მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სხვა
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ფსიქიურად დაავადებულს პენსია მოუხსნეს
30 ივლისი, 2007
ნაირა ცარციძე, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე დაავადება აწუხებს პენსიის გარეშე დარჩა. მანამდე ის ამ პენსიას ბოლო სამი წლის განმავლობაში იღებდა.
სკოლების ოპტიმიზაციას 125-ე სკოლა ეწირება
25 ივლისი, 2007
სკოლების ოპტიმიზაციის საკითხი საქართველოში საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობს. მასწავლებლები უმუშევრები რჩებიან, მოსწავლეებს შორ მანძილზე სიარული უჭირთ, მშობლებს კი მათი ტრანსპორტირებისთვის დამატებითი ხარჯების გადახდა უწევთ. როგორც პედაგოგები ირწმუნებიან, სკოლები ოპტიმიზაციის საბაბით იხურება, რეალურად კი ამ პროცესს ოპტიმიზაციასთან კავშირი არა აქვს.
ჩაქვში მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებს დაუნგრევენ
24 ივლისი, 2007
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში, დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე 173 საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი იგეგმება. უსახლ-კაროდ დარჩენის შემთხვევაში 1000-მდე ადამიანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობის წინ შიმშილობის აქციის დაწყებას აპირებს.
„ქუთაისელი წიგნები“ უსახლკაროდ რჩებიან
24 ივლისი, 2007
„26 ივლისს ქუთაისელები უპრეცედენტო ფაქტის მომსწრენი აღმოჩნდებიან. პოლიცია მოვა, ჩვენს წიგნებს ქუჩაში გაიტანს და კარსაც მოგვიხურავს. გამოსახლება უკვე ორჯერ გადაგვივადეს და 26-ში ეს ვადაც იწურება. ქუთაისში ერთადერთი წიგნის მაღაზია, რომელსაც 60-წლიანი ისტორია აქვს, არსებობას შეწყვეტს,“ - განუცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს ქუთაისის #1 წიგნის მაღაზიის დირექტორმა ჯემალ სვანიძემ.
უკანონოდ გამოსახლებული ოჯახი ავტოფარეხში ცხოვრობს
24 ივლისი, 2007
სასამართლო აღმასრულებლის მიერ ხიმშიაშვილის ქუჩის #94 სახლიდან გამოსახლებული ედნარ ბერიძის ოჯახი თვეზე მეტია მეზობლის ავტოფარეხში ცხოვრობს. გარაჟების დანგრევის ბუმით შეშინებული ბერიძეებს ავტოფარეხიდან გამოსახლების შიშიც აქვთ. დაზარალებულის ადვოკატის, ნიკოლოზ გეგეშიძის განცხადებით, ბერიძეები უკანონოდ არიან გამოსახლებულები. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.
სპორტის აკადემია იყიდება
19 ივლისი, 2007
უკვე ერთი კვირაა, სპორტის აკადემიის შესანარჩუნებლად საპროტესტო აქციები იმართება. სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, სპორტის აკადემია ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტს უერთდება. აკადემიის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ვეტერანი სპორტსმენები აღნიშნულ გადაწყვეტილებას სპორტის დაღუპვასთან აკავშირებენ და მის დათმობას არ აპირებენ.
„არ ვიცი რაში სჭირდება მინისტრს ასეთი ტყუილი”
18 ივლისი, 2007
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის ბაზაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუძნდება, ეს გადაწყვეტილება ყოფილი ფილიალის თანამშრომლებს ზუგდიდში ჩამოსულმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გია ხუბუამ გააცნეს.
პოლიტიკური ლიდერები „ბოდიშის კამპანიას“ აფასებენ
17 ივლისი, 2007
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წამოწყებულ „ბოდიშის კამპანიას“ აფხაზი ხალხის მიმართ, პოლიტიკური ლიდერები ეხმაურებიან. ზოგისთვის ბოდიშის მოხდა პრობლემას არ წარმოადგენს, ზოგისთვის ეს გრანტების მოსაპოვებლად მიმართული კამპანიაა, ზოგი კი ფიქრობს, რომ აღნიშნული კამპანია სამშვიდობო მოლაპარაკებებს ძალიან დააზარალებს.
სახელმწიფომ მცირე მეწარმეები მოატყუა
16 ივლისი, 2007
აჭარაში, საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონში მიღებული დამატება არ სრულდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონს განმარტებები არ ახლავს. მათი თქმით, აჭარაში, კანონით გათვალისწინებული ობიექტები ფაქტობრივად არც არსებობს. ამ მოტივით, სამინისტრომ 35-მდე მცირე მეწარმეს საწარმოთა პირდაპირი წესით მიყიდვაზე უარი უთხრა და ობიექტები გასაყიდად აუქციონზე გაიტანა. მცირე მეწარმეებმა კანონის შესრულების მოთხოვნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასამართლოში უჩივლეს.
ცემენტის მტვერი - კასპელების მოუგვარებელი პრობლემა
11 ივლისი, 2007
“ცემენტის მტვრის” პრობლემა კასპში ძველი, მაგრამ მუდამ ახალია, რადგან მის მოგვარებას წლების მანძილზე საშველი არ დაადგა. კასპის რაიონის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ფილტვებისა და თვალის ავადმყოფობებს უჩივის.
სკოლების 30 პროცენტი დირექტორების გარეშე დარჩა
10 ივლისი, 2007
7 ივლისს საჯარო სკოლებში ახალი დირექტორების შესარჩევი კონკურსის ბოლო ეტაპი გაიმართა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სამეურვეო საბჭოებმა დირექტორობის კანდიდატების მხოლოდ 70% აირჩიეს. არჩევნები დარღვევებით ჩატარდა კახეთში, სადაც დირექტორობის კანდიდატების თქმით, სამეურვეო საბჭოების წევრები, საჯარო სკოლების ყოფილი დირექტორების ტერორის ქვეშ იმყოფებოდნენ.
ცხინვალის უნივერსიტეტის პროფესორს თავისუფალი აზრისთვის დევნიან
10 ივლისი, 2007
ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს კახა ტოლიაშვილს ადგილობრივი გაზეთის ფურცლებზე მის მიერ გამოთქმული აზრისთვის სჯიან. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ეთიკის კომისიის დასკვნის საფუძველზე პროფესორ კახა ტოლიაშვილის უნივერსიტეტიდან ”განდევნის” შესახებ ადმინისტრაციული აქტი გამოსცა. კახა ტოლიაშვილს ბრალად უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმების შეურაცხყოფა ედება.
სასამართლოს შენობის წინ ხუთი შვილის დედა შიმშილობს
9 ივლისი, 2007
გურჯაანის რაიონული სასამართლოს შენობის წინ ხუთი შვილის დედა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად შიმშილობს. სოფელ ყიტაანში მცხოვრები ოსი ეროვნების ქალბატონი ემა ნოზაძე, ადგილობრივ სამართალდამცავებს კანონდარღვევებში ადანაშაულებს და რაიონული სასამართლოს მოსამართლის იმ ბრძანებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც, მას წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 ათასი ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა.
ბათუმში კიდევ ერთი კოლეჯი იხურება
6 ივლისი, 2007
ბათუმის მრავალდარგობრივი სახელმწიფო კოლეჯის სტუდენტები და პედაგოგები სასწავლებლის გაუქმების გამო საპროტესტო აქციებს აწყობენ. ისინი სასწავლებლის შენარჩუნებას მოითხოვენ. აჭარის განათლების მინისტრის, ალექსი ჩიკვაიძის განცხადებით, ბათუმში არსებული რამდენიმე კოლეჯის ოპტიმიზაცია მოხდა, რაც მომავალში უკეთეს შედეგს მოიტანს.
ბი-პი-ს ტყუილები, დაპირებები და შიმშილის ზღვარზე მისული მოსახლეობა
5 ივლისი, 2007
2004 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის სამშენებლო დერეფანმა ახალციხის რაიონის სოფელ კლდის 14-კილომეტრიანი სარწყავი არხი, რომლითაც 375 კომლი მრავალი ათეული წლის განმავლობაში სარგებლობდა, სამ ადგილზე გადაკვეთა და შვიდგან დააზიანა. მოსახლეობის კუთვნილი სახნავ-სათესები, რომლის საერთო ფართი 330 ჰექტარია, სარწყავი არხის გარეშე დარჩა. კლდის მაცხოვრებლების განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სოფელში მოსავლიანობამ 90 პროცენტით იკლო.
„ბოდიში“ ყოველთვის ამართლებს“
5 ივლისი, 2007
„ბოდიშის“ კამპანია - მიმართვა აფხაზ ხალხს, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ დაახლოებით სამი თვის წინ წამოიწყო, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ქუთაისის მოსახლეობის მნიშვბელოვანი ნაწილი მიესალმა ამ ინიციატივას და ერთი აზრის ირგვლივ გაერთიანდა - „ბოდიში ყოველთვის ამართლებს.“
თექვსმეტი წელი რკინიგზის ვაგონებში
4 ივლისი, 2007
“ის დღე ცხოვრებაში არ დამავიწყდება. სკოლაში ვიყავით, როცა მიწა იძრა. ყველანი კარისკენ გავქანდით და წამებში ეზოს ერთ კუთხეში მოვიყარეთ თავი. მერე, როცა მიწისძვრა შეჩერდა, ბავშვები ერთმანეთს არც დავმშვიდობებივართ, ისე გავქანდით სახლებისკენ. შინ დაბრუნებულებმა სხავადასხვა, თუმცა, საერთო ჯამში, საშინელი სურათი ვიხილეთ. ჩვენი საცხოვრებლები დანგრეულ-დაბზარული დაგვხვდა,”
საზოგადოება ჩინოვნიკებისთვის ხელფასების გაზრდას აპროტესტებს
4 ივლისი, 2007
უსახსრობის საბაბით რეგიონებში ასობით საბავშვო ბაღის, კულტურისა და წიგნის სახლების დახურვის, უკიდურესად გაჭირვებულთათვის განკუთვნილი ერთჯერადი სოციალური დახმარებების გაუქმების ხარჯზე, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებმა და გამგებლებმა ხელფასები მოიმატეს. საკრებულოს თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასი 1500, ხოლო გამგებლის 2100 ლარი გახდა.