მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მედია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
პროტესტის მეორე დღე- სოლიდარობის აქცია საპროტესტო მსვლელობით გაგრძელდა
24 სექტემბერი, 2014
,,დამსაქმებელი თუ მონათმფლობელი“, ,,რეალ TV“-ის კონტრაქტი“ - ამ ტრანსაფარანტებით დღეს გორში თეატრის სკვერში ტელეკომპანია ,,დია“-დან წამოსულმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს. ჟურნალისტები ,,დია“-ს ხელმძღვანელობის მხრიდან წარდგენილი კონტრაქტის კონკრეტულ პუნქტებს აპროტესტებდნენ.
ტელეკომპანია „დიას“ ჟურნალისტები შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ
22 სექტემბერი, 2014
ტელეკოპანია „დიას“ თორმეტმა თანამშრომელმა სამსახური დატოვა. ამის მიზეზად არხის ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებულ „კაბალურ ხელშეკრულებებს“ ასახელებენ. როგორც 22 სექტემბერს გორის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ტელეკომპანია „დია“ მთელმა გუნდმა დატოვა, მათ შორის: საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა, გადაცემების წამყვანებმა, განვითარების მენეჯერმა, მემონტაჟემ და ტექნიკურმა პერსონალმა.
ეთიკის ქარტიის საბჭოს შეფასებით, „მოამბეში“ გასული ინფორმაცია დისკრიმინაციულია
19 აგვისტო, 2014
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს შეფასებით, მთავარი საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ეთერში (საზოგადოებრივი მაუწუყებელი) 6 აგვისტოს გასული ინფორმაცია, სადაც საუბარია მშობლების დაუდევრობით ჩვილის სიკვდილზე, დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსს, ასევე მაუწყებელთა ქცევის კოდექსს.
„ქართულმა ოცნებამ“ მედეა ვასაძეს გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმედღიანი ვადა მისცა
12 ივნისი, 2014
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ მედეა ვასაძემ დაახლოებით ერთ კვირაში უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს ”ტელეარხ 25”-ის ჟურნალისტ ჯაბა ანანიძესთან სატელეფონო ზარის გამო. უმრავლესობის წევრი გია მასალკინი ამბობს, რომ უმრავლესობამ თანაპარტიელი მედეა ვასაძე არჩევანის წინაშე დააყენა: მან ან ბოდიში უნდა მოიხადოს, ან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა მედიის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
24 აპრილი, 2014
23 აპრილს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ანგარიშის - „ქართული მედია გარდამავალ პერიოდში“ პრეზენტაცია გამართა. ანგარიში ნედის (ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის) ფინანსური მხარდაჭერითაა მომზადებული და 2012-2014 წლებში ქართული მედიისთვის ყველაზე აქტუალურ თემებს და მოვლენებს მიმოიხილავს.
TV-3-ის გადამღები ჯგუფი ცხინვალის იზოლატორში არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდა
22 აპრილი, 2014
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა TV-3-ის სამი თანამშრომელი - ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი, დაკავებიდან 24 საათში გაათავისუფლეს.
სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში - 2013
8 აპრილი, 2014
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში მიმოიხილავს სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს. ასევე, ყურადღებას ამახვილებს საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე, თავს უყრის სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებს, რომელთა შესრულების დროულობასა და ხარისხზე მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება ქვეყანაში.
„ეს შენ გეხება“ - აქცია ბათუმში
26 მარტი, 2014
„ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" კამპანიის ფარგლებში ბათუმში, 19 აპრილს აქცია გაიმართა. უკანონო, ფარული მიყურადების აკრძლავის მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები ჯერ 6 მაისის პარკში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით ბათუმის უნივერსიტეტისკენ გადაინაცვლეს.
„გურია ნიუსის“ ჟურნალისტის თქმით, გამგებელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
20 თებერვალი, 2014
"გურია ნიუსის" ჟურნალისტ ჟანა მეგრელიშვილის თქმით, 14 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კომენტარისთვის მისულს, საკუთარ კაბინეტში უშვერი სიტყვებით აგინა.
ლანჩხუთის ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტები „ქართული ოცნების“ წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ
31 იანვარი, 2014
ორი დღის წინ, დაახლოებით 19 საათისთვის ლანჩხუთში გამომავალი დამოუკიდებელი გაზეთის, "ჰო და არას" ოფისში, როგორც ამ გაზეთის ჟურნალისტი, მამუკა ქანთარია აცხადებს, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები და ა(ა)იპ „ლანჩხუთის გურიას“ თანამშრომლები: ედიშერ ჟორდანია, გიალო ჩხაიძე, თემურ ალექსაია და შპს „ლანჩხუთი 2000“–ის დირექტორი ნუგზარ ცინცაძემივარდნენ და ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.