06:29, Wednesday, 21.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მედია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2012-07-31
ჟურნალისტებისთვის ქუთაისის საკრებულოს კარი დაიკეტა
„თქვენ არღვევთ კანონს, რაც დასჯადია!“ - ამ სიტყვებით  ქუთაისის მედიის წარმომადგენლები ადილობრივ ხელისუფლებას ბოლო ერთი წლის მანძილზე, განსაკუთრებით კი, წინასაარჩევნო პეროდში, ხშირად მიმართავენ. 
2012-07-13
მუშტი-კრივი გორის სოფლებში
გორის რაიონში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო იძაბება. საქმეში უკვე ბახუსი და მუშტი ჩაერთო. აგრესიულად განწყობილი ადამიანები კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების  სოფლებში შეხვედრების ჩაშლას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ. აგრესიას ჟურნალისტების მიმართაც გამოხატავენ. სოფელ ახალდაბაში ერთმა პიროვნებამ სააგენტო „ინფო 9“-ის ოპერატორს თორნიკე თიბილაშვილს ჯერ გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა და შემდეგ მუშტი პირდაპირ სახეში ჩაარტყა. ამავე სოფელში ჩხუბი ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეებს შორისაც გაიმართა.

2012-07-13
საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგი
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა ცენტრი წინასაარჩევნო პერიოდში ახორციელებს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის პროექტს. პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები დააკვირდებიან შემდეგ ტელეარხებზე გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს: საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“, „რუსთავი 2“, „კავკასია“, „მაესტრო“ და „მე-9 არხი“.

2012-07-13
სახალხო დამცველის ცნობით, კარალეთში ინციდენტის შედეგად 10 ჟურნალისტი დაშავდა
კარალეთში მომხდარი ინციდენტის შედეგად 10 ჟურნალისტი დაშავდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, დაშავებულები არიან სააგენტო „ინფო-9“–ის წარმომადგენლები თამთა ილურიძე, ეკა ილურიძე, შორენა ხაბალაშვილი, რეზო ნადირაძე და ლექსო ალექსიძე, „მე-9 არხის“ ჟურნალისტები ნუკრი ბეგლარაშვილი და ნოდარ სხირტლაძე, ტელეკომპანია „თრიალეთის“ წარმომადგენლები ნინო ბოლაშვილი და მამუკა ქევხიშვილი და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი.

2012-07-12
„მაესტროს“ სატელიტური ანტენები დაყადაღებულია
თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ივლისს დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ საქართველოში შემოტანილი „დიდი ოდენობით“ სატელიტურ ანტენების დააყადაღების თაობაზე, რაც პროკურატურის თქმით, ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვას უკავშირდება.

2012-07-12
NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს
10 ივლისს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რესპოდენტების ის რაოდენობა, რომელიც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ–მინისტრი არ უნდა გახდეს, ოდნავ აჭარბებს მომხრეთა მაჩვენებელს, ხოლო რესპონდენტთა მნიშვნელოვან ნაწილს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

2012-07-12
გოგონა, რომელიც სიღნაღში „info9“–ის ჯგუფს დასდევს, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელია
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სააგენტო info 9–ის ჟურნალისტს თინათინ მატინოვს, რომელიც გამგეობის სპეციალისტისგან გიორგი ლათიბაშვილისგან ინფორმაციის მიღებას ცდილობდა, მიკროფონით ნათია მირიანაშვილი აედევნა და გამგეობის თანამშრომელს კომენტარის გაკეთება აუკრძალა. ამ ინფორმაციას სააგენტო Info 9 ავრცელებს.

2012-07-12
კარალეთში ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი ცემეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი
გორის რაიონის სოფელ კარალეთში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი ცემეს. ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა კარალეთის რწმუნებულმა მიაყენა. საბა წიწიკაშვილი გორის საავადმყოფოშია მოთავსებული.

2012-07-10
გარემოსდაცვითი საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში
ქართული მედია გარემოსდაცვითი საკითხებით (პრობლემებით) იშვიათად ინტერესდება და ამ დაინტერესებას უფრო კამპანიური ხასიათი აქვს. - ასეთი დასკვნა გამოიკვეთა ქართულ მედიაზე განხორციელებული მედია-მონიტორინგის შედეგად.

2012-07-10
ჟურნალისტმა შს მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა. ჟურნალისტი შსს–გან 2012 წლის 20 მაისს თიანეთის პოლიციის შესასვლელსა და მისაღებში დამონტაჟებული ვიდეოთვალის ჩანაწერების მიწოდებას ითხოვს.

2012-07-06
სოციალური რეკლამა თუ წინასაარჩევნო ხრიკი?
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო ტელეარხებზე ხშირად გვხვდება ვიდეო რგოლები, რომლებშიც მოთხრობილი და ნაჩვენებია საქართველოს მთავრობისა და კონკრეტული საჯარო ორგანიზაციების მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ასეთი ტიპის პროდუქცია ტელეარხებზე სოციალური რეკლამის სახით გადის და მისი განთავსებისთვის დამკვეთი ორგანიზაცია რეკლამის საფასურს არ იხდის.

[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC