კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლტოლვილები / დევნილები

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

კონფლიქტის ზონაში დაბრუნებული დევნილების უსაფრთხოება დღემდე არ არის დაცული

31 ოქტომბერი, 2008
დაბრუნების იძულება თუ საკუთარი სურვილი? მოროდიორობის, ადამიანების ცემისა და წამების ფაქტების, ეზოებსა და ბაღებში დატოვებული ნაღმების მიუხედავად, 38 ათასი დევნილი კონფლიქტის ზონაში, საკუთარ სოფლებში მაინც დაბრუნდა. ბევრ მათგანს ბოსლებში ან მეზობლებთან უწევს ცხოვრება, რადგან მათი სახლები დამწვარია. მთავრობა ირწმუნება, რომ დევნილები სოფლებში საკუთარი სურვილით ბრუნდებიან. მათ კი, ვისაც დაბრუნების ეშინია ან სახლი აქვთ დანგრეული, ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს სთავაზობენ. თუმცა ექსპერტები, რომლებიც ასევე უშუალოდ დევნილებთან მუშაობენ, დაბრუნების სხვა მიზეზებზე საუბრობენ.

„კასეტური ბომბების“ მოსავალი გორის რაიონის ქართულ სოფლებში

8 ოქტომბერი, 2008
2 ოქტომბერს ჯეფრი სილვერმანმა და დამოუკიდებელმა ფოტოკორესპონდენტმა იან ქარვერმა (ორივე ამერიკის მოქალაქეა) საიდუმლო გამოძიება ჩაატარეს გორის რაიონის ქართულ სოფლებში (ე.წ. უსაფრთხოების ზონა) და აღმოაჩინეს, რომ იქ კასეტური ბომბები გამოიყენეს, რაც მანამდე საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰუმან რაითს ვოჩმაც” აღნიშნა სამხრეთ ოსეთზე დაწერილ თავის ანგარიშში. ამერიკელმა ჟურნალიტებმა თავი ადგილობრივებად გაასაღეს, ძველ ტანსაცმელში გამოწყობილებმა ადგილობრივი ტრანსპორტით რუსული საგუშაგოების გავლით გორისა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მდებარე ე.წ. უსაფრთხოების ზონაში შეაღწიეს.

„ცხინვალი მინის ნამსხვრევებით იყო სავსე, ქუჩებში კი გვამები ეყარა“...

7 ოქტომბერი, 2008

კახეთში დევნილები შიმშილის ზღვარზე არიან

3 ოქტომბერი, 2008
სად დაიხარჯა ბიზნესმენებისთვის გამორთმეული ათიათასობით ლარი? შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ანგარიში ჩააბარა. საუბარი არ შეხებია კახეთში ამ დრომდე მყოფ დევნილებს, რომელთა უმრავლესობაც გაუსაძლის პირობებში იმყოფება. დევნილების დიდ ნაწილს, მედიკამენტებზე და პირველადი მოხმარების საგნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საკვებად პურიც არ ჰყოფნით. იძულებით გადაადგილებულებს დღეისათვის მხოლოდ გაეროს სასურსათო პროგრამით გათვალისწინებული მწირი დახმარება მიეწოდებათ, ისიც დაგვიანებით. უცნობია, რაში დახარჯეს მუნიციპალიტეტების გამგეობებმა რეგიონში მომუშავე ბიზნესმენებისთვის და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის გამორთმეული ათიათასობით ლარი.