01:13, Friday, 20.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სხვა

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-11-20
ბათუმელი „წვრილმანი ხულიგნები“
„პოლიციელები თავს ასე იმართლებდნენ: ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ხომ იცი, ეს დავალებააო“.
8 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოვლენების შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ექვსი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტი განიხილა. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ რამდენიმე მათგანით დაინტერესდა.
2007-11-20
ზუგდიდის რაიონში ღორის აფრიკული ცხელება მძვინვარებს
ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში ღორის აფრიკულმა ცხელებამ უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში ათეულობით ღორი შეიწირა. პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს. ტყის მახლობლად სამარხები იჭრება და მონტგომერის დაავადებისაგან განადგურებული ღორები შიგ იყრება. ზარალის ოდენობა დიდია, თუმცა ვირუსთან ბრძოლის შესაძლებლობა მინიმალური. ხელისუფლება შესაბამის ორგანოებთან ერთად შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს დაავადებული თუ ჯანმრთელი წვრილფეხა საქონლის ლიკვიდაციაში ხედავს. ვირუსის გავრცელებისაგან თავის არიდების ამგვარი ფორმა მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიუღებელია, თუმცა საშიშროების მასშტაბები იზრდება. 2007 წლის 27 ივნისის მონაცემებით ზუგდიდის რაიონში 2 847 სული ღორი დაეცა, რეგიონის ფარგლებში კი 9 461 სული დაიხოცა.
2007-11-19
ხარაჩოებზე შემდგარი ქუთაისი
ის, რომ ექვს თვეში ქუთაისი ევროპული დონის ეროვნული ქალაქი იქნება, დღეს მხოლოდ ხელისუფლებას ახარებს. ხელისუფლებამ გაიხარა მაშინაც, როცა რამდენიმე დღის წინ ქალაქის ცენტრალური ტერიტორია ხარაჩოებითა და სპეციალურად სიღნაღიდან ჩამოტანილი სცენა-ტრიბუნით გადაიხერგა და სრულიად ქუთაისმა საქართველოს პრეზიდენტის მორიგი დაპირებები ისმინა. მოგვიანებით, საგანგებო ზეიმი მორჩა და ხარაჩოებზე შემდგარი ქუთაისი ახალი თავსატეხის წინაშე აღმოჩნდა.

2007-11-16
ყოფილ სამართალდამცავს ნარკოტიკების მოხმარებისთვის აპატიმრებენ
ოთხ ნოემბერს შინაგან საქმეთა ახალციხის განყოფილებამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თავისსავესაცხოვრებელ სახლში #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ჟუჟუნაძე დააკავა.
მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვის ფაქტზე აღიძრა. დაკავებულის ადვოკატის, ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, მალხაზ ჟუჟუნაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ნარკოტიკი მისი არ არის და არასოდეს არანაირი შეხება არ ჰქონია ნარკოტიკებთან. 

2007-11-13
„მეშახტეთა ქალაქი“ - შიმშილმა სიკვდილის შიშიც დაძლია
,,მეშახტეთა ქალაქი” დასახლებაა, რომლის ნახვის შემდეგ იფიქრებ, რომ რამდენიმე დღის წინ დაბომბეს. ის ვალისკენ მიმავალ გზაზე სოფელ სხვილისიდან დაახლოებით ოთხ კილომეტრში, გზის მარჯვენა მხარეს მდებარეობს.

2007-11-09
გამსახურდიასა და ნათელაშვილს ვერ პოულობენ
7 ნოემბრის აქციის შემდეგ უგზოუკვლოდ გაქრა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი. კოკო გამსახურდიასა და შალვა ნათელაშვილის ადგილსამყოფელი დღემდე არავინ იცის. როგორც ,,რესპუბლიკელების” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, დარბევის შემდეგ ყველა მეტ-ნაკლებად მოწამლული იყო. ,,რესპუბლიკელები” ამჟამად თავს კარგად გრძნობენ და სამომავლო ქმედებებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავენ. გაცილებით გაურკვეველი ვითარებაა სხვებთან დაკავშირებით. 

1 2 3 4 [5] 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC