კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლტოლვილები / დევნილები

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

აფხაზეთიდან დევნილები „ენერგოპროჯორჯიას“ წინააღმდეგ გამოდიან

5 დეკემბერი, 2008
ზუგდიდის #10 საბავშვო ბაღის, რკინიგზელთა სახლისა და ე.წ. დო-რესტორნის შენობებში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს 6 თვეა რაც ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. დენის გათიშვის მთავარ მიზეზად გახარჯული ელექტროენერგიის საფასურზე არსებული დავალიანება სახელდება. თუმცა, რატომ ეძებს „ენერგოპროჯორჯია“ ამ თანხებს დევნილ მოსახლეობაში, ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან ელექტროენერგიის საფასურს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო იხდის. დევნილთა რეგიონალურ სამსახურში კი აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვა დევნილთა გადამისამართებამ გამოიწვია და არანაირი დავალიანება არ არსებობს.

ვის უფრო სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა-უმწეოებს თუ პოლიციას?!

21 ნოემბერი, 2008
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში არსებული ხარვეზები შესაძლოა გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას იმპიჩმენტის მიზეზი გახდეს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნება-სურვილს პოლიტიკური ნებაც მოჰყვება. ეს უკანასკნელი კი პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რომელმაც პოლიტიკური ხელშეუხებლობის გარანტია ქობალიების „პოლიტიკურ ოჯახს“ დიდი ხნის წინ მისცა. რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს შორის არსებულ ფარულ დაპირისპირებას, პირველ რიგში, სოციალურად დაუცველი ადამიანები ეწირებიან, რომელთა დაცვისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყველაზე მცირე თანხებია გამოყოფილი.

შიდა ქართლის გუბერნატორის დავალებით ჟურნალისტებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში არ უშვებენ

14 ნოემბერი, 2008
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს. დაცვის პოლიციის თანამშრომლების გაღიზიანება, მედიის წარმომადგენლების მოთხოვნამ გამოიწვია - განემარტათ, რატომ არ აქვთ მოქალაქეებს სამხარეო ადმინისტრაციის და გორის რაიონის გამგეობის შენობაში შესვლის უფლება სპეციალური ნებართვის გარეშე. „ბოზიშვილებო“, „თქვენი დედა ....“, - უცენზურო სიტყვებით გინებასთან ერთად, დაცვის პოლიციის ერთ–ერთი თანამშრომელი კორესპონდენტების საცემადაც იწევდა. მან აღნიშნა, რომ დაუპატიჟებელ სტუმრებთან ამგვარად მოქცევის შესახებ დავალება, მათი გაგდების მიზნით, რეგიონის და რაიონის ხელმღვანელობისგან აქვთ მიღებული.

სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ პირებს დევნილის სტატუსს არ ანიჭებს

12 ნოემბერი, 2008
აგვისტოს მოვლენების შედეგად შიდა ქართლის და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით ადგილნაცვალ პირებს გორში, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მდებარე კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იძულებით გადაადგილებულებისათვის დევნილის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია. სამინისტროსა და მის სტრუქტურაში შემავალ ტერიტორიულ ორგანოებში დევნილის სტატუსის მაძიებლებს აგდებით პასუხობენ და განცხადებების რეგისტრაციაზე უარს ეუბნებიან. შესაბამისად, დაზარალებულები კანონით დადგენილი მიზნობრივი სოციალური დახმარებით და სხვა შემწეობებით ვერ სარგებლობენ.

კონფლიქტის ზონაში დაბრუნებული დევნილების უსაფრთხოება დღემდე არ არის დაცული

31 ოქტომბერი, 2008
დაბრუნების იძულება თუ საკუთარი სურვილი? მოროდიორობის, ადამიანების ცემისა და წამების ფაქტების, ეზოებსა და ბაღებში დატოვებული ნაღმების მიუხედავად, 38 ათასი დევნილი კონფლიქტის ზონაში, საკუთარ სოფლებში მაინც დაბრუნდა. ბევრ მათგანს ბოსლებში ან მეზობლებთან უწევს ცხოვრება, რადგან მათი სახლები დამწვარია. მთავრობა ირწმუნება, რომ დევნილები სოფლებში საკუთარი სურვილით ბრუნდებიან. მათ კი, ვისაც დაბრუნების ეშინია ან სახლი აქვთ დანგრეული, ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს სთავაზობენ. თუმცა ექსპერტები, რომლებიც ასევე უშუალოდ დევნილებთან მუშაობენ, დაბრუნების სხვა მიზეზებზე საუბრობენ.