობა“
23 დეკემბერი, 2009
„მე პოლიტიკური განაჩენი მოვისმინე, რომელიც პირადად სააკაშვილმა გამოაცხადა კონსტანტინე ცაცუას პირით“, - განაცხადა „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ ბათუმის სასამართლოში, სადაც 22 დეკემბერს დასრულდა მისი ძმისა და შვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო მოსმენა. სახელმწიფო ბრალდებამ განსასჯელთა ბრალდების კვალიფიკაცია შეამსუბუქა. მოსამართლე ჯემალ კიკნაძემ განაჩენის გამოცხადება 24 დეკემბერის 5 საათისთვის გადადო.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს
23 დეკემბერი, 2009
ქართლოს ღარიბაშვილის საკანში აუტანელი პირობებია
17 დეკემბერი, 2009
ჟურნალისტი პარლამენტის წევრს სასამართლოში უჩივის
17 დეკემბერი, 2009
სამხარეო პოლიცია ოსებს ძროხებს არ უბრუნებს
16 დეკემბერი, 2009
ახალგაზრდა ადვოკატ გოგონას სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
16 დეკემბერი, 2009
გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 22 წლის ადვოკატს მარიანა იველაშვილს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა. იველაშვილს გორის პროკურატურა თაღლითობაში სდებს ბრალს. მარიანა იველაშვილი საკუთარი უფლებების დასაცავად საქართველოს პრეზიდენტს, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და უფლებათადამცველებს მიმართავს.
ადვოკატთა ახალ გაერთიანებას მხარდამჭერები ქუთაისშიც შეუერთდნენ
15 დეკემბერი, 2009
ადვოკატთა ახალ გაერთიანებას - „საქართველოს ადვოკატები - დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ მხარდამჭერები ქუთაისშიც შეუერთდნენ. 12 დეკემბერს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე ადვოკატებმა თავიანთი პროფესიული საქმიანობის გარშემო არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ითქვა, რომ ადვოკატთა გაერთიანების მთავარი მიზანი ამ პროფესიის გაძლიერება იქნება. „საქართველოს ადვოკატები - დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ დამფუძნებლები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადვოკატები: დავით ასათიანი, დიმიტრი გაბუნია, მანანა კობახიძე, დავით ლანჩავა, როინ მიგრიაული, რუსუდან პიტავა, ზურაბ ტაბიძე, ირაკლი ყანდაშვილი, აკაკი ჩარგეიშვილი და სხვები.
ზაზა ხატიაშვილი: „ადვოკატთა კორპუსმა ნათია სირაძის დაკავება არ უნდა გადაყლაპოს“
15 დეკემბერი, 2009
ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ ადვოკატ ნათია სირაძის დაკავების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა იმის გამო, რომ საქმეში ახალი გარემოებები არ ფიგურირებდა, მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ საქმე განსახილველად არ მიიღო.
მანანა კობახიძე: რაიონულ სასამართლოებში ძალიან მძიმე მდგომარეობაა
14 დეკემბერი, 2009
ცხინვალის რეჟიმის მიერ დაპატიმრებული მოქალაქეები ისევ პატიმრობაში რჩებიან
14 დეკემბერი, 2009
პოლიციას არა აქვს უფლება, დამალოს ინფორმაცია ოსი პატიმრების შესახებ
14 დეკემბერი, 2009
ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომამდელ და ომის შემდეგდროინდელ ოს ტყვეებზე გამუდმებით საუბრობს და ქართული მხარისგან მათ დაბრუნებას ითხოვს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების არსებობას საქართველოს იურისდიქციაში მყოფ ციხეებში. შსს-ს მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ეთნიკურად ოსი პატიმრები, რომლებიც ქართულმა პოლიციამ დააკავა, კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულებში არიან ბრალდებულები. ნაწილს მსჯავრიც დაედო. თუმცა, მოულოდნელად გაირკვა, რომ საქმე მთლად ასე არ არის. ტირძნისიდან გატაცებული 2 მოზარდის სანაცვლოდ 5 ოსი პატიმრის გათავისუფლებით, პრაქტიკულად, დადასტურდა, რომ ქართულ ციხეებში მართლაც არსებობენ უკანონოდ დაპატიმრებული ოსი მოქალაქეები.
პოლიტპატიმრების შიმშილობის ფაქტი სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა დაადასტურა
11 დეკემბერი, 2009
სახალხო დამცველის ოფისი პატიმრების სამდღიანი შიმშილობის ფაქტს ადასტურებს. სასჯელაღსრულების, იურიდიული დახმარებისა და პრობაციის სამინისტროში კი პატიმრების შიმშილობის შესახებ ინფორმაციას ბოლო დღემდე უარყოფდნენ.
პოლიციას ოსი მოქალაქეები „გორის კაპეზეში“ უკანონოდ ჰყავდა დატყვევებული
10 დეკემბერი, 2009
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამარბერგის შუამდგომლობით გათავისუფლებული ოსი პატიმრები ცხინვალის მედიასაშუალებებთან გორის „კაპეზეში“ (წინასწარი დაკავების იზოლატორში) გატარებულ მძიმე თვეებს იხსენებენ. მათი გადმოცემით, ქართულმა პოლიციამ ისინი სრულიად უდანაშულოდ დააპატიმრა. თავად პატიმრობა კი, საარსებო პირობებისა და პოლიციის სასტიკი მოპყრობის გამო, იმდენად გაუსაძლისი იყო, გათავისუფლების კი არა, ცოცხლად გადარჩენის იმედიც აღარ ჰქონდათ.
სახალხო დამცველი კანონდამრღვევი პოლიციელების დასჯას მოითხოვს
10 დეკემბერი, 2009
სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის მტკიცებით, 2009 წლის პირველი ნაწილის ანგარიში მთლიანად მისი ომბუდსმენობის პერიოდშია შექმნილი. ამის შესახებ გიორგი ტუღუშმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის განხილვისას განაცხადა.
ადვოკატებზე ნადირობის სეზონი
10 დეკემბერი, 2009
ადვოკატების დაპატიმრებამ ტენდენციის სახე მიიღო. ნათია სირაძისა და ქართლოს ღარიბაშვილის შემდეგ პოლიციამ ადვოკატი ბესარიონ ჭოლოკავა დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ჭოლოკავა ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ჭოლოკავას ბრალად ედება საადვოკატო მომსახურების სანაცვლოდ, მოქალაქეებისთვის თაღლითურად თანხების გამოძალვა.
გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, საპატიმროებში უკვე 38 პატიმარი შიმშილობს
10 დეკემბერი, 2009
ქეთი ბექაური: ,,ქართლოს ღარიბაშვილის დაპატიმრება პროვოკაციაა“
8 დეკემბერი, 2009