04:42, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არჩევნები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2012-03-29
პოლიტიკური შევიწროვების ისტერია ახმეტაში
ახმეტაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შევიწროვება გრძელდება. ამჯერად, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის ხელმძღვანელს ზაქარია ქინქლაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, რომელიც 200 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

2012-03-26
პოლიცია ახმეტაში „ქართული ოცნების“ გაზეთის გავრცელებას ზღუდავს
პოლიცია ახმეტაში პარტიული გაზეთის „ქართული ოცნების“ გავრცელებას ზღუდავს. რესპუბლიკური პარტიის ახმეტის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ზაქარია ქინქლაძის ინფორმაციით, კვირაობით, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ აქტივისტები ბაზარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზეთებს დაარიგებენ, პოლიციის თანამშრომლები გავრცელებული გაზეთების ამოღებას ახდენენ.

2012-03-23
საქართველოში აშშ–ის ელჩობის კანდიდატი პრიორიტეტებზე საუბრობს
„არჩევნები ლაკმუსის ტესტია ნატოში გაწევრიანებისთვის“; საარჩევნო „თანაბარ პირობებზე ძალიან რეალური წუხილები არსებობს“; „ბევრი წუხილია პარტიების დაფინანსების საქმეში კონტროლის პალატის როლთან დაკავშირებით“; „საქართველოს ოფიციალური პირები იწყებენ იმის გაგებას, რომ დაკვირვების ქვეშ არიან“...

2012-03-20
აკაკი ბობოხიძე: „ვინ არის ჯონ ბასი, რომ მისი გაღიზიანება ჩვენთვის შემაშფოთებელი იყოს?“
რატომ არ აწუხებს აშშ-ს ელჩის შეშფოთება კონტროლის პალატის ქმედებაზე, რას პასუხობს ძმები ბობოხიძეების მიმართ წამოყენებულ ბრალდებებს და ჩაანაცვლებს თუ არა მას საკუთარი ძმა - სკანდალური ლევან ბობოხიძე „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში,  გაზეთ „ვერსიას“ ამ კითხვებზე პასუხობს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე.

2012-03-19
Amnesty International კონტროლის პალატის ქმედებების შესახებ
16 მარტს საერთაშორისო ორგანიზაციამ, Amnesty International-მა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ოპოზიციური აქტივისტების და მხარდამჭერების „ფართომასშტაბიანი დაბარება“, რათა მათ „პასუხი გასცენ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების და საქმიანობების შესახებ კითხვებს, დაშინების ეფექტს ქმნის და თავისუფალი გამოხატვისა და შეკრების უფლებათა დარღვევის რისკს ქმნის“.

2012-03-19
საქართველოს ხელისუფლება Podesta Group-თან კონტრაქტს აგრძელებს
საქართველოს ხელისუფლებამ ვაშინგტონში ერთ-ერთ წამყვან ლობისტურ ფირმასთან, Podesta Group-თან, კონტრაქტი გაახანგრძლივა და წლის ბოლომდე მას 600 000 აშშ დოლარს გადაუხდის.

2012-03-19
კანონი, რომელიც ყველას შეეხო
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები არც თუ იშვიათად იწვევს მოქალაქეთა უკმაყოფილებას, მაგრამ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონმა სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია.

2012-03-15
ასმათ ათუაშვილი: „შენი შვილი უდედოდ დარჩება თუ ამ საქმიანობას არ შეეშვებიო“
„ეროვნული ფორუმის“ წევრი ასმათ ათუაშვილი კონტროლის პალატის თანამშრომლებმა, საგარეჯოს გამგეობის შენობაში 12 მარტს დაკითხეს. დაკითხვა 45 წუთს გაგრძელდა.

2012-03-15
ექსკლუზიური ინტერვიუ კონტროლის პალატის მიერ დაკითხულ მუბარიზ მამედოვთან
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა კონტროლის პალატის მიერ დაკითხულ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთან მუბარიზ მამედოვთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მამედოვი კონტროლის პალატის თანამშრომლების მხრიდან დაკითხვის პროცესში მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

2012-03-15
კონტროლის პალატა, პოლიტიკური პოლიცია თუ?..
კონტროლის პალატის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია რეგიონული ოფისების ფართებს პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევით ქირაობს და აღნიშნა, რომ ამ პროცესში კოალიცია იურიდიული პირების დაფინანსებას იყენებს, რაც კანონით აკრძალულია.

[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC