კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სხვა

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

ძალა, რომელსაც ახალგაზრდობა ფლობს

30 ოქტომბერი, 2007
„გვჯერა, ქუჩაში ათასობით ახალგაზრდა გამოვა და ისინი საკუთარ პროტესტს ღიად დააფიქსირებენ. ისინი ხმამაღლა იტყვიან, რომ მათ მკვლელი ხელისუფლების არ ეშინიათ, რომ ისინი მზად არიან, ამ ხელისუფლებას წინააღმდეგობა გაუწიონ. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რაც დავისახეთ - მკვლელი ხელისუფლება უნდა წავიდეს“ - ეს მოძრაობა „ახალგაზრდობა ძალადობის წინააღმდეგ“-ის დღევანდელი განწყობაა. მოძრაობის ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ საუბრისას კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ ძალადობრივი ქმედებებითა და დაპატიმრებებით ხელისუფლება ახალგაზრდობას ვერ დააშინებს. მისი თქმით, ხელისუფლება უკურეაქციას ანუ კიდევ უფრო დიდ პროტესტს მიიღებს, რომელსაც საბოლოოდ გადაჰყვება კიდეც.