არჩევნები
21 აპრილი, 2010
„ერთადერთი კრიტიკა“, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მისამართითაა მოსალოდნელი, იქნება ბრალდებები „ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ“, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვაშინგტონში, 15 აპრილს ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, - „მაგრამ ჩვენ ვაპირებთ, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა გავაუმჯობესოთ ხალხის ცხოვრება იმ შემთხვევაშიც კი, თუ იტყვიან, რომ ჩვენ ბოროტად ვიყენებთ (ადმინისტრაციულ რესურსებს); კარგით, ჩვენ ბოროტად ვიყენებთ, მაგრამ ამას ისევ გავაკეთებთ; მე მიმაჩნია, რომ ეს კანონიერია“.