15:12, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2011-05-31
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას და დამნაშავეთა დასჯას
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სადამსჯელო და რეპრესიული მოქმედებებით. ბოლო დღეების განმავლობაში არნახული მასშტაბები მიიღო განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანების დაშინებამ, დევნამ, დაპატიმრებებებმა და ფიზიკურმა ანგარიშსწორებამ.

2011-05-31
საია გაუჩინარებულ პირთა ახალ სიას აქვეყნებს
30 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა იმ პირთა სიას, ვინც გაუჩინარებულებად ითვლება 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ.

2011-05-31
მურმან დუმბაძე ახლობლებმა თელავის იზოლატორში აღმოაჩინეს
რესპუბლიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე თელავის იზოლატორშია მოთავსებული. დაკავებულის ადვოკატის მარეხ მგალობლიშვილის განცხადებით, დუმბაძე სასტიკად არის ნაცემი და მთელ სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. მას 2 დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა საკვები და ხელმიუწვდომელი იყო ექიმი.

2011-05-30
სახალხო დამცველის აპარატი საპროტესო აქციებისას დაკავებულების სიას აქვეყნებს
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 26–28 მაისს მონიტორინგი განახორციელეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც განთავსებულნი არიან 2011 წლის მაისის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები.

2011-05-30
შსს-მ 26 მაისს დაკავებულთა სია გამოაქვეყნა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე 26 მაისს  დაკავებულ აქციის მონაწილეთა სია გამოაქვეყნა.

2011-05-27
განსაკუთრებული სისასტიკით დაშლილი საპროტესტო აქცია
2011 წლის 26 მაისს,00:10-ზე „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული აქცია სპეცრაზზმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაარბია. შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა 37 ადამიანი, მათ შორის 8 პოლიციელი, 1 ჟურნალისტი და 27 სამოქალაქო პირი. გარდაცვლილია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი. ამჟამად, 90-მდე ადამიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ  2 თვის ვადით. რამდენიმე მათგანზე კი აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
2011-05-27
იგორ მერაბიშვილისა და ვანო როდიონოვის შესახებ
საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავი სისხლით, ცხედრებით და ბუტაფორიული სამხედრო აღლუმით აღვნიშნეთ.
 
ასე ინება პრეზიდენტმა, რომელიც დღითიდღე ემიჯნება საკუთარ მოქალაქეებს და იკეტება სპეცრაზმით, ჯარით, ტანკებით და ავტომატებით შემოსაზღვრულ წრეში. ეს მისი ვიწრო სამყაროა, საიდანაც ხან იარაღის ჟღარუნი და კბილების ღრჭიალი გვესმის, ხან - კარის ხელოვანთა ცეკვა-თამაში და ყალბი მუსიკა.
 
2011-05-25
ოპოზიციის მხარდამჭერების მასობრივი დაკავება კახეთში
კახეთის რეგიონში ოპოზიციის 20-ზე მეტი მხარდამჭერია დაკავებული. აქედან 8 მოქალაქის ვინაობა ცნობილია. პოლიცია მათ ბოროტად დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებს.

2011-05-25
როგორ დაარბია სპეცრაზმმა ბათუმში „სახალხო კრების“ საპროტესტო აქცია
21 მაისს აჭარის ტელევიზიის წინ სპეცრაზმა „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული აქცია დაარბია. აქციის მონაწილეებს იმ ხელჯოხებით გაუსწორდნენ, რომლებიც მათი თქმით, დროშებისთვის და პლაკატებისთვის ჰქონდათ. 22 მაისის გამთენიისას, 4 საათზე კი, „სახალხო კრების“ ოფისში ნიღბიანი სპეცრაზმი შეიჭრა და რამდენიმე პიროვნება წაიყვანა.

2011-05-24
„სახალხო კრებამ“ 20 – 21 მაისს დაკავებული აქტივისტების სია გამოაქვეყნა
„სახალხო კრებამ“ 20 – 21 მაისს დაკავებული აქტივისტების სია გამოაქვეყნა. დაკავებულთა შორის არიან „სახალხო კრების“ საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის წევრები გია გურგენიშვილი, გიორგი ყაველაშვილი და გელა დიღმელაშვილი. „სახალხო კრების“ ინფორმაციით, ზოგიერთი დაკავებული აქტივისტის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC