03:18, Saturday, 23.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მართლმსაჯულება

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2012-09-21
ბაჩო ახალაია გადადგა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე.

2012-09-21
სტუდენტური აქციების შედეგი - შს მინისტრი გადადგა
უკვე სამი დღეა, ათასობით მომიტინგე, ძირითადად - სტუდენტები, გამოდიან თბილისის ქუჩებში, რათა დაგმონ პატიმრების წამება და ცუდი მოპყრობა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაში მიცემა მოითხოვონ.

2012-09-21
მცხეთა – მთიანეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N5
1–დან 8 სექტემბრის ჩათვლით, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა სამსახურიდან გათავისუფლების 1, ზეწოლის 4, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლის 3 და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 1 ფაქტი.

2012-09-21
საერთაშორისო რეაგირება საქართველოში პატიმართა წამებაზე
ქვემოთ მოცემულია გლდანის მე–8 საპყრობილეში პატიმართა ცემისა და გაუპატიურების ფაქტებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებზე საერთაშორისო რეაგირება.

2012-09-21
პატიმარი აცხადებს, რომ იგი სასტიკად ცემეს და აწამეს
„ვადასტურებ, რომ ვარ მძიმედ ნაცემი და ნაწამები. წლების განმავლობაში განვიცდიდი მძიმე ფსიქიკურ და ფიზიკურ ზეწოლას...“ - რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა, გოდერძი კიკნაძემ ადვოკატ ეკა ქობესაშვილთან ხელმეორედ შეხვედრისას მის მიმართ განხორციელებულ წამებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება დაწერა. 

2012-09-20
პატიმრის დედა აცხადებს, რომ წუხელ რუსთავის ციხეში უმოწყალოდ სცემეს მისი შვილი, რომელიც შს მინისტრს მკვლელობაში ამხელს
რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მყოფი პატიმრის გოდერძი კიკნაძის დედამ ადამიანის უფლებათა ცენტრს აცნობა, რომ წუხელ, გვიან ღამით, მის შვილს საკანში შეუვარდნენ საპატიმროს თანამშრომლები და სასტიკად სცემეს. ამის შესახებ პატიმრის მშობელს საპატიმროდან უცნობმა პირებმა ტელეფონით აცნობეს.

2012-09-20
Human Rights Watch ხელისუფლებას მოძალადეების დასჯისკენ და მსხვერპლთა დაცვისკენ მოუწოდებს
(ბერლინი) - ვიდეომასალა, რომელიც საქართველოს ტელევიზიით 2012 წლის 18 სექტემბერს გადაიცა, აღწერს სექსუალურ და სხვა სახის ძალადობას პატიმრებზე ცნობილ ქართულ ციხეში, რაც სისხლის სამართლის გამოძიების მიზეზი უნდა გახდეს - განაცხადა 19 სექტემბერს  საერთაშორისო ორგანიზაცია - Human Rights Watch-მა. საქართველოს მთავრობამ უნდა ჩაატაროს სწრაფი, ყოვლისმომცველი და დამოუკიდებელი გამოძიება ძალადობის ამ ფაქტებთან დაკავშირებით, დააკავოს ისინი, ვინც უნდა აგოს პასუხი და უზრუნველყოს მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვა.

2012-09-20
Unicef მოუწოდებს მთავრობას უზრუნველყოს წამების მსხვერპლთა უსაფრთხოება
გაეროს ბავშვთა ფონდმა სასჯელაღსრულების სისტემაში ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე, განცხადება გაავრცელა. Unicef მოუწოდებს მთავრობას, დეტალურად გამოიძიოს თავისუფლებააღკვეთილ და დაკავებულ არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები.

2012-09-20
კახეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N 5
1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა თავდასხმის 1, იარაღის გამოყენებით მუქარის 1, ზეწოლის 4, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლის მცდელობის 6, საარჩევნო კოდექსით დადგენილი სხვა მოთხოვნების დარღვევის 3, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 3 ფაქტი.

2012-09-20
ირმა ინაშვილი: „მე მაქვს საათნახევრიანი მასალა, სადაც ჩანს, რა ხდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში“
მედიაკავშირ „ობიექტივის“ წარმომადგენლის, ირმა ინაშვილის განცხადებით, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების წამების ამსახველი მასალა პირადად მისი მოპოვებულია. როგორც ინაშვილმა ბრიუსელიდან მიმართვაში განაცხადა, „მეცხრე არცხს“ ვიდეომასალები მან და მისმა მეგობრებმა მიაწოდეს.

2012-09-19
„მე-9 არხს“ პატიმართა წამების ამსახველი კადრები გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა
შს სამინისტროს მიერ ძებნილი, გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე აღმოჩნდა ის პირი, ვინც ტელეკომპანია „მე-9 არხს“ საპყრობილეში პატიმართა წამების ამსახველი მძიმე კადრები მიაწოდა.

2012-09-19
პატიმრების წამების შემზარავი ფაქტები ციხიდან
18 სექტემბერს ტელეკომპანიებმა - „მაესტრომ“ და „მეცხრე არხმა“ მე–8 საპყრობილეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელეს. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები პატიმრებს ცემენ, არაადამიანურად ეპყრობიან და ცოცხით აუპატიურებენ.

1 2 3 4 5 6 7 [8] 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC