22:55, Wednesday, 21.10.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ლტოლვილები / დევნილები

აირჩიეთ წელი: 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-10-18
კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ხელისუფლებისაგან სასმელ წყალსა და შეშას ითხოვენ
ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედაეწერში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა 70-მდე ოჯახი სასმელ წყალსა და გასათბობ შეშას რამდენიმე წელია ითხოვს. ზამთრისათვის მზადება დევნილებმა 2 თვით ადრე დაიწყეს, მაგრამ დახმარების იმედი დღემდე არა აქვთ. აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ არსებობისათვის აუცილებელი პირობების დაკმაყოფილება ჯერ ადგილობრივი და დევნილი მთავრობისაგან, ხოლო შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაგან მოითხოვა. მათი სოციალური მოთხოვნები ამ დრომდე დაუკმაყოფილებელია.

2007-10-18
სიტყვის აქცია
,,რას ეტყოდით აფხაზ ხალხს 15 წლის შემდეგ” - ეს იყო კითხვა, რომლითაც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა” მთელ საქართველოს მიმართა. აქცია ჯერ თბილისში გაიმართა, შემდეგ - საქართველოს ხუთ რეგიონში. "აფხაზეთო, მიყვარხარ!", "აფხაზეთი აფხაზების გარეშე არ გვინდა!", ,,გვიყვარდეს ერთმანეთი ისე, როგორც 15 წლის უკან”... ამგვარი გზავნილები დაწერა ხალხმა  გურჯაანიდან ზუგდიდამდე. აქციამ აჩვენა, რომ ქართველები აფხაზების მიმართ დადებითად არიან განწყობილნი და მათთან ურთიერთობის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით სურთ. აქციაზე ხალხს დაურიგდათ კანფეტები, მასზე მიმაგრებული პატარა ფურცლებით. ფურცლებზე აფხაზური სიტყვები და მათი ქართული შესატყვისი ეწერა.
18 ოქტ. '07
2007-10-03
"დევნილ" სკოლას უჭირს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ჟიული შარტავას სახელობის #6 საჯარო სკოლა 12 წელია დევნილობაში ფუნქციონირებს. მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი ქუთაისში, ყოფილი კულინარიისა და ეკონომიკის სასწავლებლის შენობის მეხუთე სართულზეა. ამ შენობის დანარჩენ სართულებზე დევნილი მოსახლეობაა დროებით თავშეფარებული. აქ მცხოვრებთა შვილები აქვე სწავლობენ. მათთვის სკოლა და საცხოვრებელი ადგილი ერთადაა და ხშირად გამიჯვნაც უჭირთ, განსაკუთრებით პატარებს, რომლებიც გაკვეთილებს შორის შუალედში დროდადრო სახლშიც შეირბენენ ხოლმე.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC