არჩევნები
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2013-10-31
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
მაღვიძარის დარეკვამდე გამეღვიძა, არჩევნებზე დამკვირვებლად პირველად მივდიოდი ალბათ ამიტომ არ მეძინა, ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო, მეგონა რომ არაფერი არ ვიცოდი, იმის მიუხედავად რომ ნინა ხატისკაცის ტრენინგი გავლილი მქონდა. ტანსაცმელი ჩავიცვი თუ არა ხელში საარჩევნო ბუკლეტი ავიღე, კიდევ ერთხელ ვავლებდი თვალს საარჩევნო პროცედურების თანმიმდევრობას. 06:45 საათამდე ცალ ხელში ბუკლეტი მეჭირა ცალშიც ყავის ფინჯანი, ასე ჩავჯექი მანქანაში და არჩევნების დასაკვირვებლად გავემართე. ვიცოდი რომ წინ მძიმე დღე მელოდა.
2013-10-30
სტალინი, როგორც დამკვირვებელი
უკვე ათი წელია არჩევნებს ვაკვირდები. ბევრი რამ შეიცვალა ამ წლების მანძილზე, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ბოლო ორი არჩევნები, მათი მსგავსება და განსხვავებები მახსენდება. თავიდან დავიწყებ.
2013-10-29
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია წინასაარჩევნო მედია გარემოს გაუმჯობესებაზე საუბრობს
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რომელიც მონიტორინგს უწევდა საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს საქართველოში მედია გარემო უფრო ღია იყო და ჟურნალისტები "ყოვლისმომცველად" აშუქებდნენ მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს.
2013-10-29
უბნებზე ამომრჩევლების მიკროავტობუსებით მიყვანა, უკვე საქართველოს წარსულია
„მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ყველაზე მშვიდი, დემოკრატიული, ევროპული არჩევნები საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ბიძინა ივანიშვილის წინასწარი პროგნოზი გამართლდა. შეიძლება ითქვას, საქართველოში არჩევნები ექსცესების გარეშე, საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. მეტიც, იმდენად მშვიდ ვითარებაში, რომ ცოტათი გული დამწყდა, ბოლომდე ვერ დავიხარჯე. ვგულისხმობ დარღვევებს, რომელიც მე და ჩემს სტაჟიორებს ქუთაისის 127 საარჩევნო უბანზე, ერთ სპეცუბანსა და რაიონებში (სამტრედია, ბაღდათი) უნდა აღმოგვეჩინა და შესაბამისად, რეაგირება მოგვეხდინა.
2013-10-29
ბათუმში 2000 - ამდე ამომრჩეველი ხმის უფლების გარეშე დარჩა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით აჭარაში სულ 305 387 ამომრჩეველია. ბათუმში ხმას სულ 133 512 ამომრჩეველი აძლევს. ქედაში 15,744 ამომრჩეველი; ქობულეთი - 69,377; შუახევი - 15,200; ხელვაჩაური - 47,305 და ხულოში კი 24,249 ამომრჩეველი. ბათუმში 2000 - ამდე ამომრჩეველს არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, ისინი საარჩევნო სიებიდან მერიის წერილის საფუძველზე ამოიღეს.
2013-10-29
თითქმის ყველა უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩევლების რაოდენობაზე ნაკლები იყო
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თითქმის ყველა უბანზე, სადაც ისინი არჩევნებს აკვირდებოდნენ, სიაში ამომრჩევლების რაოდენობაზე ნაკლები ბიულეტენი იყო. საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შეფასებით, ეს საარჩევნო კოდექსის დარღვევაა და უბნებზე იმდენი ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი უნდა იყოს მიტანილი, რამდენი ამომრჩეველიცაა სიაში.
2013-10-28
აგიტაცია ტყვიავის საარჩევნო უბანზე
2013-10-28
ადამიანის უფლებათა ცენტრის შემაჯამებელი ინფორმაცია 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ
ადამიანის უფლებათა ცენტრი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს 8 რეგიონში დააკვირდა (კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, აჭარა, გურია, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო). ორგანიზაციის განკარგულებაში იყო 75 დამკვირვებელი, რომლებიც არჩევნებს 29 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და სოფლებში აკვირდებოდნენ.
2013-10-28
ბოლო მონაცემებით მარგველაშვილს 62% აქვს
ცესკოს ბოლო მონაცემებით, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი 62%-ით ლიდერობს. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს 21,9 % აქვს, მესამე ადგილზე კი, ნინო ბურჯანაძე გავიდა და მან ხმების 10,06 % მოიპოვა.
2013-10-27
საპრეზიდენტო კანდიდატების უპრეცედენტო რაოდენობა
დღეს ამომრჩეველს 23 კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არჩევნებზე ამდენი საპრეზიდენტო კანდიდატი არასოდეს დარეგისტრირებულა.
2013-10-27
პრეზიდენტობის კანდიდატების სლოგანები
წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნებში მონაწილე პარტიების და პოლიტიკური გაერთიანებების სლოგანები თვალშისაცემია. ყველა პოლიტიკური ფიგურა მოხდენილი ფრაზით ახერხებს თავისი პრინციპების გადმოცემას, რაც ამომრჩევლის მიზიდვისკენაა მიმართული.
2013-10-27
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაცია საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით
ადამიანის უფლებათა ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს 8 რეგიონში აკვირდება. ეს რეგიონებია: კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, აჭარა, გურია, მცხეთა-მთიანეთი და სამეგრელო. ორგანიზაციის 75 დამკვირვებელი 27 ოქტომბერს, საერთო ჯამში, 29 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და სოფლებში გადანაწილდა.
2013-10-27
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს,რომ საარჩევნო უბანი იძულებით დაატოვებინეს
კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის გელა მთივლიშვილის განცხადებით, მას სოფელ ჭიკაანში 14-ე საარჩევნო უბანზე შესვლის უფლება არ მისცეს და შემდეგ, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
2013-10-27
ადამიანის უფლებათა ცენტრი - საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი მცირეოდენი დარღვევები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის დასრულებამდე ორი საათით ადრე ადამიანის უფლებათა ცენტრი სათაო ოფისიდან დაუკავშირდა ყველა დამკვირვებელს, ვინც ორგანიზაციის სახელით არჩევნებს აკვირდებოდა. დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის შეჯერებით, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ შერჩეულ რეგიონებში საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი მცირეოდენი დარღვევები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი
HRC აგრძელებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო განხილვების და საპროტესტო აქციების მონიტორინგს
ვაკანსია: პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PR Manager)
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობას აფასებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს კონკურსს პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში შიდა ქართლის რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერთა შესარჩევად
არქივი
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას