მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
10 წელი და 8 თვე - სიგარეტის, არყისა და ლუდის ქურდობისთვის
11 ნოემბერი, 2010
თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა წიკლაურმა 16 წლის მალხაზ მზექალიშვილს მაღაზიიდან სიგარეტის, ლუდისა და არყის ქურდობისთვის 10 წლითა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტების განმარტებით, მალხაზ მზექალიშვილის ფიზიკური და გონებრივი განვითარება 11 წლის ასაკშია შეწყვეტილი, მოსამართლემ განსასჯელისთვის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე ადვოკატის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სახალხო კრების მხარდამჭერის დაკითხვა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა
11 ნოემბერი, 2010
შსს-მ „მაესტროს“ ოპერატორის ცემაში ეჭვმიტანილი დააკავა
11 ნოემბერი, 2010
ვარძელაშვილს მანქანა დანით დაუსერეს
9 ნოემბერი, 2010
ვინ არის ის ადამიანი, ვინც ვარძელაშვილის სარგებლობაში მყოფ ქონებას 230 ლარის ზიანი მიაყენა და ამის გამო 4 თვე პატიმრობაში ამყოფეს? „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისში არსებული ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებულია, რომ ამ პიროვნებამ ქალაქის ცენტრში, დღისით-მზისით, გუბერნატორის მანქანის „კაპოტი“ დანით დასერა. გავრცელებული ცნობით, ეს პიროვნება ვარძელაშვილის მისამართით იწევდა და თან იგინებოდა...
,, უფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელის,, განცხადება ,,მსჯავრდებული დაზარალებულების,, შესახებ
8 ნოემბერი, 2010
სამხრეთ კავკასიური ქსელის უფლებადამცველი ორგანიზაციები წუხილს გამოთქვამენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის 28 სექტემბერს გამოტანილ განაჩენზე, რომლის მიხედვითაც 4 ახალგაზრდას მიესაჯა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ქმედებისათვის, რაც არ დადგენილა სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ამავე დროს, საქმეში არსებობდა შემამსუბუქებელი გარემოებები. ეს სასჯელი განსაკუთრებით მკაცრია თუნდაც იმ სასჯელებთან შედარებით, რაც წინა წლებში შეეფარდათ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ქმედებებისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა. მაგალითისათვის, 2006 წელს 19 წლის ბუტა რობაქიძის მკვლელობის გამო, პოლიციელს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და სანდრო გირგვლიანის მკვლელებს 4 წელიც კი არ გაუტარებიათ ციხეში. ისინი პრეზიდენტმა 2009 წელს შეიწყალა.
„საიდან აღმოჩნდა ჩემი შვილი ოჯახიდან მალაიზიაში ორი ჩანთა ნარკოტიკით?!“ - უკვირს ბაბუცა გორდაძის დედას
4 ნოემბერი, 2010
მალაიზიაში ნარკოტიკების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ ორ ქართველ ქალბატონს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ამ ნარკოდანაშაულის შესაძლო მთავარი გმირი კი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც სამართალდამცავებმა მასზე ეჭვი აიღეს. ადამიანს, რომელმაც ორი ქართველი ქალბატონი თურქეთში ჯინსების მაღაზიაში სამუშაოდ წაიყვანა, ამ დრომდე ვერ მიაგნეს.
ხელისუფლება გალოგრეების გავლენიანი ბათუმური კლანის წინააღმდეგ ილაშქრებს
2 ნოემბერი, 2010
ბათუმელები რუსლან გალოგრეს დაკავებას ხელისუფლების მიერ გალოგრეების ოჯახისთვის იმ სასტუმროს ჩამორთმევის სურვილს უკავშირებენ, რომელიც ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში რუსლანის ძმამ - საქართველო-თურქეთის საბაჟოს ყოფილმა უფროსმა, რამდენიმე წლის წინ გარდაცვილმა ოლეგ გალოგრემ ააშენა.
„ქართული პარტიის“ ოფისის გაუჩინარებული თანამშრომლები დაკავებულები აღმოჩნდნენ
1 ნოემბერი, 2010
ევროსასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო
29 ოქტომბერი, 2010
ყველაფერი ყირამალა!
29 ოქტომბერი, 2010
ავტომატიანი კაცი „დაზარალებულია“, სოციალურად დაუცველი - „ბიზნესმენი“, პატრული-გამომძიებელი კი „საქმეს არჩევს“ ხონის რაიონული სასამართლო რამდენიმე თვეა, განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს, რომელშიც ცხრა პირია ბრალდებული. მათ ქურდული ტრადიციების მიმდევრობა, იარაღის შენახვა, ბიზნესმენზე ფულის გამოძალვა, ხულიგნობა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში სდებენ ბრალს. ხონის პოლიციამ ბრალდებულების დაკავების სპეცოპერაცია ფარული სატელეფონო საუბრების საფუძველზე განახორციელა.
სოზარ სუბარის ძმას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
28 ოქტომბერი, 2010
„ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის ძმას, ვახტანგ სუბელიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 201-ე მუხლით 28 ოქტომბერს ღამით 01:00 საათზე წაუყენეს. ეს მუხლი 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუბელიანის გარდა, დაკავებულია ნავთობპროდუქტებში მოქმედი კომპანიის, შპს „ამოს“ კიდევ რამდენიმე თანამშრომელი. მათ ბრალად ყალბი ანგარიშფაქტურების დამზადება წაუყენეს.
დამსაქმებელს დასაქმებულის უმიზეზოდ გათავისუფლების უფლება არ აქვს
28 ოქტომბერი, 2010
ფინანსური პოლიცია გესტაპოს მეთოდებით მუშაობს - 100 მოწმე შუაღამისას პოლიციაში იარაღის ძალით მიიყვანეს
28 ოქტომბერი, 2010
24 ოქტომბერს გვიან ღამით, საქართველოს ფინანსურმა პოლიციამ აჭარის 100 მოქალაქე საცხოვრებელი სახლებიდან აიყვანა. ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებმაც ბოლო 4 თვის განმავლობაში სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი სისტემატურად გადაკვეთა. პოლიცია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს და მათ მოკავშირეებს ეძებდა. საბოლოოდ, 100 მოქალაქიდან, 25 ოქტომბერს 15 დაკავებული თბილისში გადაიყვანეს.
ზაზა ჩაკვეტაძის ადვოკატი ევროსასამართლოს მიმართავს
27 ოქტომბერი, 2010
ყოფილი დეპუტატი დანაშაულს არ აღიარებს
26 ოქტომბერი, 2010
მთავარმა პროკურატურამ პარლამენტის ყოფილი წევრის ნიკოლოზ კვეზერელის საქმეზე გამოძიება დაამთავრა. საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცა. კვეზერელს ბრალი ედება კორეელი ინვესტორისათვის თაღლითური გზით ფულისა და ავტომობილის გამოძალვაში, ასევე პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაში. ყოფილ დეპუტატს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები „გააპარა“
25 ოქტომბერი, 2010
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პარლამენტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანისას რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს. საია-ს ცნობით, აღნიშნული დარღვევა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ცვლილების არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
ლილოს ბაზრობის მოვაჭრეები დაცვის თანამშრომლებს საქონლის გატაცებაში ადანაშაულებენ
25 ოქტომბერი, 2010
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ასლან აბაშიძეს საჩივარი არ დაუკმაყოფილა
22 ოქტომბერი, 2010
რა მოხდა ლილოში
22 ოქტომბერი, 2010
21 ოქტომბერს ლილოს ბაზრობის შესასვლელთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა დაახლოებით, 13:00 საათისთვის დაიწყო და თითქმის ნახევარი საათი გრძელდებოდა. უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ლიდერს, გუბაზ სანიკიძეს და ჟურნალისტებს. ნაცემია ტელეკომპანია „კავკასიის“ თანამშრომელი; დაიმტვრა ტელეკომპანია ITV-ს კამერა; დააკავეს „ფორუმის“ წევრი ზაზა ჩაკვეტაძე.
ედვარდ სურმანიძე გერმანელი ბიზნესმენის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს
20 ოქტომბერი, 2010