მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2013-09-30
დაკავებულები არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ
2013 წლის 13 სექტემბერს, მოქალაქე იუსუფ ლაკაევი და მისი თანმხლები
პირები _ ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნტარაძე დააკავეს. ლაკაევს ბრალი საქართველოს სსკ-ის 3531 და მე-2 ნაწილებით ედება, რაც პოლიციაზე ან ხელისუფლებაზე თავდასხმასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. წულუკიძესა და ბახუნტარაძეს კი - საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვთ ბრალი წაყენებული, რაც პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
2013-09-26
საქველმოქმედო ორგანიზაცია ორი ათასი ლარით დაჯარიმდა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცესკოს განცხადებით მიმართა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) მოთხოვნათა დარღვევის შესახებ. განცხადების ავტორის აზრით, 2013 წლის 4 აგვისტოს გურიის რეგიონში გამართულ საქველმოქმედო აქციაზე ადგილი ჰქონდა საქველმოქმედო ორგანიზაციის მხრიდან პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ აგიტაციის გაწევას, რაც პარტიასთან ერთად საქველმოქმედო აქციის ორგანიზებაში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან პარტიის ოფისში მისი მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებაში გამოიხატა.
2013-09-25
თბილისის საქალაქო სასამართლოში ადეიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელისა და ამავე საქმეში ბრალდებული კიდევ 12 პირის სასამართლო პროცესის არსებითი განხილვა დაიწყო.
2013-09-23
ბაჩო ახალაიას საქმეს ახალი პროკურორი განიხილავს
საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის მესამე საქმის განხილვა გრძელდება. 19 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურორი რევაზ ნადოი კვლავ არ გამოცხადებულა, რის მიზეზადაც მისი ავადმყოფობა დასახელდა. რევაზ ნადოის ნაცვლად საქმე პროკურორმა ია დარჯანიამ გადაიბარა.
2013-09-17
ბათუმში სროლის ინციდენტის დროს დაკავებულ სამ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამ პირს ფირუზ წულუკიძეს, თემურ ბახუნტარაძეს და რუსეთის მოქალაქეს იუსუფ ლაკაევს, რომლებიც ბათუმში მომხდარი სროლის ინციდენტის შემდეგ დააკავეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
2013-09-13
ციხის ბუნტის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ბაჩო ახალაია დაიკითხა
საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მესამე სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. 10 სექტემბერს ბრალდებული ახალაია 2006 წელს მომხდარი ციხის ბუნტის საქმეზე დაიკითხა. იგი ამ პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.
2013-09-13
ცესკოში ექვსი საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე დარეგისტრირებულია
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ექვსი საპრეზიდენტო კანდიდატია რეგისტრირებული. პრეზიდენტობის მსურველი სხვა კანდიდატების რეგისტრაციის საკითხი ამჟამად განხილივის პროცესშია. გადაწყვეტილების მიღების კანონით გათვალიწინებული ვადა 27 სექტემბერს იწურება.
2013-09-11
ქარელის გამგებლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი, სამსახურიდან გათავისუფლების გამო, სასამართლოს მიმართავს
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი სასამართლოს მიმართავს. აღნიშნულის შესახებ ემიკო ფეიქრიშვილმა 9 სეტემბერს გორში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
2013-09-10
"კანონი უნდა გახდეს ჰუმანური" - საპროტესტო აქცია პარლამენტთან
გასულ კვირას, საქართველოს პარლამენტის წინ საპროტსტო აქცია გაიმართა. მონაწილეები ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლების გადახედვას მოითხოვდნენ.
2013-09-02
დეპუტატის თანაშემწის თქმით, დეპუტატმა მოქალაქეს სცემა
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის ყოფილი თანაშემწე სოფო კობალაძე ამბობს, რომ ვასაძემ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კობალაძე ამბობს, რომ ის თავად გახდა ინციდენტის თვითმხილველი.
2013-09-02
ქუთაისის მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლება საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო
ქუთაისის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედაგად დაწყებული დავა მერიის ახალ ადმინისტრაციასა და თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირთა შორის სასამართლოში გრძელდება. მიმდინარე წლის 22 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების, მათ შორის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კონტროლის განყოფილების ყოფილი უფროსის კობა გაბიანის სარჩელი დააკმაყოფილა და მათი თანამდებობაზე დანიშვნა მოითხოვა.
2013-09-02
,,სამართლიანობის აღდგენის იმედს არ ვკარგავ” - თეიმურაზ მექვაბიძე
თეიმურაზ მექვაბიძე, რომელსაც საგადასახადო უწყებაში 13 წლიანი მუშაობის სტაჟი აქვს სამსახურიდან 2009 წელს მოულოდნელად გაათავისუფლეს. გათავისუფლებამდე ერთი კვირით ადრე მას თათბირზე გორის საგადასახადო ინპექციის უფროსმა მადლობა გამოუცხადა და პრემიაც გადასცა სანიმუშო მუშაობისთვის. თუმცა რამდენიმე კვირაში იგებს, რომ გასათავისუფლებელ თანამშრომელთა სიაშია, რომელიც ლევან წითელაშვილმა ზემდგომებს წარუდგინა.
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი
HRC აგრძელებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო განხილვების და საპროტესტო აქციების მონიტორინგს
ვაკანსია: პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PR Manager)
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობას აფასებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს კონკურსს პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში შიდა ქართლის რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერთა შესარჩევად
არქივი
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას