მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ვაჟა უტიაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
30 მარტი, 2015
24 მარტს, გურჯაანში მცხოვრებ ვაჟა უტიაშვილს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსჯავრდებულის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის იურისტი, ლია ხუროშვილი იცავს. ხუროშვილის განცხადებით, ვაჟა უტიაშვილი უდანაშაულოა, განაჩენი არაკანონიერია და იგი აღნიშნული საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
არასრულწლოვნები სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში
25 მარტი, 2015
2014 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განთავსებულია 83 არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული, რაც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 0.8%-ს უტოლდება. 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით, სულ პენიტენციალურ სისტემაში 36 ბრალდებული, ხოლო 47 მსჯავრდებული არასრულწლოვანია განთავსებული. ყველა მათგანი მამრობითი სქესისაა.
იეჰოვას მოწმის გამართლების შემდეგ პროკურატურამ გაურკვეველი გამოძიება დაიწყო
23 მარტი, 2015
„2015 წლის 26 თებერვალს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეტანილ თქვენს განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც თქვენ მიერ მითითებული იყო დაბა ასპინძაში მცხოვრები გელა და ლელა შველიძეების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე, გაცნობებთ, რომ განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე შსს ასპინძის რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“
პატიმარ ქალთა მდგომარეობა საქართველოში
20 მარტი, 2015
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2014 წლის დეკემბრის მონაცემებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სულ 10 372 პირი იყო განთავსებული, აქედან 10 091 კაცი, ხოლო 281 ქალია.
შელაპარაკებების ფონზე - ინტიგამ ალიევის სასამართლო პროცესი
12 მარტი, 2015
ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოში თითქმის ორი თვეა დაკავებული უფლებადამცველების პროცესები მიმდინარეობს. 10 მარტს სასამართლომ 2014 წლის 8 აგვისტოს დაკავებული უფლებადამდცველის, ინტიგამ ალიევის საქმის განხილვა განაგრძო. პროცესის ძირითადი ნაწილი დაცვის მხარის შუამდგომლობების განხილვას დაეთმო. მოწმის დაკითხვას კი დარბაზში დაპირისპირება მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ პროცესი გადადო.
სოფელ ვარიანის მკვიდრი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს
11 მარტი, 2015
9 მარტს, დაახლოებით 22 საათზე, გორის რაიონის სოფელ ვარიანში მცხოვრებ ზუბაშვილებთან შსს ვარიანის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები მივიდნენ და გენადი ზუბაშვილს პოლიციის განყოფილებაში გაყოლა მოსთხოვეს.
14 დაკითხული და არცერთი ბრალდება
10 მარტი, 2015
ბაქოს სასამართლო აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, რასულ ჯაფაროვის საქმის არსებით განხილვას აგრძელებს. 5 მარტს უფლებადამცველის კიდევ ერთი პროცესი გაიმართა. რაც უფრო მეტი ადამიანი იკითხება პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდების შესახებ, მით მეტი კითხვა ჩნდება.
შეხვედრა თსუ-ში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან, ნინო გვენეტაძესთან
10 მარტი, 2015
12 მარტს, საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო გვენეტაძესთან.
რა საქმეებს სწავლობს პროკურატურა გორის მერიასა და გამგეობაში
2 მარტი, 2015
პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტიდან ბოლო 4 წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები და ფინანური დოკუმენტაცია გაიტანა. პროკურატურის დაინტერესების პერიოდი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ ხელისუფლებაში ყოფნის წელიწადნახევრიან და ქართული ოცნების მმართველობის ორ წელიწადნახევრიან პერიოდს მოიცავს.
გაბრაზებული დაზარალებული რასულ ჯაფაროვის პროცესზე
27 თებერვალი, 2015
24 თებერვალს ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოში განახლდა „ადამიანის უფლებათა კლუბის“ დამფუძნებლის, რასულ ჯაფაროვის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა. აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, რომელიც Amnesty International-მა სინდისის პატიმრად აღიარა, სასამართლოში ხელბორკილით მიიყვანეს, როგორც მძიმე დანაშაულში ბრალდებული.
სახალხო დამცველი მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტის გამოძიებას ითხოვს
26 თებერვალი, 2015
2015 წლის 23 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა ბულგარეთის სამი მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს.
რელიგიის თავისუფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა
24 თებერვალი, 2015
15 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრში პროექტის - „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა. ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ თურქეთში არსებული კანადის საელჩოს დაფინანსებით ახორციელებს.
პოლიტიკური ვენდეტა აზერბაიჯანელი უფლებადამცველების წინააღმდეგ
23 თებერვალი, 2015
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აზერბაიჯანში ათეულობით ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი დააკავეს. ყველა მათგანი ხელისუფლებისადმი ღია კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.
ლევან კორტავას ახლობლებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს
23 თებერვალი, 2015
18 თებერვალს, ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ გეგუთის მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას ნათესავები და ადვოკატები შეიკრიბნენ. ისინი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
პროკურატურამ პოლიციის თანამშრომელი დააკავა
23 თებერვალი, 2015
პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე წარადგინა
17 თებერვალი, 2015
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 17 თებერვალს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძე წარადგინა.
უვადო მსჯავრდებულთა პრობლემა სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება
13 თებერვალი, 2015
სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში განთავსებულმა უვადო მსჯავრდებულებმა ადამიანის უფლებათა ცენტრს განცხადებით მიმართეს. მათი თქმით, ამა წლის 26 იანვრიდან უვადოდ მსჯავრდებულთა ჯგუფმა უვადო შიმშილობის აქცია გამოაცხადეს. ისინი მოითხოვენ, აღსრულდეს 28.12.2012 წლის ამინისტიის შესახებ კანონი და აღმოიფხვრას მათ მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია.
ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი დააკავეს
13 თებერვალი, 2015
ბრალდება მტკიცებულებების გარეშე
12 თებერვალი, 2015
აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, რასულ ჯაფაროვის საქმეზე სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო. ბაქოში, მძიმე დანაშაულთა სასამართლოში 10 თებერვალს გამართულ პროცესზე თავად ბრალდებული და 3 დაზარალებული დაიკითხა. თუმცა პროცესის შემდეგ ბევრი ბუნდოვანი და პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის 28 მსურველი
12 თებერვალი, 2015
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 10 თებერვალს იმ 28 კანდიდატის სიაგამოაქვეყნა, რომლებიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე სხვადასხვა სუბიექტებმა, მათ შორის პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამეცნიერო წრეებმა დაასახელეს.