მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
არჩევნები
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გარდაცვლილებიც მიიღებენ
8 მაისი, 2008
საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, ამომრჩეველთა სიებში კორექტივების შეტანის ვადა ამოიწურა. 9 მაისის ჩათვლით სიებში ცვლილებები მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა შესულიყო, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნით, ცესკომ ეს ვადა 13 მაისამდე გააგრძელა. სიის საბოლოო, სრულყოფილი ვარიანტი 15 მაისისთვის უნდა იყოს მზად. ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 461 851 მოქალაქეა რეგისტრირებული. სადამკვირვებლო ორგანიზაციების შენიშვნების მიუხედავად, სიაში ამ დრომდე რჩებიან გარდაცვლილები.
კახა კუკავამ ნაციონალების მაჟორიტარ კანდიდატზე მამხილებელი ვიდეომასალა გაავრცელა
7 მაისი, 2008
პედაგოგებს, ოპოზიციური პარტიებიდან, დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრა აუკრძალეს
7 მაისი, 2008
საჯარო სკოლების პედაგოგებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრა აუკრძალეს. ასეთი დავალება სკოლის დირექტორებმა მასწავლებლებს საგანმანათლებლო რესურს - ცენტრისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელების სახელით, გასულ კვირას მისცეს. ამასთან ერთად, მასწავლებლები დაავალდებულეს, სურვილისა და მიზეზების მიუხედავად, ყველა მათგანი დაესწროს სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრას.
ბათუმი წინასაარჩევნოდ
7 მაისი, 2008
ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს საჯარო შეხვედრების ჩატარებისას პრობლემები ექმნებათ ბათუმი საარჩევნო პლაკატებით ჯერ არ აჭრელებულა. ქუჩებში მხოლოდ “ნაციონალების“ ბათუმის მაჟორიტარი კანდიდატის, თეიმურაზ ჩარკვიანის საარჩევნო პლაკატები გამოჩნდა - ბილბორდებზე სიგარეტების რეკლამებს სწორედ მისი ფოტო ჩაენაცვლა.
მძიმე არჩევნები
7 მაისი, 2008
ერთ ბინაში 93 ადამიანი იყო ჩაწერილი - რას დაუპირისპირებს ოპოზიცია გაყალბების ახალ მეთოდებს? წინასაარჩევნო კამპანია, როგორც ეს მოსალოდნელიც იყო, საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს. ოპოზიცია ამ კამპანიის არათანაბარ პირობებსა და მომავალი არჩევნების გაყალბების მცდელობაზე აქტიურად საუბრობს. საპასუხოდ ცესკო-ს საარჩევნო კოდექსში აქტიურად შეჰქონდა ცვლილებები. თუმცა ოპოზიციაზე ამ ცვლილებებმა სულ სხვაგვარად იმოქმედა. რატომ? რა გავლენას იქონიებს ბოლო დროს მიღებული ცვლილებები მომავალ არჩევნებზე? რა განასხვავებს საპარლამენტო წინასაარჩევნო კამპანიას სხვა კამპანიებისგან? გაყალბდება თუ არა არჩევნები და რა ტიპის გაყალბებები არის მოსალოდნელი?
ძალდატანებითი შეხვედრა ნაცმოძრაობასთან
6 მაისი, 2008
"სოციალური პირობები გაუმჯობესდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ; გაზი გაქვთ, სასმელი წყლის პრობლემები გადაჭრის პროცესშია; პირველადი ჯანდაცვის პროგრამა ყველაზე აქტიურად კახეთში განხორციელდა. ქუჩები განათებულია, ბევრი რამ არის შეცვლილი და კიდევ ბევრს შევცვლით", - ამ სიტყვებით მიმართავდნენ კახელ ამომრჩეველს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის პირველი ნომრები დავით ბაქრაძე, კობა სუბელიანი, გიგი წერეთელი, გია როინიშვილი, ნუგზარ წიკლაური და ხათუნა ოჩიაური.
წალენჯიხაში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დააკავეს
6 მაისი, 2008
შსს წალენჯიხის სამმართველოს თანამშრომლებმა გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, დავით ბელქანია 4 მაისს, საკუთარ სახლთან დააკავეს. მოგვიანებით იგი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ზუგდიდში გადაიყვანეს. ხოლო მას შემდეგ, რაც ბელქანია ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ აღმოჩნდა, გაათავისუფლეს. ეს, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, ამავე მიზეზით, ოპოზიციის წარმომადგენლის დაკავების მესამე შემთხვევაა. დავით ბელქანია სამართალდამცველების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ დევნის ფაქტებს მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს.
,,არჩევნებზე ხალხის ნება არ სრულდება” - მიაჩნია ახალციხის მოსახლეობას
2 მაისი, 2008
ახალციხელი ამომრჩეველი მომავალ საპარლამენტო არჩვენებს პესიმისტურად უყურებს. უმეტესობა კი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სარჩევნო სუბიექტებსაც არ იცნობს.
პან გი მუნი მოუწოდებს, ბოლო მოეღოს იმ ადამიანთა დაუსჯელობას, რომლებიც თავს ესხმიან ჟურნალისტებს
2 მაისი, 2008
თინათინ ხიდაშელი ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს
2 მაისი, 2008
ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ხმების დათვლის პარალელურად აქციას გამართავს
2 მაისი, 2008
აქტიური დამკვირვებელი გარიგებაზე უარის თქმის გამო დააკავეს
2 მაისი, 2008
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“-ს დამკვირვებელი, საბირ მეხტიევი, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურ დაკვირვებას აწარმოებდა, მას შემდეგ დააკავეს, რაც სადახლოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გამგეობის წარმომდგენელს, აფლატუნ ვალიევს გარიგებაზე უარი უთხრა.
სოზარ სუბარი: „არჩევნები აღარ უნდა გაყალბდეს!“
2 მაისი, 2008
სახალხო დამცველი ცესკოს თავმჯდომარეს არ ენდობა რატომ არ ენდობა სახალხო დამცველი ცესკოს თავმჯდომარეს? რატომ შევიდა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში სწორედ წინასაარჩევნოდ? რა კავშირი აქვს წინასაარჩევნო კამპანიას და აფხაზეთის პრობლემას? არჩევნებამდე 20 დღე დარჩა. წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს ესაუბრა.
სახალხო დამცველი სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკას მიუღებლად მიიჩნევს
30 აპრილი, 2008
ნაცმოძრაობამ წალენჯიხელებს მესამე მაჟორიტარი კანდიდატი წარუდგინა
30 აპრილი, 2008
22 აპრილს წალენჯიხელებს ნაცმოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი როლანდ ფიფია პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა წარუდგინა. ორი კვირით ადრე კანდიდატობაზე წარდგენილი და სკანდალურად მოხსნილი რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია მებონია და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გია ხარჩილავა მომხდარს გაუგებრობად აფასებენ, ხოლო პრეზიდენტის ერთგულების მტკიცებაში ერთმანეთს ეცილებიან. წალენჯიხის მოსახლეობა კი განვითარებულ მოვლენებს შიდა სახელისუფლებო და შიდაპარტიულ დაპირისპირებას უკავშირებს.
გაერთიანებულ ოპოზიციას ფასიან რეკლამებზე ხელი არ მიუწვდება
29 აპრილი, 2008
დეპუტატობის კანდიდატები ამომრჩევლის მოსყიდვით არიან დაკავებულნი
29 აპრილი, 2008
ამომრჩევლის მოსყიდვას საქართველოს საარჩევნო კოდექსთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსიც კრძალავს. მიუხედავად ამისა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ძირითადად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", ამომრჩევლებს საჩუქრებს და სხვა მატერიალურ ფასეულობებს უსასყიდლოდ, ან შეღავათიან ფასებში მაინც გადასცემენ. ასეთი ფაქტები ადგილობრივი და ცენტრალური ტელეკომპანიების მიერ თითქმის ყოველდღიურად შუქდება, მაგრამ ამ დრომდე არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული.
თბილისის პროკურორი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კანონის უხეში დარღვევით დაარეგისტრირეს
24 აპრილი, 2008
გურჯაანის #12 საოლქო - საარჩევნო კომისიამ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ღვინიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კანონის უხეში დარღვევით დაარეგისტრირა. საქართველოს საარჩევნო კოდექსით და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების მიუხედავად, ღვინიაშვილს საოლქო - საარჩევნო კომისიაში, ამ დრომდე არ აქვს წარდგენილი სამართლებრივი აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის თბილისის პროკურორად აღარ მუშაობს.
ჰერეთმა ერთიან საარჩევნო სიებში მკვდარი სულები დააფიქსირა
23 აპრილი, 2008
გორში ოპოზიცია ,,არათანაბარ პირობებს" უჩივის
22 აპრილი, 2008
გორში მძაფრ ,,მაჟორიტარულ ომს" წინასწარმეტყველებენ. საარჩევნო ფერხულში ორ დაპირისპირებულ მხარეს - ნაციონალებსა და გაერთიანებულ ოპოზიციას, მესამე მხარე - ჯუმბერ პატიაშვილის კანდიდატურაც დაემატა. პატიაშვილის ფაქტორმა პოლიტიკური სპექტრი გორში მთლიანად არია. ადგილობრივი ხელისუფლება პანიკაშია. ,,ნაციონალების" შტაბში მუშაობა გაცხოვებული ტემპით უკვე მიმდინარეობს.