სხვა
22 ივლისი, 2009
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დაინტერესდა სტატიით, რომელიც ცოტა ხნის წინ, ჩვენს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. სტატიაში, სახელწოდებით „მოსამართლეზე, რომელმაც პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, დისციპლინური დევნა დაიწყო“ საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო. სტატიაში გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის საბაბი მისი ერთ-ერთი გადაწყვეტილება გახდა. „მოსამართლე გოგიჩაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, არ დააკმაყოფილა კახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და „ახალი მემარჯვენეების“ მხარდამჭერს კოტე კაპანაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობის ნაცვლად, 20 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა“ - წერია სტატიაში. საქართველოს იუსტიციის უმაჭლესი საბჭო აღნიშნულ პუბლიკაციში მოყვანილ ცნობებს არარეალურს უწოდებს. გთავაზობთ საბჭოს ოფიციალურ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა.