ჯარი
30 ივნისი, 2008
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქალბატონის უცნაური საუბარი მომესმა, თავის ჯარისკაცი შვილის გასაჭირზე საუბრობდა: ,,როგორ გადავიხადო 24 000 ლარი, სახლი დამიყადაღეს, რისთვის გავგზავნე შვილი ერაყში... ორ ლუკმას შოულობს ჯარში, ახლაც იქ მუშაობს, არასოდეს შექმნია პრობლემები, მეთაურთანაც, ჯარისკაცებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. ახლა სასამართლოში გვიჩივიან, ადვოკატის ფულიც არ მაქვს, რომ თავი დავიცვათ. სახლი უკვე დამიყადაღეს" - თვალცრემლიანი უყვებოდა ამ ამბავს ჯარისკაცის დედა გვერდით მჯდომს.