კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნები

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

„პატრიოტი" თუ პატარა ბიჭების ხელისუფლება შიდა ქართლში

15 ივლისი, 2008
(ადგილობრივ ხელისუფლებაში ყველაზე სტაჟიანი და თავისი საქმის პროფესიონალი - დამლაგებელია) "თქვენთვის კი არ ვმუშაობთ აქ? გვაცალე მუშაობა, უამრავი საქმე გვაქვს" - ასეთ საუბარს იწყებენ გორის ადგილობრივ ხელისუფლებაში ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლების განცხადებების დანახვაზე. მიმდინარე წელს ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" შიდა ქართლის ოფისიდან შესულ რამდენიმე ათეულ განცხადებაზე პროფესიონალური პასუხი არც ერთხელ გაცემულა. ამის შესახებ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" შიდა ქართლის ოფისი შეგროვებულ მასალებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს გადაუგზავნის შესაბამისი დასკვნებისა და შეფასებების გასაკეთებლად.