მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სხვა
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
“წითელი ჯვრის საზოგადოებას“ ქონებას ართმევენ
31 აგვისტო, 2006
აჭარის მთავრობა “წითელი ჯვრის საზოგადოების” აჭარის ორგანიზაციის ქონებას აუქციონზე ჰყიდდა. აუქციონი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიმართვის შემდეგ ბათუმის სასამართლომ დროებით შეაჩერა.
აბიტურიენტები მათი უფლებების დარღვევაზე ალაპარაკდნენ
26 აგვისტო, 2006
უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები დამთავრდა და აპელაციების ეტაპი დაიწყო. აბიტურიენტთა ნაწილი გამოცდების მიმდინარეობით უკმაყოფილოა და იმ პრობლემებზე საუბრობს, რამაც მათი პრეტენზიები გამოიწვია. როგორც აბიტურიენტები ამბობენ, ყველაზე მეტად უცხო ენების გამოცდით დაზარალდნენ, რადგან შესწორებული ტესტებისა და გამოცხადებული ქულების შემდეგ ტესტები ხელახლა გასწორდა. მათ ეჭვი აქვთ, რომ ეს შეგნებულად მოხდა.
დროებითი თავშესაფარი თვითმკვლელობის მცდელობის ფასად
23 აგვისტო, 2006
სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად გულნარა ჭაღალიძემ მანქანის ქვეშ შევარდნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დროებითი საცხოვრებელისთვის ჯანდაცვის სამინისტროსგან უარი მიიღო. სანატორიუმ „მწვანე კონცხიდან“ გამოსახლების შემდეგ, სოფელ ჭარნალის კლუბში შესახლებულ ჭაღალიძეების ოჯახს ადგილობრივი მოსახლეობა აუჯანყდა. „ისევ ქუჩაში დარჩენას, მირჩევნია აქვე მოვკვდე შვილებთან ერთად“, _ განაცხადა თავლცრემლიანმა დედამ.
საპროტესტო აქციები უშუქობის ფონზე
21 აგვისტო, 2006
20 აგვისტოს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში აფხაზეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ავტო მაგისტრალზე საპროტესტო აქცია მოეწყო. აქცია სოფლის მოსახლეობამ მოაწყო, რომლებიც აღშფოთებას გამოთქვამდნენ უშუქობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ გახარჯული ელექტრო ენერგიის საფასური მოსახლეობას გადახდილი აქვს, მათ არც წყალი და არც ელექტრო ენერგია მიეწოდებათ.
ლაგოდეხში 200-მდე უმწეო საოჯახო დახმარების გარეშე დარჩა
20 აგვისტო, 2006
ლაგოდეხის რაიონის საპასპორტო, მოსახლეობისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის საპასპორტო განყოფილების თანამშრომელთა უყურადღებობისა და უთავბოლობის შედეგად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი 200-მდე ოჯახი სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სოციალური (საოჯახო) დახმარების გარეშე დარჩა.
საზღვრის დადგენისას, დაპირისპირება შესაძლოა სისხლისღვრამდეც მივიდეს
20 აგვისტო, 2006
ბევრ ქარტეხილს გაუძლო დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსმა, რომელიც 12-მდე განშტოებას მოიცავს და დღესაც მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლს წარმოადგენს, თუმცა ქართველების აღშფოთებას აზერბაიჯანელთა საქციელისადმი საზღვარი აღარ აქვს.
ასფალტზე დგომისთვის გვართმევენ ფულს
18 აგვისტო, 2006
ბათუმში, ბონის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველდღიურად გამყიდველებს კონტროლიორები თანხას ართმევენ. თანხა, რომლის სანაცვლოდაც მოვაჭრეები დაუნომრავ ქვითრებს ღებულობენ, განსაზღვრული არ არის. მას „მეჩეკე“ კონტროლიორები თვითონ საზღვრავენ. მსგავსი გადასახადის მოთხოვნა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო.
რას მოუტანს გალის რაიონის მოსახლეობას თხილის სეზონი
17 აგვისტო, 2006
10 აგვისტოდან ფაქტიურად თხილის სეზონი დაიწყო დასავლეთ საქართველოში. ყოველ წელს თხილის სეზონს იმედით და თან შიშის თვალებით ელოდებიან გალის რაიონის მაცხოვრებლები. რადგანაც სწორედ ამ დროს იწყება ყაჩაღობების სეზონი.
სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა თელავში დარღვევებით ჩატარდა
16 აგვისტო, 2006
„ვისაც პრეზიდენტი და ხელისუფლება როდისმე გაუკრიტიკებია, სახელმწიფოსგან არაფერს უნდა ითხოვდეს – თელავში ამ პრინციპით ნაციონალები და ადგილობრივი ხელისუფლება ხელმძღვანელობენ’’, – აცხადებს თელაველი ნაირა გრძელიშვილი. ის თელავის რაიონის გამგეობის გაზეთ „ჩვენი გაზეთის“ რედაქტორ ნანა ქიბიშაურს და ადგილობრივ ნაციონალებს შეურაცხყოფისათვის პასუხს სთხოვს.
სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები გაიფიცნენ
11 აგვისტო, 2006
„ხელფასის მომატებას, გეგმის შესასრულებლად დროის გაზრდასა და ადამიანურ მოპყრობას მოვითხოვთ“, _ აცხადებენ ბათუმის სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები, რომლებმაც საპროტესტო აქცია გამართეს. ფაბრიკის ეზოში მოწყობილი გამაფრთხილებელი აქციის მონაწილეები ადამიანურ მოპყრობას, შრომის ადეკვატურ ანაზღაურებასა და ნორმალურ სამუშაო პირობებს ითხოვდნენ.
მთიანი რეგიონები შეღავათების გარეშე დატოვეს
7 აგვისტო, 2006
საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა ხელისუფლებისგან უპატრონოდ მიტოვებას უჩივის და შველას ითხოვს. თუ მათი პრობლემები ახლო მომავალში არ გადაწყდა, ცენტრალური ხელისუფლების მმართველობის გაუქმებით, ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონისა“ და ცენტრალური გაზსადენის პარალიზებით იმუქრებიან.
150 ოჯახი სასმელი წყლის და გზის გარეშე
4 აგვისტო, 2006
ბათუმიდან 8 კმ-ით დაშორებულ სოფლებში - ფერიასა და ახალშენში მცხოვრებმა 150 ოჯახმა წყლისა და გზის პრობლემებთან დაკავშირებით რაიონის გამგეობასა და ლევან ვარშალომიძეს მიმართა. შედეგად მხოლოდ რაიონიდან შესამოწმებლად მისული სპეციალისტების დაპირებები მიიღეს.
გორელი ნაციონალები სტუდენტებს ვერ იყოფენ
3 აგვისტო, 2006
სტუდენტური მოძრაობის ქვეშ გაერთიანებული შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და ადგილობრივი ,,ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს კვლავ უპირისპირდება. დაპირისპირების მიზეზი ამჯერად სტუდენტთა დასაქმების სიებია.
რატომ იქცა საქართველოში სიღარიბე პრივილეგიად და ვის დაეხმარება სახელმწიფო?
2 აგვისტო, 2006
უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ხელისუფლება ქვეყანაში სიღარიბის დაძლევაზე ხმამაღლა საუბრობს. უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად სახელმწიფო პროგრამაც ამუშავდა. ბევრი გაჭირვებული კი უკვე დაუფარავად აცხადებს, რომ ეს ე.წ. “წარმატებული” პროგრამა “ღარიბებზე მეტად შეძლებულებს ეხმარება."