10:21, Monday, 13.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არჩევნები

აირჩიეთ წელი: 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2013-10-18
ბაქრაძის წინასაარჩევნო კამპანია ბათუმში სამი პირის დაკავებით დასრულდა
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისის მიმდებარედ დამონტაჟებული სცენიდან პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ  ბათუმელ ამომრჩეველს მიმართა. მანამდე კი, შეხვედრის ადგილზე სამართალდამცავებმა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული სამი პირი დააკავეს. მერაბ გორგაძე, ჯემალ დუაძე და ჯიმშერ კურცხალიძე იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი ბაქრაძესთან ახლოს მისვლას და კითხვის დასმას აპირებდნენ. 
2013-10-17
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, დარღვევების მიუხედავად, კომისიებში ისევ შეარჩიეს
ხელვაჩაურსა და ბათუმში საარჩევნო ოლქების მიერ საუბნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით შერჩეულთა შორის  მოხვდნენ პირები, რომლებიც 2008 წლის 3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების გაბათილების შემდეგ დაითხოვეს.  მაგალითად, ოლქში ცესკოს მიერ შერჩეული წევრის სტატუსით მუშაობს ილია ცხადაძეც. მუნიციპალიტეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ის, 2008 წელს ხელვაჩაურში არჩევნების შედეგების გაბათილების შემდეგ გათავისუფლდა. 
2013-10-16
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები შიდა ქართლში
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გორში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რამდენიმე ფაქტი დააფიქსირეს. ამ საკითხზე საიას გორის ორგანიზაციის წამომადგენლებმა მორიგი შუალედური ანგარიშის პრეზენტაციისას ისაუბრეს. 
2013-10-16
მარგველაშვილის წინასაარჩევნო ტურნე აჭარაში
აჭარაში წინსაარჩვენო შეხვედრები მარგველაშვილმა ქობულეთიდან დაიწყო. უამინდობის გამო, შეხვედრა სასტუმრო „ინტურისტის“ დარბაზში შედგა. პრეზიდენტობის კანდიდატს პარტიის მაისურებში გამოწყობილი ბავშვები ცეკვით შეხვდნენ და ტკბილეულისა და ხილის კალათა მიართვეს. პრეზიდენტობის კანდიდატი ქობულეთელ საზოგადოებას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ წარუდგინა. 
2013-10-15
არჩევნებიდან არჩევნებამდე - ხალხი ქვეყანაში არსებულ ვითარებას აფასებს
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წელის შემდეგ,  კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს დადებითად აფასებს. 
2013-10-15
წინასაარჩევნო კამპანია სამუშაო საათებში თუ ანგარიში კორპუსის მამასახლისებს?!
რუსთავის საკრებულოს თაჯდომარე  კახა გურგენიძე ე.წ ძველი მმართველი გუნდის კადრია. ის ბოლო ორი კვირაა სამუშაო საათებში, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში რუსთავის კორპუსების მამასახლისებს ხვდება. შეხვედრა ააიპ ,,რუსთავის კორპუსი“ -ს ორგანიზებულია. აღნიშნული აიპი ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით  ემსახურება რუსთავის კორპუსების პრობლემების მოგვარებას.
2013-10-15
რის მიხედვით ირჩევს გორის მოსახლეობა პრეზიდენტს
„ცესკოს“ მონაცემებით 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 23 საპრეზიდენტო კანდიდატია დარეგისტრირებული. არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დროს რჩება. გორის მოსახლეობაც არჩევნების მოახლოებასთან ერთად სასურველი კანდიდატის შერჩევისთვის ემზადება. www.humanrights.ge გორში მაცხოვრებ ამომრჩევლებს ესაუბრა. ვეცადეთ გაგვერკვია, თუ რის მიხედვით ირჩევენ სასურველ კანდიდატებს ამომრჩევლები. 
2013-10-11
ბიძინა ივანიშვილი: 'გარწმუნებთ ხალხო, რომ ილიას ნანატრი ხელისუფლება გეყოლებათ'
"არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ ჩვენ ილიას სამშობლოში ვართ. გარწმუნებთ ხალხო, რომ ილიას ნანატრი ხელისუფლება გეყოლებათ, ილიას ნანატრი მთავრობა გეყოლებათ თქენ და ასრულდება დიდი ილიას ნატვრა, ასრულდება ჩვენი წინაპრების ნატვრა, ჩვენ აღვიდგენთ ჩვენს ღირსებას და ჩვენ მოვახერხებთ, რომ ყოველი წელი იყოს წინა წელზე უკეთესი. ამის შემდეგი წელი იქნება უკეთესი და  საქართველოში დაიწყება ჭეშმარიტად ეკონომიკური აღორძინება". 
2013-10-10
„დანარჩენი პარტიები ბურჯანაძის წინააღმდეგ გაერთიანდნენ“ – აცხადებენ ბურჯანაძის შტაბში
საპრეზიდენტო კანდიდატ ნინო ბურჯანაძის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის შტაბის წევრები მარგველაშვილის შტაბის წევრებს "ნაციონალებთან" ჰარმონიულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.  შტაბის წევრთა თქმით, „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საუბნო კომისიებში ტრენინგები ერთად უტარდებათ.
2013-10-04
გორში ამომრჩეველებისთვის მონაცემთა ბარათების დარიგება იწყება
32-ე  გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში 106 საარჩევნო უბანია დარეგიტრირებული, მათი დიდი ნაწილი საჯარო სკოლის შენობებშია განთავსებული. საარჩევნო უბნებზე პირველი ეტეპის ინვენტარის გადაცემა უკვე დაწყებულია.
2013-10-02
მარგველაშვილის გორის საარჩევნო შტაბში კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების სიას საბოლოოდ აზუსტებენ
,,ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციაში  კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების სიის,  საბოლოო ვარიანტზე მუშაობენ. სია საოლქო საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ.   სახელისუფლებო კოალიციის ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, რამდენიმე დღის წინ იოსებ ფალელაშვილი დაინიშნა. ორგანიზაციამ ოფისიც შეიცვალა და ძველი გორის რეაბილიტირებულ უბანში გადავიდა.
1 2 3 4 [5] 6 7 8 9 10 11
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC