კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

დემოკრატიის შუქურა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ

17 თებერვალი, 2009
საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაარსების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თბილისში 11-12 თებერვალს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის დასკვნით დღეს რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტმა ია ანთაძემ და სტუდია "რეპორტიორის" ხელმძღვანელმა ვახო კომახიძემ უცხო ქვეყნების ომბუდსმენებს საქართველოს მედია სივრცეში დღეს არსებული რთული ვითარება და ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები გააცნეს. ანთაძის და კომახიძის მოხსენებებს რეგიონულ ტელემაუწყებელთა ასოციაცია განცხადებით გამოეხმაურა და მოხსენებებში მოყვანილი ფაქტები რეგიონული ტელეკომპანიების დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა.

რეგიონული ჟურნალისტების დაშინების ფაქტები ყოველდღიურად უფრო მასშტაბური ხდება

3 თებერვალი, 2009
სოზარ სუბარი: "ხელისუფლება იმ ადამიანებს ახალისებს, რომლებიც ჟურნალისტებს ავიწროვებენ" საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების დაშინების ფაქტები ყოველდღიურად უფრო მასშტაბური ხდება. რეგიონულ კორესპონდენტებს, გარდა იმისა, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან, ფიზიკური ანგარიშსწორებით, გატაცებით და სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებიან. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ასეთ ფაქტზე ვრცელდება ინფორმაცია და დაზარალებულებს, ხშირ შემთხვევაში, განცხადება მტკიცებულებებთან ერთად პროკურატურაშიც შეაქვთ, არცერთი საქმე გამოძიებული არ არის.

გუბერნატორმა თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა აიძულა

3 თებერვალი, 2009
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, 23 იანვარს, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დააწერინეს. 20 განცხადებიდან გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა მხოლოდ ორი დააკმაყოფილა. ადმინისტრაციის იურისტი ზიტა იმანოვა და პრესმდივანი მარი შაშვიაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. იმანოვა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრია, მარი შაშვიაშვილი კი ტელერადიოკომპანია "იმედის" კახეთის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის და ამჟამად რადიო "პალიტრას" და საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ჟანა დიდებაშვილის ქალიშვილი. ამ დეტალების გამო უფლებადაცვით ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ იმანოვა და შაშვიაშვილი სამსახურიდან პოლიტიკურად არასაიმედოობის ნიშნით გაათავისუფლეს.