სხვა
20 აპრილი, 2018
შპს ,,აგარის შაქრის ქარხნიდან" გათავისუფლებულმა 500–მდე თანამშრომელმა, 18 აპრილს, პროტესტის 48–ე დღეს, აგარიდან- თბილისში, მთავრობის კანცელარიამდე, საპროტესტო მსვლელობის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო. აქციის მონაწილების განცხადებით, რადგან ხელისუფლებამ მათი ხანგრძლივი პროტესტი აგარაში უყურადღებოდ დატოვა, ისინი ჩავლენ თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას და რეაგირებას მოითხოვენ.