01:43, Wednesday, 11.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ლტოლვილები / დევნილები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2015-12-30
დაშგინ აღარარლის და ადამ ესმურზიევის „სტატუსი“
ქვეყანაში უცხოელთა უფლებების შელახვისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობით დაინტერესებისა და კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეცვლისაკენ მოუწოდებს. მიმართვის საბაბი კი გახდა უცხოელთათვის ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთა გადაჭრას რამდენიმე წელია ვერ ახერხებენ აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის „მუსავათის“ წევრი დაშგინ აღარარლი და რუსეთის მოქალაქე, ეთნიკურად ინგუში ადამ ესმურზიევი. ადამიანის უფლებათა ცენტრში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სტატუსის მინიჭებაზე მათ დაუსაბუთებელი უარი უთხრა.
2015-12-15
გორში Human Rights Watch-ის საქმიანობის შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ნიდერლანდების საელჩოს დაფინანსებით  გორის სასწავლო უნივერსიტეტში Human Rights Watch-ის საქმიანობის შესახებ ფილმის ჩვენება გამართა.  ფილმის ჩვენებას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2015-12-02
ზაარდიაანთკარიდან დევნილი ოჯახი კვლავ თავშესაფრის გარეშე დარჩა
29 ნოემბერს, გორში ნომერ პირველ საბავშვო ბაღის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის კერა შენობის ის ნაწილი იყო, სადაც გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარიდან იძულებით გადაადგილებული რამდენიმე ოჯახია შესახლებული.
2015-08-01
ეკომიგრანტი ოჯახები სამართლებრივი დაცვის გარეშე
საქართველოში, ლტოლვილთა სამინისტროს ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებული 35 ათასი ოჯახი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა სოციალურ, ეკონომიკურ ან საცხოვრებელი ფართებით დახმარებას საჭიროებს.
2015-06-26
ერგნეთში ქართულ მხარესა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართული რიგით 56-ე შეხვედრა ოსური მხარის ბრალდებით დაიწყო. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა ქართული მხარე გააფრთხილეს, რომ პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად საქართველოს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან დგანან, ოკუპირებულ ტერიტორიზე გადასვლისგან  თავი შეიკავონ,   წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი შეიარაღებულ დაპირისპირებას   არ გამორიცხავს. 
2015-05-04
ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში
2014 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან გამოწვევებთან ბრძოლას მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიც არის უმცირესობათა უფლებები, ქალთა უფლებები, რელიგიის თავისუფლება, შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლება, ეფექტური მექანიზმის შემუშავება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად და სხვ... 
2015-04-17
რეპატრიანტი მესხები და შეფერხებული რეინტეგრაცია
სარვარ საფაროვის  ისტორიული გვარი ლაზიშვილია. ის საქართველოდან გადასახლებული მუსლიმი მესხების შთამომავალია და აზერბაიჯანიდან ისტორიულ სამშობლოში რეპატრიაციის კანონის მიღების შემდეგ, 2008 წლის მაისში დაბრუნდა. სარვარ საფაროვი ახალციხეში დასახლდა. სახლი საკუთარი ფულით იყიდა და ოჯახიც საცხოვრებლად აქ გადმოიყვანა.
2015-03-25
სათანადო საცხოვრისის უფლებას მოკლებულნი
სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის  - „სათანადო საცხოვრისის უფლება“ თანახმად, თბილისში არსებული 401 ობიექტი 9 805 ოჯახს წლების განმავლობაში  თვითნებურად აქვს დაკავებული. აქედან 4 170-მა ოჯახმა შენობაში დაკავებული ფართი დაიკანონა, 5 635 ოჯახი კი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აგრძელებს იქ ცხოვრებას. ობიექტებში თვითნებურად შეჭრილ მოქალაქეთა უმეტესობა სოციალურად დაუცველია.
2015-02-26
კარალეთის დევნილთა ჩასახლებას ტერიტორიული ორგანოს სტატუსი მიენიჭება
კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში  480 კოტეჯი და 1700 მაცხოვრებელია. მას შემდეგ, რაც დევნილებს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ, კოტეჯების ნუმერაცია შეიცვალა, თუმცა სუბსიდიების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ისევ ძველი ნომრებია მითითებული. 

2015-01-09
გამოსახლება გორგასლის ქუჩიდან
3 დეკემბერს გორგასლის პირველი ჩიხის N75-დან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოთხი ოჯახი გამოასახლეს. კოპალიანების, მეშველიანების, ნაჭყებიებისა და გრიგოლიების ოჯახები აქ 2000 წლიდან ცხოვრობდნენ. 
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC