სტატია
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2017-11-29
სუნთქვის მწვავე უკმარისობა თუ სამსახურეობრივი გულგრილობა
„ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა“, - 25 ოქტომბერს ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, 21 ნოემბერს პროკურატურამ გამოაქვეყნა დასკვნა. პროკურატურა გარდაცვალების მიზეზად ჰაერის უკმარისობას ასახელებს. ამასთან, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა.
2017-11-28
აზერბაიჯანელი აქტივისტების დევნა საქართველოში
„სიმართლე გითხრათ, ამ მომენტისთვის თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ. ჩვენ მიმართ ხორციელდება ზეწოლა და თვალთვალი“, - აცხადებს აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი და აქტივისტი დაშგინ აღალარლი. დაშგინ აღალარლი არ არის ერთადერთი აზერბაიჯანელი აქტივისტი, ვინც საქართველოში თავს დაცულად ვერ გრძნობს. ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში აზერბაიჯანელი აქტივისტების დევნა გაძლიერდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს საქართველოს ტერიტორიიდან. მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, იძულებული გახდა, შვილთან ერთად, საქართველო დაეტოვებინა.
2017-11-28
ლიკვიდირებულის ფოტოდან ახლობლებმა ახმედ ჩატაევი ამოიცნეს
მედიით გავრცელებული ფოტოდან, რომელზეც თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას აფეთქების შედეგად შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის დანაწევრებული სხეულია ასახული, ახლობლებმა ახმედ ჩატაევი ამოიცნეს.
2017-11-27
ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები და სისტემის გარეთ დარჩენილი ბავშვები
თავშესაფრების გადატვირთულობა, არასაკმარისი ვადა, ბავშვთა ფსიქოლოგის არარსებობა თავშესაფრებში, მომავლის იმედის დაკარგვა, სოციალური დახმარების შეწყვეტა თავშესაფარში ყოფნისას, თავის დაღწევა ძალადობრივი გარემოსგან, თუმცა - დროებით - ეს პრობლემათა ჩამონათვალია, რომელთაც ძალადობის მსხვერპლი ქალები თავშესაფარში ყოფნისას აწყდებიან.
2017-11-20
ომბუდსმენი - შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულებები კვლავ გამოუძიებელია
16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ტრადიცულად აღნიშნა. ღონისძიება ორგანიზებული იყო სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს.
2017-11-17
ყვარლის სკოლებში მღვდლებმა ბავშვები ვერტმფრენიდან აკურთხეს და კანფეტები ჩაყარეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა ბავშვები ვერტმფრენიდან აკურთხეს და კანფეტები ჩაუყარეს. შილდის N1 სკოლის მოსწავლეების თქმით, ისინი აქციის შემდეგ სკოლაში აღარ დაბრუნდნენ და გაკვეთილები გააცდინეს.
2017-11-06
კახეთის საოლქო პროკურორმა ერთ წელში სახელფასო დანამატი 23-ჯერ მიიღო
კახეთის საოლქო პროკურორმა ვაჟა ფანოზიშვილმა 2016 წელს ხელფასთან ერთად დანამატი 23-ჯერ მიიღო, სულ ჯამში 101 240 ლარი, რაც პრემიერ-მინისტრის ხელფასზე თითქმის 2-ჯერ მეტია. საოლქო პროკურორის ხელფასი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, უკლებლივ ყველა მინისტრისა და პარლამენტის წევრების ანაზღაურებასაც.
2017-11-01
აფხაზური ენის დაცვის მიზნით სახელმწიფო პროგრამა შეიქმნება
საქართველოს მთავრობა, აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების ინიციატივით გამოდის.ay.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას