კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია თუ ანტირუსული პროპაგანდის მორიგი გამოვლინება?

19 ოქტომბერი, 2010
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, რომელიც 13 ოქტომბერს ამოქმედდა, რუსეთის ფედერაციაში შემავალი რამდენიმე სუბიექტის - ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეის რესპუბლიკის მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლა და 90 დღის განმავლობაში აქ დარჩენა. ლარსის სასაზღვრო-გამშვებმა პუნქტმა ჩრდილოეთ კავკასიიდან პირველი სტუმრები უკვე მიიღო. ეროვნულმა ტელევიზიებმა მალევე გაავრცელეს უვიზო მიმოსვლით კმაყოფილი ადამიანების კომენტარები. ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა, ცნობილი სპორტსმენი, თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი ბახვა თედეევი, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში ბევრი მეგობარი ჰყავს და ეს გადაწყვეტილება მათთან ხშირად სტუმრობას გაუადვილებს.

„ნულოვანი ტოლერანტობისა“ და „შერჩევითი სამართლის“ კიდევ ერთი მაგალითი

13 ოქტომბერი, 2010
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ქვემორე ხელმომწერი უფლებადამცველი ორგანიზაციები წუხილს გამოთქვამენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის 28 სექტემბერს გამოტანილ განაჩენზე, რომლის მიხედვითაც 4 ახალგაზრდას მიესაჯა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ქმედებისათვის, რაც არ დადგენილა სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ამავე დროს, საქმეში არსებობდა შემამსუბუქებელი გარემოებები. ეს სასჯელი განსაკუთრებით მკაცრია თუნდაც იმ სასჯელებთან შედარებით, რაც წინა წლებში შეეფარდათ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ქმედებებისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა. მაგალითისათვის, 19 წლის ბუტა რობაქიძის მკვლელობის გამო, პოლიციელს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 2006 წელს და 29 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელებს 4 წელიც კი არ გაუტარებიათ ციხეში. ისინი პრეზიდენტმა 2009 წელს შეიწყალა.

სეპარატისტებმა ახალგორში ხელმოწერები ჟენევის მოლაპარაკებებზე წარსადგენად მოაგროვეს

13 ოქტომბერი, 2010

გუბერნატორისა და მერის საფეხბურთო მეგობრობას სახელმწიფო სახსრები შეეწირა

13 ოქტომბერი, 2010

სოციალური საცხოვრისის მიღმა დარჩენილმა ოჯახმა თავშესაფარი რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა

12 ოქტომბერი, 2010

ეჭმიტანილი და გამომძიებელი ერთ უწყებაში - ჰამარბერგის კომისია გამოძიების უმოქმედობით გაოცებულია

12 ოქტომბერი, 2010

სტალინის მოედანზე ტელეკომპანიის დირექტორი პოლიციელებმა სცემეს

11 ოქტომბერი, 2010
მას შემდეგ რაც ტელეკომპანიამ „თრიალეთი“ საკუთარი საინფორმაციო ბადის მნიშვნელოვანი ნაწილი ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემების რეტრანსლიერებას, ხოლო პარალელურად საკუთარ ეთერში თოქ-შოუ „ცხელი ხაზის“ მიმდინარეობას დაუთმო, მათი ჟურნალისტების და არხის დამფუძნებლების მიმართ სხვადასხვა სახის ზეწოლები გახშირდა. უკანასკნელი ფაქტი 2010 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ გორის ცენტრში, სტალინის მოედანზე მდებარე „თი ბი სი ბანკის“ შენობის წინ მოხდა. ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ჯონი ნანეტაშვილს პატრულის თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ და მოსახლეობის თვალწინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.