მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
ჯანდაცვა
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ლეიკემიით დაავადებული გოგონა დახმარების მოლოდინშია
11 დეკემბერი, 2008
სოფიო შენგელია ლეიკემიით არის დაავადებული. სისხლში თრომბოციტოპენია მას სამი წლის ასაკში გამოუვლინდა. იგი ახლა 22 წლისაა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ქიმიოთერაპიით ხანგრძლივმა მკურნალობამ სხეულის სხვა ორგანოების დაავადებაც გამოიწვია. ქირურგიული ოპერაციისა და მკურნალობისათვის საჭირო თანხები კი შენგელიების ოჯახს არ გააჩნია.
სიღნაღში ონკოდაავადებების ფაქტებმა იმატა
3 დეკემბერი, 2008
პაციენტებს მკურნალობაზე უარს ეუბნებიან
2 დეკემბერი, 2008
დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრი დაზღვეულ პაციენტებს, რომლებიც გეგმიურ სამედიცინო შემოწმებას საჭიროებენ, მკურნალობაზე უარს ეუბნება. მიზეზი სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“-ს დავალიანებაა, 350 ათასი ლარი.
სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე...
27 ნოემბერი, 2008
ონკოლოგიური ავადმყოფები მკურნალობას ვეღარ შეძლებენ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ონკოლოგიური ავადმყოფები ზარალდებიან. სახელმწიფოს მხრიდან ამ დაავადების მკურნალობისათვის წლების განმავლობაში გამოყოფილი 70%-იანი დაფინანსების მოდელი აღარ არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროში დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული პროგრამა დაფინანსდება. თანადაფინანსების ძველი მოდელი იმოქმედებს 60 წელს გადაცილებულ პაციენტებზეც. იმ ადამიანებმა კი, რომლებიც ამ კატეგორიებში ვერ ხვდებიან, საკუთარ ჯანმრთელობაზე თავად უნდა იზრუნონ. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ასეთი პაციენტების რაოდენობა საქართველოში 35%-ზე მეტია.
გალის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია
19 ნოემბერი, 2008
ვაქცინაციის ირგვლივ სკანდალი „არასწორი ინფორმაციის გამო ატყდა“
3 ნოემბერი, 2008
წითელასა და წითურას ვაქცინით 26-ე პოლიკლინიკაში პირველ დღეს 210 ადამიანი აიცრა, მეორე დღეს - 180, მესამე დღეს - 22, მეოთხე დღეს - 6... აცრილთა რაოდენობა დღითიდღე მცირდებოდა. ამის მიზეზი ის სატელევიზიო სიუჟეტები გახდა, რომლებიც ვაქცინაციის შემდეგ საავადმყოფოში მოთავსებული ბავშვების შესახებ გადაიღეს. ამან წითელასა და წითურას ვაქცინის მიმართ საზოგადოებაში შიში და უნდობლობა გამოიწვია.
არასამთავრობოები სიღნაღის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მუშაობას აკრიტიკებენ
27 ოქტომბერი, 2008
უსაფრთხო ვაქცინის საფრთხე - წითელასა და წითურას წინააღმდეგ დაწყებული საყოველთაო აცრები ახალციხეშიც დაიწყო.
24 ოქტომბერი, 2008
ჯანმრთელობის უმნიშვნელო დარღვევისას აცრების ჩატარება დაუშვებელია
24 ოქტომბერი, 2008
"გენერალური გეგმა" შესრულდა - 300 ზუგდიდელი მედიკოსი უმუშევარი დარჩა
21 ოქტომბერი, 2008
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ბრძანებით "ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის" განსახორციელებლად ზუგდიდში არსებული 4 სამედიცინო დაწესებულება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად _ 1000 აშშ დოლარად შპს "ბლოკ-ჯორჯიას" გადაეცა. მათ შორისაა "ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფო", რომლის აქციათა 10%-ის მფლობელი მედიკოსები არიან. საავადმყოფოს გასხვისების წინააღმდეგ სწორედ ისინი გამოდიან. ექიმებმა საპროტესტო აქცია უკვე ორჯერ გამართეს.
ფსიქიატრიულებში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, ადამინის უფლებები კვლავაც ირღვევა
15 ოქტომბერი, 2008
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მიღებული ცვლილების და რეფორმების მიუხედავად, ადამიანის უფლებები კვლავაც ირღვევა. წამება, არაადამიანური მოპყრობის ფაქტები საქართველოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მაინც ფიქსირდება. ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფისში ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს მოხსენების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში არსებულ მდგომარეობას შეეხება.
გურჯაანის გიმნაზიის დაწყებით კლასებში სასწავლო პროცესი შეწყდა
10 ოქტომბერი, 2008
ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სასმელად უვარგის წყალს სვამს
26 სექტემბერი, 2008
დევნილს სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროება
22 სექტემბერი, 2008
ზემო აფხაზეთიდან დევნილ ნიკიფორე სამსიანს მძიმე ავადმყოფობის გამო უკვე რამდენიმე დღეა გადაადგილება უჭირს. ძველი კოოპერატივის შენობაში შეხიზნულ შუა ხნის კაცს იმედი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლების ყურადღების ღირსი გახდება. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობაში, რომელიც სექტემბრის დასაწყისშია გაცემული, მითითებულია, რომ სამსიანი გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს.
ომი, რომელიც ადამიანების გონებაში მუდამ გაგრძელდება
21 აგვისტო, 2008
რესპუბლიკურ საავადმყოფოს მთავარი შესასვლელის მხრიდან რომ შეხედავ, უცნაურს ვერაფერს შეამჩნევ, ვერც იმას იფიქრებ, რომ საქართველოში ომია. მოუარეთ და გვერდიდან შედით. აი იქიდან, “მიმღები” რომ აწერია. იქ სხვა სურათი დაგხვდებათ. ხალხი პატარ-პატარა ჯგუფებად დგას. ადამიანები ერთმანეთს უყურებენ და დაძაბულად დუმან. ზოგი შესასვლეთან გაკრულ დაჭრილთა სიებს აკვირდება, ეძებს... ომის ანაბეჭდი ყველა სახეზე იკითხება. ტირილის ხმასაც გაიგებთ. ჩვენც გავიგეთ... ახალგაზრდა ბიჭი “ბარდიურზე” იჯდა და ბეტონის ბოძს მიფარებული ხმამაღლა ქვითინებდა... შესვლა გვიჭირს, გვეშინია... განა რამე გვითქვამს ერთმანეთისთვის, ისედაც გასაგები იყო, ერთმანეთს გადავხედეთ და შევედით.
ონკოლოგიური ავადმყოფი ჯანდაცვის სამინისტროსთან შიმშილობას იწყებს
4 აგვისტო, 2008
ზუგდიდის #4 საპყრობილეში პატიმარი შიმშილობს
1 აგვისტო, 2008
სენაკის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგმა სოსო მაქაცარიამ ზუგდიდის #4 საპყრობილეში შიმშილობა გუშინ გამოაცხადა. გუშინ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და სამართალდამცავებმა იგი დარბაზიდან აიყვანეს. სოსო მაქაცარიას ბრალი ს.ს.ს. კოდექსის 116-ე მუხლის I ნაწილით, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ედება. საქმე ეხება 10 თვის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულ ქართლოს ესებუას, რომელსაც მაქაცარიამ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარა და რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მიყვანიდან 5 საათში გარდაიცვალა. ექიმი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.
სამცხე-ჯავახეთში ამბულატორიებს აწესრიგებენ
21 ივლისი, 2008
,,ამბულატორია ყველა სოფელში”, - ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო დაპირება ჯერ შესრულების პროცესშია, რომელსაც პრობლემები და გაურკვევლობები ახლავს თან. საბჭოურ პერიოდში თითქმის ყველა სოფელში ამბულატორია იყო, სადაც ექიმებს არა მარტო პირველადი დახმარების სრულფასოვნად გაწევა, არამედ მშობიარეების მიღებაც შეეძლოთ.
ექიმები ბომბზე სხედან - მათი დიდი ნაწილი, შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს
14 ივლისი, 2008
ჟურნალისტური მოკვლევა ჯანდაცვის სფეროში რეფორმის დაწყებას ექიმების საწინააღმდეგო კამპანია უძღვოდა წინ. ალბათ, ყველას გახსოვთ, როგორ გადიოდა თითქმის ყველა ტელევიზიის ეთერში თითქმის ყოველ დღე სიუჟეტები იმის შესახებ, თუ როგორ იღუპებოდნენ პაციენტები ექიმების დაუდევრობის გამო. თავად ექიმების თქმით, ასეთი ფაქტები ყოველთვის ხდებოდა. თუმცა ისინი მხოლოდ მაშინ გაახმაურეს, როდესაც ეს ვიღაცას დასჭირდა.
გაჩუქებული საავადმყოფოების საგა
10 ივლისი, 2008
მიიღებს თუ არა ხელისუფლება „სამედიცინო რევოლუციას“? ჟურნალისტური მოკვლევა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის განხორციელება ხმაურით დაიწყო, ამ თემის ირვლივ ბევრი დაიწერა და ითქვა. თუმცა, რა შედეგი მოჰყვება მთელი საქართველოს მასშტაბით საავადმყოფოების „დიდ გასხვისებას“, ჯერ არავინ იცის. ჩვენ შევეცადეთ ამ მოკვლევაში ყველა მხარის პოზიცია შეგვეგროვებინა და დაგვეხატა ის საერთო სურათი, რაც ჯანდაცვის სფეროში ამ ყიდვა-გაყიდვის შემდეგ შეიძლება გამოიკვეთოს. ექიმები, რომელთა დიდ ნაწილს შემცირება ემუქრება, „სამედიცინო რევოლუციით“ იმუქრებიან.