19:25, Friday, 22.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მედია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2009-11-30
სოდ-ი გაზეთ „ბათუმელების“ საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელს აშანტაჟებს
გაზეთ „ბათუმელების“ თანამშრომლებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ზეწოლა გრძელდება. ამჯერად, პოლიციელები შეეცადნენ, სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სტიგმის გამოყენებით, იმიჯი შეელახათ გაზეთის საგამოძიებო ჯგუფის ხელძღვანელ თედო ჯორბენაძისთვის.

2009-11-20
საპროტესტო აქცია ,,რუსთავი 2“-ის დუმილის წინააღმდეგ
20 ნოემბერს „ვარსკვლავების აკადემიის“ შენობის ჩამონგრევისას დაღუპული  ნიკა გელაშვილის ოჯახმა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. გელაშვილები მომხდარისადმი ტელეკომპანიის გულგრილობას აპროტესტებენ და ხელახალი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

2009-11-04
საქართველო: პატრიარქზე შექმნილი პაროდიების გამო საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე დებატები დუღს
საქართველოს მთავრობა იმ ვიდეოკლიპებთან დაკავშირებით, რომლებიც Facebook-ზე გამოქვეყნდა და რომელიც შეურაცხმყოფელი იყო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქისთვის, გამოძიებას ატარებს. კლიპებმა საქართველოში საფუძველი დაუდო დებატებს, გამოხატვის თავისუფლების საზღვრების შესახებ.

2009-11-03
რეგიონული სატელევიზიო კოშმარები
2009 წელს საქართველოში მედიის მდგომარეობის გაუარესებაზე, თითქმის ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშშია საუბარი. Freedom House-ის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველო იმ 18 ქვეყანას შორისაა, სადაც დემოკრატიის თვალსაზრისით მდგომარეობა გაუარესდა. მეტიც, საქართველოს მაჩვენებლები 2003 წლის შემდგომ პერიოდში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. ამ ფონზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „სი-ენ-ენ“- ის გადაცემა „Connect The World“-ში განაცხადა, რომ საქართველოში 27 დამოუკიდებელი არხი მაუწყებლობს. მისივე თქმით, არის პოლიტიკური თოქშოუები, სადაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება ეძლევა.

2009-11-03
„რადიო თავისუფლება“ უკვე აფხაზეთსა და ცხინვალშიც
„ეხო კავკაზა“-ს ანდრეი ბაბიცკი უხელმძღვანელებს

გუშინ, საღამოს 10 საათზე, გადაცემა ,,ეხო კავკაზა“ პირველად გავიდა რადიო ,,თავისუფლების“ ეთერში. გადაცემა რუსულენოვანია რადგან ის აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთშიც გადაიცემა. ადამიანის უფლებათა ცენტრი ახალი გადაცემის შესახებ, რადიო ,,თავისუფლების“ ქართული რედაქციის დირექტორს დავით კაკაბაძეს ესაუბრა.

სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC