კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

საქართველოს ციხეები - პატიმართა გამოსასწორებელი თუ სიცოცხლესთან გამოსამშვიდობებელი დაწესებულება?

6 ოქტომბერი, 2009
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისრტოში პატიმართა დასახმარებლად არაერთი კომისია თუ განყოფილება შეიქმნა, თუმცა მათი უფლებები მაინც ირღვევა. ფაქტია ისიც, რომ ავადმყოფ პატიმართა მკურნალობის, სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებისა და მისი დაძლევის ბრძოლის მეთოდები არაეფექტურია. სამოქმედო გეგმა, რაც სამინისტროს გააჩნია, არაადეკვატურია. საკნებში არსებული არაჰიგიენური პირობების, ცუდი კვებისა და არასწორი მკუენალობის გამო გავრცელებულია ისეთი ინფექციები, როგორიცაა ტუბერკულოზი, შიდსი C ჰეპატიტი და სხვა. „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ დახმარებისათვის არაერთხელ მიმართა მრავალმა პატიმარმა თუ მათი ოჯახის წევრმა.

„ბატონო პრეზიდენტო, რატომ მომიკლა შვილი თქვენი დაცვის წევრმა?!“

5 ოქტომბერი, 2009
წელიწადნახევრის წინ მოსკოვის პროპექტზე მომხდარი სისხლიანი ინცინდენტი, ძალიან ჰგავს შარდენ-ბარში დაწყებულ შელაპარაკებას, რომელიც 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობით დასრულდა. გირგვლიანის შემთხვევაში თუ შსს-დან დიდი თანამდებობის პირები და თავად მინისტრის მეუღლე ფიგურირებენ, 2008 წლის 11 ივნისს, მოსკოვის პროსპექტზე მომხდარი დღემდე გაუხმაურებელი ინცინდენტის მსხვერპლის - 30 წლის ვასილ ამონიშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ძმებმა ბერძენიშვილებმა მოკლეს, რომელთაგან მისივე განმარტებით, ერთი მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრია, ხოლო მეორე – პოლიციელი, ისან-სამგორის მთავარი სამმართველოს პირველი ქვეგანყოფილების თანამშრომელი.

მიწა და სამართალი

16 სექტემბერი, 2009
გოდერძი გორდეზიანს საკუთარი მიწის ნაკვეთი ისე ჩამოართვეს, რომ მან ამის შესახებ ყველაზე ბოლოს შეიტყო, ისიც მაშინ, როცა საჯარო რეესტრიდან ამის მაუწყებელი ცნობა მიიღო. მას შემდეგ უშედეგოდ ცდილობს, წართმეული ქონება სასამართლოს დახმარებით დაიბრუნოს. გორდეზიანისთვის ჩამორთმეული და სახელმწიფო მფლობელობაში გადასული მიწა კი ბოდბის დედათა მონასტერს გადაეცა. და მიწის ერთსა და იმავე ფართობთან მიმართებაში დღეს არსებობს ორი სიმართლე: გორდეზიანის, რომელიც მიიჩნევს, რომ მას მიწის ნაკვეთი კანონდარღვევით ჩამოართვეს, და მონასტრის, რომელსაც უკვე სახელმწიფო მფლობელობაში გადასული მიწა გადასცეს .

ვახტანგ მაისაიას საქმე და ჯაშუშების სია [ვიდეო]

15 სექტემბერი, 2009
ერთ-ერთი უკანასკნელი ინფორმაცია, რომელიც თბილისის მე-8 საპყრობილეში მყოფი ვახტანგ მაისაიასგან ადამიანის უფლებების დამცველებმა და ადვოკატებმა გამოიტანეს, მეტად სკანდალური გახლავთ. მაისაიამ მათთან საუბარში თქვა, რომ სამართალდამცავები არაოფიციალურ დაკითხვებზე ცნობილი პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებენ. პატიმრობაში მყოფმა პოლიტოლოგმა ჩვენს საგამოძიებო ჯგუფს გამოუგზავნა რვეული, რომელშიც გვაუწყებს ამ ადამიანების სახელებს. იმ 20 პირიდან, რომელთა სამშობლოს ღალატში დადანაშაულებას მოითხოვენ მისგან, ბევრი მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელია, ზოგი კი - საზოგადოებისთვის ცნობილი პოლიტოლოგი თუ სამხედრო ექსპერტი.