მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2013-06-28
თბილისის მერის მოადგილე და მერიის სამი მაღალჩინოსანი დაკავებულია
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 27 ივნისს გვიან ღამით თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე და კიდევ სამი მაღალჩინოსანი - თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი და მთაწმინდა კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე საბიუჯეტო თანხების ნაციონალური მოძრაობის პარტიული მიზნებისთვის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დააკავა.
2013-06-26
ადამიანის უფლებათა სახლი მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვს
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მსჯავრდებულ ზაზა აზარიაშვილის ვადაზე ადრე განთავისუფლების შუამდგომლობით სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ კომისიას მიმართავს. ზაზა აზარიაშვილის საქმესთან დაკავშირებით 25 ივნისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა სახლის გამგეობის თავმჯდომარემ, ალეკო ცქიტიშვილმა, ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ, ყოფილმა პოლიტპატიმარმა ვახტანგ მაისაიამ და მსჯავრდებულის დამ.
2013-06-25
ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესზე მოწმეებმა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები შეცვალეს
ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეებმა, სენაკის ბატალიონის ყოფილმა მეთაურმა დავით ვეკუამ და მეოთხე ბატალიონის სერჟანტმა ირაკლი ჯიმშელაძემ, წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები შეცვალეს. ჯიმშელაძის თქმით, გამოძიების დროს მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა.
2013-06-25
ვენეციის კომისიამ “მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისის “ შესახებ რეკომენდაციები წარმოადგინა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის” შესახებ მომზადებული კანონპროექტი ვენეციის კომისიამ 95-ე პლენარულ სხდომაზე განიხილა.
2013-06-24
შს სამინისტრომ ახალი ფირები აღმოაჩინა
შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 21 ივნისს განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა დღეს დამატებით აღმოაჩინეს ოთხი კასრი, სადაც იარაღთან ერთად ასევე ინახებოდა ვიდეოფირები და დოკუმენტები.
2013-06-24
წამების მსხვერპლ მსჯავრდებულს ვადაზე ადრე განთავისუფლება ეკუთვნის
25 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში გაიმართება პრესკონფერენცია მსჯავრდებულ ზაზა აზარიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე იცავს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის („უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს“) ფარგლებში.
2013-06-21
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართავს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, „მეტი სიფრთხილე და ზომიერება გამოიჩინონ როგორც მედიასთან, ისე არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობისას.“
2013-06-20
ბაჩო ახალაია ბოდიშის მოხდას ითხოვს
2013-06-20
გიგი უგულავას საქმეზე დასაკითხ მოწმეთა სიას დაცვის მხარე აპროტესტებს
თბილისის მერის, გიგი უგულავას წინასასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაშვების საკითხი განიხილეს. დაცვის მხარე მოწმეთა სიიდან ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის ამოღებას ითხოვს.
2013-06-19
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ არჩევნების გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
2013-06-18
ვანო მერაბიშვილმა ტელევიზორის მიღების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა
ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ამჟამაად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ტელევიზორის მიღების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.
2013-06-17
ბაჩანა ახალაიას ადვოკატი სასამართლო სხდომის ოქმს ვერ ეცნობა
ბაჩანა ახალაიას სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატს მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარებული სხდომების ოქმის გაცნობის საშუალება არ მიეცა. სულხან კომახიძის თქმით, მან სასამართლოდან ოქმი გამოითხოვა, თუმცა ოქმი არ მისცეს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამან არათანაბარ პირობებში ჩააყენა მხარეები და დაირღვა სასამართლოს შეჯიბრობითობის პრინციპი.
2013-06-17
პროკურატურა დავით გელაძის პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ მას გირაო შეუფარდა
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის ინფორმაციით, შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსმა დავით გელაძემ 18 წლის ახალგაზრდა დაჭრა. როგორც ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე გივი თარგამაძემ განაცხადა, 26 მაისს, 22:00 საათზე, დავით გელაძე, მთვრალ მდგომარეობაში გადაჭარბებული სისწრაფით მართავდა საკუთარ ავტომობილს.
[1] 2
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი
HRC აგრძელებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო განხილვების და საპროტესტო აქციების მონიტორინგს
ვაკანსია: პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PR Manager)
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობას აფასებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს კონკურსს პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში შიდა ქართლის რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერთა შესარჩევად
არქივი
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას