სხვა
27 სექტემბერი, 2007
21 სექტემბერს გურჯაანიდან დაწყებული ,,სიტყვის აქცია“ 27-ში ზუგდიდში დასრულდა. ამ აქციის მიზანი მთელ საქართველოში აფხაზი ხალხისადმი მიწერილი გზავნილების შეგროვება იყო. ,,რას ეტყოდით აფხაზ ხალხს 15 წლის შემდეგ“, ანუ იმ დღის შემდეგ, როდესაც ომი დაიწყო, ამ კითხვამ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ორგანიზებით საქართველოს ხუთი რეგიონი შემოიარა და აღმოჩნდა, რომ ქართველებს სათქმელი ბევრი აქვთ.
20 სექტემბერი, 2007
დღის 2 საათია. ისეთი ძლიერი ქარი ქრის, თუ თავზე ცეცხლი არ გიკიდია, გარეთ გასვლა არ ღირს. სადილობის დროა. შუშის მძიმე კარი რამდენიმე წამში ერთხელ იღება და იხურება. მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან, ამ კუთხეში, იმ კუთხეში ვერცერთ ღერ მუქი ფერის თმას ვერ დაინახავ. ერთი წუთით გგონია, რომ შენც ჭაღარავდები, ინსტიქტურად ბეჭებში იხრები, ფეხების ცუცუნით იწყებ სიარულს და ტუჩების მოხუცური ცმაცუნით ესალმები თავსდამტყდარ სიბერეს.