11:25, Monday, 19.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჯარი

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2009-10-28
აფხაზეთში წინასაარჩევნო სამზადისში რუსი სამხედროებიც მონაწილეობენ?
გალის რაიონში დამატებით რუსეთის სამხედრო ძალების შეყვანაზე ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება

რუსმა სამხედროებმა გალის რაიონში 27 ოქტომბერს დამატებითი სამხედრო ძალა შეიყვანეს. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამიამ 28 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

2009-10-08
ერაყის გმირის რამაზ მანძულაშვილის საქმე მის სასარგებლოდ გადაწყდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ერაყის გმირ რამაზ მანძულაშვილთან სასამართლო პროცესი წააგო. მანძულაშვილის საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოს გასულ წელს განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდა, მიმდინარე წელს სხვა. თავდაცვის სამინიტრომ საქმის მოგვარება განაჩენის მიღებამდე სცადა, მაგრამ პროცესი ძალიან რეზონანსული გამოდგა და სასამართლოს მოუხდა სამინისტროსთვის წამგებიანი გადაწყვეტილების მიღება.

2009-09-24
კლინტონმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონებთან დაკავშირებით მოთმინებისკენ მოუწოდა
ვაშინგტონი - სახელმწიფო მდივანმა ჰილარი როდამ კლინტონმა საქართველოს მოუწოდა, გამოიჩინოს სტრატეგიული მოთმინება თავისი ორი სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემებისა და რუსეთის მიერ ამ ორი რეგიონის ოკუპაციის საკითხის გადაწყვეტისას.
2009-08-24
სახელმწიფო „ოქრუაშვილის მონების“ წინააღმდეგ
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის მიზეზით ასობით ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს სასამართლოში უჩივის. მოპასუხეთა სრულ უმრავლესობას ჯარში საკონტრაქტო სამსახურის დაწყების თაობაზე სამინისტროსთან ხელშეკრულება, ამჟამად ოპოზიციაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს აქვს გაფორმებული. თავდაცვის სამინისტრო თითოეული ყოფილი სამხედრო მოსამსახურისგან, ჯარიმის სახით თანხის, პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, დაახლოებით, 30 ათასიდან 40 ათასამდე ლარის ოდენობით.

2009-08-20
კანონი – ეს მე ვარ!
მუხროვანის ამბოხში ეჭვმიტანილებს წინასწარი აღმკვეთი ღონისძიება თბილისის საქალაქო სასამართლომ მაისში შეუფარდა. ამ დროისთვის წინასწარი პატიმრობის 2-თვიანი ვადაც გასულია და წინასწარი გამოძიებაც  –  დასრულებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს  სისხლის სამართლის კოლეგია საქმის განხილვას 21 აგვისტოს დაიწყებს. მუხროვანის ამბოხში ბრალდებული 42 ადამიანის ბედის განსაზღვრა მოსამართლე ჯემალ კოპალიანის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

2009-07-13
ოჯახი დაღუპული ჯარისკაცის უფლებების დაცვას ითხოვს
ჯარისკაცი ლევან ანანიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, ნაღმის ნამსხვრევებით მარჯვენა ფეხში დაიჭრა.  გადაუდებელი სამადიცინო ჩარევის შემდეგ, ის სამკურნალო შვებულებით ოჯახში დაბრუნდა. მოგვიანებით კი, 2008 წლის 15 სექტემბერს, ზღვაში საბანაოდ ჩასული, დაიღუპა. გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია. ასეთ შემთხვევაში ოჯახმა, დაღუპული ჯარისკაცის დაზღვევას თანხა უნდა მიიღოს. ეს თანხა გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს დღემდე არ მიუღია, რადგან გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობის მუხლითაა აღძრული.

2009-04-27
დაღუპული ჯარისკაცის მეუღლე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ
43 წლის ჯარისკაცი ჯუმბერ კვარიანთაშვილი, რომელიც ხონის ბატალიონში მსახურობდა, აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე დაიღუპა. ჯარისკაცის მეუღლე ლიანა გულიაშვილი აცხადებს, რომ კვარიანთაშვილმა ფეხის ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო. მიღებული ტრავმის შემდეგ მან მკურნალობა გორის ჰოსპიტალში გაირა, თუმცა მისი მდგომარეობა გართულდა, რის შედეგადაც ჯარისკაცი გარდაიცვალა.

2009-03-31
სერჟანტი შავაძე ხელისუფლების წინააღმდეგ

სერჟანტ რამინ შავაძის მკვლელობის ფაქტი 2008 წლის 16 აგვისტოს მოხდა, სასამართლო პროცესამდე წინასწარი ძიებისთვის კანონით განსაზღვრული 9-თვიანი ვადა ერთ თვეში იწურება. ადვოკატი რამინ პაპიძე ფიქრობს, რომ საქმეს ამ ხელისუფლების მმართველობის პირობებში სასამართლო პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, რატომ, რა კავშირია ჩადენილ დანაშაულსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის; და თუ ასეთი კავშირი არ არსებობს, რატომ არ იძვრის საქმე სასამართლოს მიმართულებით.

2009-03-10
ოსთა ტყვეობას თავდაღწეული მამა-შვილი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს
 

თემურ ჯარმელაშვილი  აგვისტოს ომის დროს ცხინვალში ტყვედ 16 დღე იყო. მან დღესაც არ იცის ტყვეობიდან რის საფუძველზე გაათავისუფლეს, ვარაუდობს, რომ ის ოსებში გაცვალეს. ჯარმლაშვილი ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე დღე სოფელ დიციდან არ გამოსულა.  ის ომის საშინელებას თვითონ უყურებდა.

2009-01-23
სასამართლო - ჯარისკაცული პატივისა და ღირსების წინააღმდეგ

2008 წლის 6 ნოემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ საპროცესო გარიგება დადო აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დეზერტირობაში ბრალდებულ ორ ჯარისკაცთან. გარიგების თანახმად, ჯარისკაცებს თავდაპირველად წაყენებული ბრალდება - დეზერტირობა ბრძანების შეუსრულებლობის მუხლით შეეცვალათ.  მათ თავისუფლების სანაცვლოდ, უარი თქვეს საქმის არსებით განხილვაზე და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს.  საპროცესო გარიგება ბრალდებულთა ადვოკატებმა ითხოვეს. მათ ეს ჩათვალეს ჯარისკაცებისთვის თავისუფლების მოპოვების უმოკლეს გზად - პრეზიდენტის ამნისტიის მოლოდინში. 17 დეკემბერს, ბარბარობას, ჯარისკაცები, მართლაც, შეიწყალეს და თავისუფლება აჩუქეს. თითქოს ყველა კმაყოფილი უნდა ყოფილიყო. მაგრამ...

სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC