მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
„რა გვეკონცერტება?!“ - საბიუჯეტო სახსრების ხარჯვით უკმაყოფილო ბათუმელები
31 დეკემბერი, 2010
რაში იხარჯება ბათუმის ბიუჯეტი და ამის შესახებ რა ინფორმაციას ფლობენ მოქალაქეები, ეთანხმებიან თუ არა ისინი თანხების ასეთ განკარგვას - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ბათუმელებს დაუსვა.
ეროსი კიწმარიშვილი: „ბექაურის ბრალდებით გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ“
31 დეკემბერი, 2010
ხელისუფლებასთან დაპირისპირებული „ქართული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ გაკვირვებულია ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურ დირექტორის, კახა ბექაურის „უცნაური“ განცხადებით, თითქოს, იგი მას ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას აიძულებდა.
ახმეტის საკრებულოს და გამგეობის ხელმძღვანელები სცემეს
30 დეკემბერი, 2010
25 დეკემბერს, საღამოს, ინციდენტი მოხდა შუამთის რესტორანში. რამდენიმე პირმა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ალექსანდრე მაილაშვილს, გამგებლის მოადგილეს დავით დოიჯაშვილს, გამგეობის აპარატის უფროსს ივერი წითელაურს და სოფელ ხალაწნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ზაზა გუნაშაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„ჟურნალისტს თეთრწყლების ტყეში ფეხებით დავკიდებ“
29 დეკემბერი, 2010
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ თეთრწყლების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გიორგი წიკლაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტს ნათია დანელიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
მანდატურთუხუცესი
28 დეკემბერი, 2010
პრობაციისა და სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტიდან განთლების მინისტრად დიმიტრი შაშკინის გადაყვანამ საზოგადოებაში იმთავითვე არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დღეის გადასახედიდან კი, განათლების მინისტრ შაშკინის ე. წ. რეფორმებისა თუ გადაწყვეტილებების მიხედვით, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს კაცი ძველი ამპლუიდან ვერ გამოდის და განათლების სისტემასაც პოლიციური მეთოდებით მართავს.
რატომ გადაეცა გორის ყოფილ საკოლმეურნეო ბაზარს სკვერები
28 დეკემბერი, 2010
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ შპს „სავაჭრო ცენტრს“ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული 14 ჰა მიწის მწვანე ზოლი სასყიდლიან სარგებლობაში იჯარით გადასცა. ამას ის განკარგულება მოწმობს, რომელიც საკრებულომ 2010 წლის ბოლო სხდომაზე დაამტკიცა.
დავით წიქარიშვილი: „სკოლა არ უნდა იქცეს შსს-ს საქვეუწყებო დაწესებულებად“
27 დეკემბერი, 2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობით განხორციელებული სასკოლო კონკურსის - „მე მიყვარს ჩემი პოლიცია“ გამარჯვებულები 22 დეკემბერს გამოავლინეს. მათ პორტატული კომპიუტერები და ფულადი პრიზები გადასცეს. სასკოლო კონკურსის შესახებ humanrights.ge-ს ესაუბრება განათლების მუშაკთა თავისუფალი პროფესიული კავშირის - „ერთობის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, დავით წიქარიშვილი.
პიარზე ორიენტირებული ჩინოვნიკები
27 დეკემბერი, 2010
აგვისტოს კონფლიქტის შემდგომ შიდა ქართლში შემავალმა მუნიციპალიტეტებმა, მედია-საშუალებებში უკეთ წარმოჩენის მიზნით, საკმაოდ სოლიდური თანხები გაიღეს. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თავის დროზე წერდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტი პიარია. თანხები კი ძირითადად მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან მიდიოდა (http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=7205&lang=geo).
ქალაქი ქალაქში - 30 000 დევნილისათვის
23 დეკემბერი, 2010
დევნილთა შესახებ სახელმწიფო სტატეგიის შესაბამისად, 2011 წლის გაზაფხულზე ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე, დაახლოებით 30 000 დევნილის გრძელვადიანი განსახლება იგეგმება. ფოთში დევნილთა ოჯახებს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩაასახლებენ. დღემდე უცნობია, რა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებას გეგმავს სახელმწიფო, რათა ასეთი მასშტაბური გადასახლებით დევნილთა ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდეს.
მცირე მეწარმის ბიზნესი გუბერნატორისა და საკრებულოს წევრების დაპირისპირებას შეეწირა
22 დეკემბერი, 2010
გორის რაიონის სოფელ ერგნეთში მცხოვრები რამინ ჯოხაძე „თხევადი აირის“ რეალიზაციას შპს „გეორგია 21“-ს ტერიტორიაზე ახორციელებდა. ეს კომპანია გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თემურ ხაჩიურს ეკუთვნის. მას შემდეგ, რაც შიდა ქართლში ზურაბ არსოშვილი გუბერნატორად დაინიშნა, იგი თემურ ხაჩიურის ბიზნესით დაინტერესდა.
მინისტრის ბრძანებამ შესაძლოა, კონსტიტუციური უფლება შეზღუდოს
22 დეკემბერი, 2010
სასჯელაღსრულების მინისტრის # 89 ბრძანებულების თანახმად, თუ ადვოკატს რამდენიმე პატიმართან სურს შეხვედრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ყოველ ჯერზე რიგში თავიდან უნდა ჩადგეს. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, ამან შესაძლოა, ბრალდებულის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლების, დაუყოვნებლივ მოითხოვოს დამცველის დახმარება, შეზღუდვა გამოიწვიოს.
დევნილები გამოსახლების ახალ ტალღას აპროტესტებენ
21 დეკემბერი, 2010
ბაკურციხე, ლესიჭინე, ფოცხოეწერი, ჭკადუაში, ნარაზენი, აბაშისპირი - ეს ის სოფლებია, სადაც დევნილებს გადასახლებას კვლავ უპირებენ. თბილისში არსებული 30-მდე კომპაქტური ჩასახლების ადგილიდან დევნილთა გამოსახლება და რეგიონებში ძალით გადაყვანა 26 დეკემბრისთვის იგეგმებოდა, მაგრამ საპროტესტო აქციებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის შედეგად, ხელისუფლებამ ეს პროცესი 15 იანვრამდე შეაჩერა.
ხეთაში ჩასახლებული დევნილები საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარებას ითხოვენ
21 დეკემბერი, 2010
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ტექნიკუმის ყოფილ შენობაში აფხაზეთიდან დევნილი ორმოცამდე ოჯახი ჩაასახლეს. ექვსი თვეა, მათ წყალი არ მიეწოდებათ და სასმელად უვარგის ჭის წყალს ეზიდებიან. რამდენჯერმე ბავშვები წყლით მოეწამლათ. დევნილები უხარისხოდ შესრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც საუბრობენ. მათ საცხოვრებელს საკვამურები არა აქვს, რის გამოც ვერ თბებიან.
ლევან გაჩეჩილაძე: „სიმართლეს სიცოცხლეში თუ ვერ დავამტკიცებ, ამ საქმის გარკვევას ანდერძად დავიბარებ“
21 დეკემბერი, 2010
„ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ ახალ მასალას გამოეხმაურა. გაჩეჩილაძემ ნინო ბურჯანაძის ოჯახი მის წინააღმდეგ ბინძურ და ავადმყოფურ კამპანიაში დაადანაშაულა.
პრესა.გე ჟურნალისტებმა დატოვეს
20 დეკემბერი, 2010
ინტერნეტ გამოცემა პრესა.გე ჟურნალისტებმა დატოვეს და მიზეზად ახალი ხელმძღვანელის, „რეალ-ტივის“ ყოფილი ჟურნალისტის, გიორგი კაპანაძის მოსვლა დაასახელეს. ამის შესახებ მათ ჟურნალისტებს 20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე აცნობეს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოითხოვს, შეჩერდეს დევნილთა მასობრივი გამოსახლება კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან
17 დეკემბერი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებულია დევნილთა მოსალოდნელი მასობრივი გამოსახლებით. თბილისის 24 კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებს ინფორმაციის სახით უკვე ეცნობათ, რომ შენობები, რომელშიც ამჟამად ფაქტობრივად იმყოფებიან არ წარმოადგენს დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტს და არ არის გამიზნული დევნილთა გრძელვადიან საცხოვრებლად.
დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობა
17 დეკემბერი, 2010
„ქართული სასამართლოები ეთანხმებიან გამოძიებას და ეჭვმიტანილ პირებს უალტერნატივოდ უფარდებენ წინასწარ პატიმრობას. ისინი ყურადღებას არ აქცევენ ეჭვიმატინილის პიროვნებას, პატიმრობის სიმძიმეს და სხვა გარემოებებს“, - განაცხადა იურისტმა ბესარიონ ბოხაშვილმა გუშინ სასტუმრო „რედისონში“ გამართულ პრეზენტაციაზე.
ტაძარი, სადაც ომში დაღუპულ აფხაზ და ქართველ მეომრებს ერთად მოიხსენიებენ
16 დეკემბერი, 2010
სამების ტაძრის ეზოში, საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ომში დაღუპული აფხაზი და ქართველი მეომრების სახელზე ტაძარი აშენდება. იდეა „დევნილთა კონგრესს“ და „საქართველოს მეომართა კავშირს“ ეკუთვნის. ამჟამად ტაძრის დაპროექტების ეტაპი სრულდება, მშენებლობა იანვარში დაიწყება და ერთ წელიწადში დასრულდება.
საქართველოში მოქმედი უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა
16 დეკემბერი, 2010
2010 წლის 21 ოქტომბერს, ქ. თბილისში, შპს „ელსავაკოს“ (ე.წ. ”ლილოს” ბაზრობის) მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზრობის მოვაჭრეები მართავდნენ მშვიდობიან საპროტესტო აქციას, მათ დახმარებისა და თანადგომისთვის მიმართეს პ/გ “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლებს. „ეროვნული ფორუმის“ პარტიული კონტროლის სამსახურის უფროსის მოადგილე კახა ჩაკვეტაძე ქ. თბილისის შინაგან საქმეთა ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ინციდენტის ამოწურვისთანავე დააკავეს.
სახალხო დამცველი გამოფხიზლდა
16 დეკემბერი, 2010
სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის თქმით, საპატიმროებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში ცემისა და არასათანადო მოპყრობის კონკრეტული ფაქტების არასათანადო გამოძიება ხდება, რაც მისივე აზრით, ხელს უწყობს სამართალდამცველებში დაუსჯელობის სინდრომის ჩამოყალიბებას.