არჩევნები
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2017-10-31
არჩევნებზე გამოკვეთილი ხარვეზები და შედეგები გორის მუნიციპალიტეტში
გორში თვითმმართველობის არჩევნებში მერობის ცხრა კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, არჩევნების პირველივე ტურში სახელისუფლებო პარტიის მერობის კანდიდატმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გაიმარჯვა. მან არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 54,9%, 22947 ხმა მიიღო, მეორე ადგილზე 15,19%-ით, 6679 ხმით გავიდა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი რევაზ კახნიაშვილი. მესამე ადგილზე გავიდა გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი და ,,შენების მოძრაობის" მერობის კანდიდატი დავით ონიაშვილი, რომელმაც 4 908 ხმა, 11.71% მიიღო.
2017-10-31
თვითმმართველობის არჩევნები კასპის მუნიციპალიტეტში - სამთავისის უბანზე მომხდარი ინცინდენტი
თვითმმართველობის არჩევნებში კასპის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძოდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, არჩევნების პირველივე ტურში ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატმა მანუჩარ მერებაშვილმა გაიმარჯვა. მან არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 64.76% (10 471 ხმა) მიიღო. 16.31 %-ით (2 638 ხმით) მეორე ადგილზე გავიდა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრობის" მერობის კანდიდატი ალექსანდრე შაქარაშვილი. ,,პატრიოტთა ალიანსის" კასპის მერობის კანდიდატმა მამუკა ბექაურმა 10. 51%-ი (1700 ხმა) მიიღო. 5.8%-ი (938 ხმა) ,,ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა დიმიტრი გორგაძემ. ,,რესპუბლიკური პარტიის" მერობის კანდიდატმა ნათია ბახტაძემ - 2%-ი (323 ხმა). ,,ტრადიციონალისტების" მერობის კანდიდატმა ნუგზარ გაგუამ 0.61%-ი (98 ხმა) მიიღო.
2017-10-28
შიდა ქართლის რეგიონში მეორე ტური მხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტში გაიმართება
ხაშურის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნებში რვა მერობის კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მათგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა პირველ ტურში.
2017-10-28
არჩევნების შედეგები და საარჩევნო პროცესის შეფასება ქარელის მუნიციპალიტეტში
თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით ქარელის მუნიციპალიტეტის მერი, მოქმედი გამგებელი და სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი გახდა, მან 10 450 ხმა მიიღო, რაც არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 65.97%-ს შეადგენს, 18.73% (2 967 ხმა) მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ახალკაცი. 8.87% მიიღო საარჩევნო ბლოკი ,,ბაქარაძე-უგულავა ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა მარლენ ლომიტაშვილმა. ,,პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატს ზურაბ ქველაძეს 5,4%-მა (855 ხმა) დაუჭირა მხარი. საარჩევნო ბლოკი ,,გიორგი ვაშაძე, ერთობა -ახალი საქართველოს" მერობის კანდიდატმა გენადი მამაგულაშვილმა 1.04% (164 ხმა) მიიღო.
2017-10-23
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს ორ რეგიონში დააკვირდა: კახეთში - საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; შიდა ქართლში - გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.
2017-10-21
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ დაფიქსირებული დარღვევები და ტენდენციები
ადამიანის უფლებათა ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს ორ რეგიონში აკვირდება: კახეთში - საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; შიდა ქართლში - გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.
2017-10-21
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის პროცესის პირველადი შეფასება
ადამიანის უფლებათა ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს ორ რეგიონში აკვირდება: კახეთში - საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; შიდა ქართლში - გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.
2017-10-06
ქვახვრელში გამართული აქცია პოლიციამ დაშალა
3 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ქვახვრელისა და უფლისციხის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გადაკეტეს. მოსახლეობის პროტესტი სოფელში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეჩერებამ გამოიწვია. კერძოდ კი, სასმელი წყლის მილების გასაყვანად დაწყებული სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. ადგილობრივები სასმელი წყლის პროექტთან ერთად გაზიფიცირების სამუშაოების შეჩერებას აპროტესტებდნენ და აქციაზე გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილის მისვლას მოითხოვდნენ.
2017-10-05
გორში ქართული ოცნების წარმომადგენელი პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს
„დაკავებული თანამდებობიდან გამათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვარ მმართველი გუნდის წარმომადგენელი. მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი კი არის „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატი“, - ეს განცხადება გელა კაპანაძემ გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მისი პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.
სხვა სიახლეები
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი
HRC აგრძელებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო განხილვების და საპროტესტო აქციების მონიტორინგს
ვაკანსია: პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PR Manager)
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის საქმიანობას აფასებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს კონკურსს პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში შიდა ქართლის რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერთა შესარჩევად
არქივი
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას