კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

ერთი თაღლითობის ისტორია, ანუ როცა სასამართლო კანონს უპირისპირდება

22 მაისი, 2009
ეს ამბავი კრიმინალურ ისტორიასაც ჰგავს, მძაფრსიუჟეტიან საექიმო სერიალსაც, ერთი თაღლითობის ისტორიასაც, აბსურდის დრამასაც... ამ უკანასკნელს ყველაზე მეტად. მასში აბსურდის კვანძი მოგვიანებით, სასამართლო დარბაზებში, შეიკვრება, წინაისტორია კი სამეცნიერო ფანტასტიკას უფრო ჰგავს. ყველაფერი ერთი დისერტაციის ისტორიით დაიწყო. თბილისელმა მეცნიერმა ყირგიზეთში მეცნიერული კვლევა ჩაატარა. იგი, ექიმ-გინეკოლოგი, ამ მუსლიმანურ ქვეყანაში მოგროვილ ემპირიულ მასალაზე სტერილიზაციის, ანუ შობადობაზე კონტროლის პრობლემას, შეისწავლიდა. ეს თითქმის ისევე ძნელი იქნებოდა, როგორც არქტიკაში ჟირაფების შობადობაზე ან მწერების მიმიკრიაზე დაკვირვება, რადგან სტერილიზაცია ქირურგიული ჩარევის შედეგად გამრავლების უნარის დაკარგვას ნიშნავს და მუსლიმანურ ქვეყნებში ადათით, რელიგიით და, მათგან გამომდინარე, კანონითაც პირდაპირ ან ირიბად იკრძალება. მეცნიერმა ემპირიული მასალა მაინც მოიპოვა, კვლევაც ჩაატარა და დისერტაციაც დაიცვა. ყირგიზეთის მთავრობასთან არსებულმა სადისერტაციო კომისიამ მას სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიანიჭა. ეს 1985 წელი იყო - ისტორიის დასაწყისი. შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა.

თავდასხმა ბურჯანაძის პარტიის წევრებზე

1 მაისი, 2009
26 აპრილს ქარელში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წევრებზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. პარტიის ქარელის კოორდინატორი ვასილ ბაქრაძე და მისი ძმა ნიკოლოზ ბაქრაძე ბახტრიონის ქუჩაზე 20:00-დან 21:00 საათამდე ავტომობილით მოძრაობდნენ. ბაქრაძეების ავტომობილს მოულოდნელად გზა ჩაუჭრა BMW-ს მარკის ჯიპმა, რის გამოც საჭესთან მყოფი ნიკოლოზ ბაქრაძე იძულებული გახდა ავტომობილი შეეჩერებინა. ჯიპიდან ორი ძლიერი აღნაგობის პირი გადმოვიდა და ბაქრაძეების ავტომობილისკენ გაემართა, ისინი ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი. როგორც ნიკოლოზ და ვასილ ბაქრაძეები ყვებიან, ერთ მათგანს სახეზე ნიღაბი ჰქონდა ჩამოფარებული.

საქმე რომელიც შესაძლოა უკრაინა საქართველოს შორის სკანდალის მიზეზი გახდეს

28 აპრილი, 2009
ყვითელი ბუშტი, პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი და მასში მოთავსებული 93,299გრამი თეთრი ფხვნილი. ეს ის საბედისწერო მასაა, რომელიც უკრაინელი მოქალაქის, ბოხონკო ორესტის დაპატიმრების შემდეგ, საქმეში ნივთმტკიცებად ინახება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნით, თეთრი ფხვნილი, მეტადონი, ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა. ყვითელ ბუშტში გახვეული მეტადონი, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ ბოხონკოს სხეულიდან, კერძოდ, მისი უკანალიდან ამოიღეს. ნივთმტკიცებულების ამოღების ფაქტს, არა თუ მოწმე, არამედ, თვით ეჭვმიტანილიც არ შესწრებია. წამებისაგან გულშეწუხებულ ეჭვმიატნილი გონს რომ მოეგო, შეკრული პარკი აჩვენეს და დასძინეს, რომ ეს მისი უკანალიდან იქნა ამოღებული.