13:55, Wednesday, 23.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

უმცირესობები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2010-12-29
ბეჟან ხორავა: „ომის ალტერნატივა ყოველთვის არსებობს და ეს ალტერნატივა არის მშვიდობა“
 ქართულ-აფხაზური ურთიერთობები აქტუალობას არ კარგავს და ალბათ, არც არასოდეს დაკარგავს. ორ მოძმე ხალხს შორის კონფლიქტის სათავეებზე, ისტორიულ ფაქტებზე, რამაც სისხლიან დაპირისპირებამდე მიგვიყვანა, კონფლიქტის მოგვარების გზებსა თუ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო საკითხებზე humanrights.ge-ს სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ბეჟან ხორავა ესაუბრება.
 
 
2010-12-20
გია ანჩაბაძე: „XII–XIII საუკუნეებში ტერმინს - „აფხაზი“ სამი მნიშვნელობა ჰქონდა“
აფხაზეთის ისტორიის გარშემო ისტორიკოსები შორის  მრავალი წელია, დავობენ. სხვადასხვა საკითხებზე შეუთანხმებლობამ ხელი შეუწყო როგორც ქართულ, ისე აფხაზ საზოგადოებაში არასწორი სტერეოტიპებისა და წარმოდგენების ჩამოყალიბებას. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტთა ნაწილი სწორედ ისტორიულ საკითხებზე შეუთანხმებლობას და დაპირისპირებას მიიჩნევს.
2010-12-08
ეთნიკური დაპირისპირების საფრთხე
სიღნაღის რაიონის სოფელ ყარაღაჯში რამდენიმე დღის წინ მომხდარი მკვლელობის შემდეგ ვითარება დაძაბულია. მოსახლეობა სოფელში პოლიციის განყოფილების გახსნას და სამართალდამცავების მიერ უკანონო იარაღის ამოსაღებად ჩხრეკის ჩატარებას ითხოვს. ადგილობრივებმა პროტესტი მას შემდეგ გამოთქვეს, რაც 25 წლის ილგარ ქარიმოვი სოფელ ყარაღაჯში სამი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
 
2010-11-18
სად იყო გაუჩინარებული აფხაზი ტყვე?
უგზო-უკვლოდ დაკარგული აფხაზი გარი ჯოპუა რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო მმართველები ირწმუნებიან, ის ქართულ მხარეს ჰყავდა ტყვედ და ახლა სასტიკად ნაცემი და ნაწამები გულრიფშის საავადმყოფოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. სოხუმში აცხადებენ, რომ საქართველოში საიდუმლო ციხეებია, სადაც აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გატაცებულ მოქალაქეებს მალავენ.
2010-09-06
ლერი ხაბელოვი – დევნილი პოლიტიკური ნიშნით
„საქართველოდან იმიტომ წამოვედი, რომ ჩემი უსაფრთხოება კითხვის ქვეშ იდგა. თუმცა, დაბრუნება ძალიან მინდა“, – აცხადებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ოსურ მედიასთან საუბრისას და დასძენს, რომ საქართველოში დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, როცა ხელისუფლება შეიცვლება.
2010-08-24
მარნეული – ინფრასტრუქტურის პრობლემები და ინფორმაციული ვაკუუმი
„საქართველო უპირველეს ყოვლისა“ - ასეთი წარწერაა ბილბორდზე, რომელიც მარნეულის შესასვლელშია. საქართველოს დროშის ფონზე დაწერილ ტექსტს, უმცირესობათა საკითხების ევროპულ ცენტრს’’ (ECMI) თუ დავუჯერებთ, მარნეულის მოსახლეობის მხოლოდ 3%-ი წაიკითხავდა.
2010-07-05
როგორ გადაარჩინა აფხაზმა ქალბატონმა ქართველები დახვრეტას
გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში აფხაზები უმცირესობაში არიან. თუმცა, მათ თუ ჰკითხავთ, ისინი აქ არ გრძნობენ არანაირ განსხვავებულ დამოკიდებულებას მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო. ისინი სხვა გლეხების მსგავსად ცხოვრობენ და საერთო გასაჭირს იზიარებენ. საჭიროების შემთხვევაში, თანასოფლელებს მხარშიც უდგანან.
2010-05-25
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ თბილისში პირველად აღნიშნა მუჰაჯირობის დღე
21 მაისს აფხაზები და კავკასიის სხვა ხალხები, რომლებიც მე-19 საუკუნეში რუსეთის სასტიკი იმპერიალისტური პოლიტიკის მსხვერპლნი გახდნენ, მუჰაჯირობის დღეს აღნიშნავენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გადაწყვიტა, ეს დღე თბილისშიც აღინიშნოს და 21 მაისს ქართულ-აფხაზური ურთიერთობებით დაინტერესებული საზოგადოება ბიოლის ფონდში მიიწვია ნიკო წულაძის დოკუმენტური ფილმის - „სინანულის სანაპიროს“ ჩვენებასა და დისკუსიაზე.
2010-05-19
გაუჩინარება ეთნიკური ნიშნით
ბოლო წლებში ეთნიკურად ოსი პირების გაუჩინარების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა (ხათუნა ჩარაევა, ლავრენტი კაზიევი, იბრაგიმ ლალიევი, ვლადიმერ ელოევი). ახლობლებმა დაკარგულები, საბოლოოდ, ქართულ ციხეებში იპოვეს. მოგვიანებით სამართალდამცავებმა პატიმრები გაათავისუფლეს და ცხინვალის მხარეს გადასცეს. მათი საქმეების შესწავლის შედეგად, ჩნდება ეჭვი, რომ ქართული პოლიცია საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე  მცხოვრებ  ოსებს აპატიმრებს, მათი შპიონაჟში ჩართვის ან ტყვეებში გადაცვლის მიზნით.
2010-04-13
გათავისუფლებული ოსი პატიმრები ცხინვალში ალაპარაკდნენ
„საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ და „იარაღის უკანონო შენახვა“ – ძირითადად ეს ბრალდებები ჰქონდათ წაყენებული ეთნიკურად ოს ტყვეებს, რომლებსაც ქართულმა მხარემ 2 კვირის წინ ჯერ იძულებით აღიარებინა დანაშული, შემდეგ კი „კეთილი ნება“ გამოიჩინა და გაუშვა. მათ გათავისუფლებაში დიდი წვლილი შეიტანა ევროპის ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა. სამხრეთ ოსეთის მასმედიასთან და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ინტერვიუებში გათავისუფლებული პატიმრები ამბობენ, რომ თითოეული მათგანი ზემოთაღნიშნული „ტრადიციული“ ფაბრიკაციული ბრალდებით დააკავეს და გარდა იმისა, რომ სასჯელს სრულიად არაფრისთვის იხდიდნენ, ქართველი სამართალდამცავები ცუდადაც ექცეოდნენ.
2010-04-08
ომბუდსმენის ანგარიშში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ მიერ შეუწყნარებლობის გამოვლინებაზეა საუბარი
სახალხო დამცველის ანგარიშში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ მიერ შეუწყნარებლობის გამოვლინებაზეა საუბარი და მასში ამ ორგანიზაციის მიერ გამოჩენილი შეუწყნარებლობის არაერთი ფაქტია შესული.

2010-03-31
ხათუნა ჩარაევას ტყვეობა – პრიმიტიული ქართული პოლიტიკის მორიგი სირცხვილი
ხათუნა ჩარაევას რეალურად რომ ჰქონოდა ჩადენილი ის დანაშაული, რისთვისაც დაიჭირეს, მას არც გაუშვებდნენ“, – ამბობს humanrights.ge-სთან საუბრისას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი და დასძენს, რომ ეთნიკურად ოსი მოქალაქის ტყუილუბრალოდ დაპატიმრება პრიმიტიული და სამარცხვინო ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია.

[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC